ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

2007. თქვენცა მშვიდობით პატრონნო მსაჯულნო ჩემებრ მეფენო სახელმწიფენო ჭურჭელნო ოქსინოვ ქვეშე მეფენო თავადნო სპანო მტერთათვის ლომებრ მბრდღვინავნო სეფენო ყოვლნი მტიროდით საბრალოდ ჩემთვის ცრემლისა მჩქეფენო

2008. თქვენცა მშვიდობით მშობელნო აწ ჩემთვის ჭმუნვით გასულნო თვისნო ტომნო და ძმანო და შვილნო ძენო და ასულნო იარაღნო და მონანო აწ ჩემგან სხვაგნით წასულნო აწ მიიბარეთ გლახ სული ზეცისა ძალთა დასულო

2009. ვაიმე დაისხნეს კავშირნი არ მფეთქენ მე მაჯანია ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი ვა მტერთა მემაჯანია მკლავნი რომელსა ვერ მბრძოდა იგ დევი ქაჯ მაჯანია გამოისალმნეს გაუშვა ქვე მდგომმან ხორცმან ჯანია

2010. ესე ისმინეთ ყოველთა დიდმან მცირემან მონამან თვით არ გეწიოს რაც ავი სთქვა სხვათა დანაგმონამან დარეჯანს ესმა ანდერძი სრულყპ არ დანაბრკონამან [............]დისა მელნის ტბამ აღელდა მორწყო მონამან

2011. ანდერძი სრულ ყო გარდახდაენავ დაიყავ პირო და ნესტანდარეჯან მოსთქვმიდა სისხლის ცრემლითა ტიროდა იგიცა მოკვდა არა თქვა სიცოცხლე დავაპირო და შვილნი ტიროდეს შეიქმნა გლოვა არ სტვირი ყვიროდა

2012. ჰგვანდეს დაბნელდეს თუ მზენი ან ერთგან ორნი მთვარენი დიოდა მსგავსად ნილოსა მუნ ცრემლნი მონაღვარენი ვნახე და დავჰკრთი სოფელსა და თავნი სხვაგნით ვარენი ვთქვი თუ მივენდო ღ~თსა და ბრალინმცა აღუარენი

2013. მტირალთა პირ დახოკილთა მხართა იტვირთეს აიღეს იგ უსახონი მიჯნურნი თაბუთისაკენ წაიღეს იარაღიცა ტურფანი მათნი მათთანა გაირეს ცისა მნათობნი ტიროდეს სული აროდეს დაიღეს

2014. მდუღარად ტიროდეს შვილნიცა მათნი ძენი და ქალნია მოსთქმიდეს მზენო სოფელმან ვითარ მოგხადნა ყალანი ოხრად უთქვენოდ ყოველნი ცეხე ქალაქი ყალანი დაგვწვენ ცეცხლისა გვერდების უწყალოდ ჩვენ აქ ალანი

2015. ძე მამას მწარედ მოსთქმიდა ცრემლი სდიოდა სალამე ვაი გაგეყარე გმირო და დათხოვით მოგესალამე თავს დაილეწა კაპარჭი გული კლდე მაქვსო სალა მე ვაი ჯავრნი შენნი სოფელნო მაჭამე კვლავ სამსალა მე

2016. მაღორებლისა მუხთლისა სოფლისა წესი ბარ ესა ყოვლთა მოაწევს ბოლოდ ჟამ ტკივილსა სალმობარესა იგი სოფლისა ჯავარნი საფლავთა მიაბარესა ზედა მიწანი მიყარეს მინიჩბეს მიაბარესა