ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

779. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი

780. ესე ქვაბნი უკაცურნი ვჰპოვენ დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს

781. დევთა ყვირილი ზახილი ზეცამდის აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასნი ერთკერძთა მომიხდეს დავფრიწე დაიხეოდა

782. პირველ რაზმი დავფრიწე შევლეწე ქვაბის კარები დიდი რამ დევი მომიხდა მას ხელთა ჰქონდა ფარები რქასა ვსტაცე დავითრივე არ მოვახმარე მხარები ხანჯრითა გული გაუპე რუდ დის სისხლისა ღვარები

783. დაღამდა ომი დასწყნარდა გუმბათსა დაჯდა მთვარეო დახოცილითა დევითა აივსო არე მარეო გლახ მე და ასმათ მარტონი გავჰყრიდით ქვაბთა გარეო ხელსა მიმჭირდა მას აქათ სულნი ამომხდენ ბარეო

784. აჰა ძმაო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკვდები ხელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვისვე ცეცხლნადები ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები

785. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი კაბად ჩემად მომინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მომიკლავს ხრმალი ცუდად მომიმახავს

786. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მთმენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მხსენები სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან ვარ სიკვდილისა მქენები

787. აწ ათია წელიწადი ჰინდოეთით რა წასრულა მის მთვარისა ჩემგან პოვნა ანუ ნახვა გარდასრულა აჰა მიკვირს ალმასისა გული გასძლებს ამას რულა ყმამან ხელი პირსა იკრა რა ამბავნი დაასრულა

788. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა მერმე ქალმან დაადუმა მუხლმოყრილი შეეხვეწა

789. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დად სამებულმან შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლეგაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან

790. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისა კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა მას არა არ ელხინების

791. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გინდა საქებარი მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯასაცა შემტყვებარი მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი სხვამან სხვისა უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

792. რაცა გითხრა მომისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

793. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკევ შემაჯერო ღმერთი იღმრთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავწიროთ მაფიცო და შემომფიცო

794. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემეპირო მეცა ფიცით შეგაჯერებ არასათვის არ გაგწირო კვლა მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთვის აგრე არ გატირო

795. მან მიუგო უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი

796. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი იხოს გული მინდორს არ გაიჭრეს არ ირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო ღ~თნ რისხვით გამიკითხოს შენმანჭვრეტასიახლემან მომაქარვოს სევდა მითხოს

797. ამას ზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი შეუყვარდა ერთმანერთი სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყვაბრძენნი ცნობაშმაგნი მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი

798. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქნას ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა