ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

703. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე ვის ესე დააშლევინე

704. ხელი მიჰყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

705. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოიღეს ეუბნეს არ აჯებითა მას შიგან ჩასვეს იგი მზე ჰგავს იქნა დარაჯებითა

706. მან უთხრაწადით დაკარგეთ მუნ სადა ზღვისა ჭიპია წმინდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე ვერცა ლიპია მათ გაეხარნეს ხმა მაღლად იყივლესიპი იპია ესე ვნახე და არ მოვჰკვე არა მგავს არცა სიპია

707. ზღვითვე გაარნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვამქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მომკლევდეს მოვკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

708. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარდაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მმართებს ამისსა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშობელსა

709. მე უთხარდაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია სრულად გავქვავდი შემექნა გული მართ ვითა სალია

710. მეტმან ზარმან გამაშმაგა მომივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარნუ მოჰკვდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

711. შევე ფიცხლად შევეკაზმე ცხენსა შევჯე შეკაზმული ასსამოცი კარგი მოყმე ჩემსა თანა ხანდაზმული გამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული ზღვის პირს მიველ ნავი დამხვდა მენავემან მნახა ზმული

712. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მომიძულვა ღ~თსა თურე ასრე ვსძაგდი

713. რომე დავყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანამყოლი ყველაკაი ამომიწყდა დამეხოცა ვჰთქვი თუღ~თსა ვერას ვჰკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყო ცა

714. ზღვაზღვა ცურვა მომეწყინა მით გამოვე ზღვისა პირსა გული სრულად გამიმხეცდა არ ვუსმენდი არც ვაზირსა ყველაკაი დამეფანტნენ დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

715. ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი მისი ვერა ვსცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინფრიდონისა ოდეს შემოეყარა

716. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვეახლენით ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავჰხე მოსვენებად დამხვდეს რამე ხენი ლაღნი

717. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოვლებდა თვალთა ჩემთა მონაწური

718. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირპირ მას თურმე წყლული სტკიოდა ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადდა წყრებოდა იგინებოდა ჩიოდა

719. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა ესე აწ მე მითქს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევთვალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

720. მას მონასა არა უთხრა არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

721. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი ასრე ვითხენ