ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

606. შეიქნა სუმა და პურობა მსგავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა

607. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა არ შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამეა პირისპირ საყვარელისა ჭვრეტასა

608. დააგდეს მღერა მუტრიბთასულეთო თავი ხარიან მიბრძანესშვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭვრეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან

609. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

610. მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი თაყვანის ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი მაკოცეს ადგეს ორნივე თვით იგი მზენი მზეთანი რა გასცნეს ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი

611. კვლაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა

612. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა

613. მონა მოვიდა მიანბო ამბავი მე მართალიო თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულგამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია

614. მე მისთვის ვკვდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანისსცემისად ხელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად

615. მიამბე მისი ამბავი სხვად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

616. წიგნი მომართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალჯავარისა შენისა ომგარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

617. ღ~თნ თუ მცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოსა შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდგიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

618. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ ჭირსა თავი არიდენო შენი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ არ იდენო რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

619. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო შენცა გიამოს შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს

620. აქა მხეცქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების თქვა მე მაქვს სამხრე რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების

621. ასრე წვა რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა ღაწვთაგან ნახოკარისა კვლა წყალსა ასხამს უშველის ხმა ისმის მუნ წკანწკარისა

622. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვამნი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა მერმე სულად მოაქცია ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა

623. ზე წამოჯდა ფერმიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად

624. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა უც თუცა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა