ვეფხის - ტყაოსანი (Q-799), XIX ს.

549. მე მეფეთა დარბაზს მიჴმეს შექნეს დიდი ვაზირობა჻ მათ წინათვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა჻ დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა჻ თავსა უთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულ მაგრობა჻

550. მემცა დაშლა ვითა ვკადრე რადგან იგი ვერ მიმხვდარა჻ არ იტყვის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ მომჴდარა჻ ტარიელ არს მემამულე სხვასა მართებს არვის არა჻ ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მამცდარა჻

551. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვა რა მოვიგვარო჻ თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალ გვარო჻ მედვა გული მჴეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო჻ ვისმცა მივსცე თავი შენი შენვე რად მე არ წამგვარო჻

552. სულთა ვყიდდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა჻ იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდს ახრა჻ ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა჻ მიბრძანა თუ ეგე საქმე მეცა მართლად თვით მეაზრა჻

553. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა჻ უარის ქნასა ღ~თისასა ამისთვის არ მადლობასა჻ იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა჻ მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა჻

554. მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული჻ ანუ მზე იყო ქუეყანად ან მთვარე პირ გავსებული჻ ახლოს დამისვა დამიტკბა აქამდის არ ღირსებული჻ მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული჻

555. მიბრძანა თუ გონიერი ჴამს აროდეს არ აჩქარდეს჻ რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს჻ თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს჻ შენ და ისი წაიკიდნეთ ინდოეთი გარდაქარდეს჻

556. კვლავ თუ სიძე შემოუშვათ მე შემირთავს იყოს ასდენ჻ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეული გაგვიფლასდენ჻ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ჻ ეგე ამბვად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ჻

557. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა ჻ რა შემოვიდენ ინდოეთს შევიგნა მათი გმირობა჻ უჩვენო ჩემი ძალ გული და ჩემი ჭანგ მახვილობა჻ ასრე დავხოცნე შეეძლოს აღარას არ საჴმარობა჻

558. მიბრძანა თუ ჴამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად჻ დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად჻ რა მოვიდეს სიძე მოკალ მათთა სპათა აუწყვედლად჻ ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლად჻

559. ასრე ქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო჻ მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო჻ მისთა სპათაცა ნუ დახოც ზროხათა ვითა ვირთაო჻ დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო჻

560. იგი რა მოჰკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა჻ ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ ინდოეთისა ჭამასა჻ ჩემია მკვიდრი მამული არ მივსცემ არცა დრამასა჻ არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა჻

561. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული ნურცა ნდომა჻ ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა჻ ქნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხვეწა შემოკდომა჻ ხელთა მოგცემ თავსა ჩემსა შეგვფეროდეს ერთგან სხდომა჻

562. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა჻ ჩემთა მტერთა დავაცადე დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა჻ მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვე ქვე წვევა჻ მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხვევა჻

563. ხანი დავყავ გავეყარე მაგრა გავჰხე ვითა ხელი჻ ასმათ წინა ჩამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი჻ ჭირი ბევრჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი჻ მერმე წასულა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი჻

564. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა჻ მაგრა თუ ღ~თი რას უზამს არა იცოდა გლახ არა჻ მეფესა მიხვდა სიამე არ სიტყუა ივაგლახა რა჻ მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა჻

565. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია჻ გარდავიხადოთ ქორწილი ჴამს ვითა დასასრულია჻ კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია჻ უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია჻

566. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი჻ სასიძოცა მოგვივიდა იყვნეს ხანსა არ დამზმელნი჻ შიგნით ჩვენნი გაეგებნეს გარეთ მოდგეს ხორაზმელნი჻ მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი჻

567. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ კარვითა მოედანია჻ გამოისვენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია჻ მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანია სხვანია჻ შენ აქა ნახენ კმარიან იქა ნახვისად კმანია჻

568. მაედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა჻ მოვიდა სიძე გარდაჴდა დღე გვანდა არ აღვსებისა჻ შეიქმნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა჻ დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად დას დასებისა჻