ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

664. კვლა თუ სიძე შემოუშვა მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ესე ამბვად არ ეგების რომე სპარსნი გაგვიხასდენ

665. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს მას ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ჰინდოეთს შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალგული და ჩემი მეომარობა ასრე დავხოცნე შეეძლოს აღარა არსახმარობა

666. მიბრძანა თუ ხამს დიაცი დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად ქნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლად

667. ასრე ჰქენ ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დახოც ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო

668. იგი რა მოჰკლა ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქ ჰინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული არ მივსცემ არცა დარასა არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა

669. ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული არცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელმოტეხით შემოხვეწა შემოკდომა ხელთა მოგცეს თავი ჩემი შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

670. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა ჩემსა მტერთა დავაცადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად მან დამიწყო ქვევა წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე შეჭიდება შემოხვევა

671. ხანი დავჰყავ გავეყარე მაგრა გავჰხე ვითა ხელი ასმათ წინა წამომიძღვა ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასლვა არა მწადდა ამად მივალ არ ფიცხელი

672. გარე ვაქციე ასმათი მუნ ჩემი ჩამოყოლილი ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი გულსა დამესვის ლახვარი შავთა წამწამთა სროლილი მისმან შუქმან დამალურჯა დამალება დამდვა წყლული

673. მოვიდა კაცი სასიძო მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღმერთი რას უზამს არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა მოდიო თავი დახარა

674. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი ხამს ვითა დასა სრულია კაცი გავგზავნეთ მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ სიძუნწე უმეცრულია

675. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა იყვნეს ხანსა არდამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებეს გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი

676. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდნენ უშენოდ სხვანი სპანია შენ აქა ნახენ კმარიან იქა ნახვისად კმანია

677. მაედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჰხდა დღე ჰგვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა თემთემად დასდასებისა

678. მე დავშვრი ვითა წესია საურავგარდახდილისა შინა წამოველ მაშვრალი ქნა მომდომოდა ძილისა მონა მოვიდა მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა ადრე მოდიო გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა

679. ცხენისაგან არ გარდავჰხე წაველ ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხვდა ნატირები ვჰკითხე ცრემლსა რასა ჰმილდი მითხრა შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო რაგვარადმცა გავექილდი

680. შევედით ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბშერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა დღე მიგიჩნს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე და კვლაცა მომიცდომარე

681. მე მეწყინა აღარა ვთქვი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა რაგვარ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოველ მოკლვა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

682. ასსა უბრძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შეველ სასიძო ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა თუცა ხმდა სისხლისა დადენით

683. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფერხთა მოვეკიდე თავი სვეტსა შეუტაკე წინა წოლთა დაიზახეს გლოვა მიჰხვდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე