... (H-2610), XVIII ს.

550. ქალი჻ ადგა჻ გამეყარა჻ დავწევ჻ ამოდ჻ დამეძინა჻ მაგრა჻ შევჰკრთი჻ საყვარელი჻ ჩემი჻ ვნახე჻ ძილსა჻ შინა჻ გამეღვიძა჻ აღარა჻ მყვა჻ სულდგმულობა჻ მომეწყინა჻ ღამე჻ ასრე჻ გავათენე჻ მისი჻ ხმაცა჻ არ჻ მესმინა჻

551. დილასა჻ ადრე჻ სრას჻ მიხმეს჻ დღე჻ რა჻ ქმნა჻ მწუხრმან჻ ჟამითა჻ ავდეგ჻ ვცან჻ მათი჻ ამბავი჻ წასლვა჻ ვქმენ჻ მითვე჻ წამითა჻ ვნახე჻ ორნივე჻ ერთგან჻ სხდეს჻ სახითა჻ ოდენ჻ სამითა჻ რა჻ მიველ჻ მითხრეს჻ დაჯდომა჻ წინაშე჻ დავჯე჻ სკამითა჻

552. გვიბრძანეს჻ თუ჻ ღმერთმან჻ ასრე჻ დაგვაბერნა჻ დაცაგვლია჻ ჟამი჻ გვახლავს჻ სიბერისა჻ სიყმაწვილე჻ გარდგვივლია჻ ყმა჻ არ჻ მოგვცა჻ ქალი჻ გვივის჻ ვისგან჻ შუქი჻ არ჻ გვაკლია჻ ყმისა჻ არ჻ სმა჻ არა჻ გვაგვა჻ ამად჻ ზედა჻ წაგვიგია჻

553. აწ჻ ქალისა჻ ჩვენისათვის჻ ქმარი჻ გვინდა჻ სად჻ მოვნახოთ჻ რომე჻ მივსცეთ჻ ტახტი჻ ჩვენი჻ სახედ჻ ჩვენად჻ გამოვსახოთ჻ სამეფოსა჻ ვაპატრონოთ჻ სახელმწიფო჻ შევანახოთ჻ არ჻ ამოვწყდეთ჻ მტერთა჻ ჩვენთა჻ ხრმალი჻ ჩვენთვის჻ არ჻ ვმახოთ჻

554. [..]ქვი჻ თქვენი჻ ძისა჻ არა჻ სმა჻ გულსა჻ ვით჻ მიეფარების჻ მაგრა჻ კმა჻ ჩვენად჻ იმედად჻ ვინ჻ მზესა჻ დაედარების჻ ვისცა჻ სთხოვთ჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ მას჻ დიდად჻ გაეხარების჻ სხვამცა჻ რა჻ გკადრეთ჻ თვით჻ იცით჻ მაგას჻ რა჻ მოეგვარების჻

555. დავიწყეთ჻ რჩევა჻ საქმისა჻ გული჻ უც჻ თუცა჻ მელია჻ ვთქვი჻ ჩემგან჻ დაშლა჻ ამისი჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ საქნელია჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ხვარაზმშა჻ ხელმწიფე჻ ხვარაზმელია჻ თუ჻ მოგვცემს჻ შვილსა჻ საჩვენოდ჻ მისებრივ჻ არ჻ რომელია჻

556. რომე჻ პირველვე჻ დაესკვნა჻ მათ჻ ესე჻ შეეტყვებოდა჻ ერთმანერთსაცა჻ უჭვრეტდეს჻ სიტყვაცა჻ აგრე჻ სწბებოდა჻ ჩემგან჻ დაშლისა჻ კადრება჻ მართ჻ ამბად჻ არ჻ ეგებოდა჻ ოდენ჻ დავმიწდი჻ დავნაცრდი჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ ჰკრთებოდა჻

557. დედოფალმან჻ თქვა჻ ხვარაზმშა჻ მეფეა჻ მორჭმით჻ მჯდომელი჻ მათსამცა჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ ჩვენთვის჻ სხვა჻ სჯობდა჻ რომელი჻ შეცილებამცა჻ ვით჻ ჰკადრა჻ რადგან჻ თვით჻ იყო჻ მდომელი჻ მოწმობა჻ დავრთე჻ დაესკვნა჻ დღე჻ ჩემი჻ სულთა჻ მხდომელი჻

558. გაგზავნეს჻ კაცი჻ ხვარაზმშას჻ წინა჻ შვილისა჻ მთხოველი჻ შესთვალეს჻ გაჰხდა჻ უმკვიდროდ჻ სამეფო჻ ჩვენი჻ ყოველი჻ არს჻ ერთი჻ ქალი჻ საძეო჻ არ჻ კიდე჻ გასათხოველი჻ თუ჻ მოგვცემ჻ შვილსა჻ სამისოდ჻ სხვასა჻ ნუღარას჻ მოელი჻

559. კაცი჻ მოვიდა჻ აევსო჻ ჯუბაჩითა჻ და჻ რიდითა჻ გახარებოდა჻ ხვარაზმშას჻ სიხარულითა჻ დიდითა჻ ებრძანა჻ მოგვხვდა჻ ღმრთისაგან჻ ჩვენ჻ რომე჻ ვინატრიდითა჻ თვით჻ მაგისებრსა჻ შვილსამცა჻ ჩვენ჻ ხელსა჻ რასა჻ ვჰხდიდითა჻

560. კვლა჻ გაგზავნეს჻ სხვანი჻ კაცნი჻ სასიძოსა჻ მოყვანებად჻ დაავედრეს჻ თუ჻ ნუ჻ აყოვნებთ჻ მოდით჻ ჩვენად჻ ნაბრძანებად჻ მე჻ მაშვრალი჻ ნაბურთალი჻ საწოლს჻ შეველ჻ მოსვენებად჻ გულსა჻ სევდა჻ შემეყარა჻ ვიწყე჻ ჭირთა჻ მოპოვნებად჻

561. მეტმან჻ სევდამან჻ მიმწურა჻ გულსა჻ დაცემად჻ დანისად჻ ასმათის჻ მონა჻ შემოდგა჻ შევჯე჻ ლაღი჻ და჻ ჯანი჻ სად჻ წიგნი჻ მომართვა჻ ეწერა჻ ვინ჻ სჩან჻ ალვისა჻ ტანისად჻ ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ დაუყოვნებლად჻ ხანისად჻

562. შევჯე჻ წაველ჻ ბაღჩას჻ მიველ჻ ვითა჻ სცნობდენ჻ ლხინთა჻ ზომით჻ ბაღჩა჻ შევლე჻ კოშკი჻ დამხვდა჻ ასმათ჻ ვნახე჻ ძირსა჻ დგომით჻ ვნახე჻ ვსჭვრეტდი჻ ნატირებად჻ ცრემლი჻ აჩნდა჻ ღაწვთა჻ წთომით჻ დამიმძიმდა჻ არა჻ ვჰკითხე჻ ჩემი჻ სჭირდა჻ მისლვა჻ ნდომით჻

563. იგი჻ ვნახე჻ დაღრეჯილი჻ ესე჻ მეტად჻ დამიმძიმდა჻ ვითა჻ წინას჻ შემომცინის჻ აღარ჻ ეგრე჻ გამიღიმდა჻ ყოლა჻ სიტყვა჻ არ჻ მამიგო჻ ოდენ჻ ცრემლთა჻ გარდმოსწვიმდა჻ ამით჻ უფრო჻ დამაწყლულა჻ არა჻ წყლულთა჻ მიაქიმდა჻

564. ჩემნი჻ ერთნი჻ გონებანი჻ მეტად჻ შორად჻ გამიკიდნა჻ შინა჻ კოშკად჻ შემიყვანა჻ ფარდაგსაცა჻ ამიზიდნა჻ შეველ჻ ვნახე჻ იგი჻ მთვარე჻ ჭირმან჻ ყოვლმან჻ უკუმრიდნა჻ გულსა჻ შუქნი჻ შემომადგა჻ მაგრა჻ გული჻ არ჻ დამიდნა჻

565. იყო჻ არ჻ ნათლად჻ ნათელი჻ ფარდაგსა჻ შემომდგომელი჻ ებურა჻ მოშლით჻ პიროქრო჻ მე჻ მივეც჻ რიდე჻ რომელი჻ მითვე჻ მწვანითა჻ უებრო჻ მიწოლით჻ ტახტსა჻ მჯდომელი჻ ცრემლისა჻ ღვარსა჻ მოეცვა჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომელი჻

566. ქვე჻ წვა჻ ვით჻ კლდისა჻ ნაპრალსა჻ ვეფხი჻ პირგამეხებული჻ არცა჻ მზე჻ ჰგვანდა჻ არც჻ მთვარე჻ ხე჻ ალვა჻ ედემს჻ ხებული჻ ასმათმან჻ დამსვა჻ შორსგვარად჻ გულსა჻ მე჻ ლახვარხებული჻ მერმე჻ წამოჯდა჻ წარბშერჭმით჻ გამწყრალი჻ გამეხებული჻

567. მიბრძანა჻ მიკვირს჻ რად჻ მოხვე჻ მშლელი჻ პირისა჻ მტკიცისა჻ გამწირავი჻ და჻ მუხთალი჻ შენ჻ გამტეხელი჻ ფიცისა჻ მაგრა჻ ნაცვალსა჻ პატიჟსა჻ მიგცემსო჻ ზენა჻ მი჻ ცისა჻ ვჰკადრე჻ რა჻ გკადრო჻ პასუხი჻ მის჻ ჩემგან჻ მე჻ უიცისა჻

568. ვთქვი჻ პასუხსა჻ ვერას჻ გკადრებ჻ თუ჻ არა჻ ვსცნობ჻ მე჻ მართალსა჻ რა჻ შეგცოდე჻ რა჻ მიქნია჻ უცნობოსა჻ ფერნამკრთალსა჻ კვლაცა჻ მითხრა჻ რას჻ გეუბნო჻ მტყუვანსა჻ და჻ შენ჻ მუხთალსა჻ დიაცურად჻ რად჻ მოვღორდი჻ მე჻ დაუწვავ჻ ამით჻ ალსა჻

569. შენ჻ არ჻ იცი჻ ხვარაზმშასი჻ საქმროდ჻ ჩემად჻ მოყვანება჻ შენ჻ ჯდომილხარ჻ სავაზიროდ჻ შენი჻ რთულა჻ ამას჻ ნება჻ შენ჻ გასტეხე჻ ფიცი჻ ჩემი჻ სიმტკიცე჻ და჻ იგი჻ მცნება჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ დაგირჩინო჻ ცუდად჻ შენი჻ ხელოვნება჻