ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

644. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქნი შემომადგა მაგრა გული არ დამიდნა

645. იყო არ ნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პიროქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

646. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული არცა მზე ჰგვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორსგვარად გულსა მე ლახვარხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭმით გამწყრალი გამეხებული

647. მიბრძანა მიკვირს რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა მი ცისა ვჰკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა

648. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერნამკრთალსა კვლაცა მითხრა რას გეუბნო მტყუვანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი მე დაუწვავ ამით ალსა

649. შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღ~თნ ქნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება

650. გახსოვს ოდეს ჰაი ჰზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალთავე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვეთა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

651. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ჰინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოს ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების წა მომცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან ტყუვანსა და შენ აგეთსა

652. ცოცხალ ვიყო შენ ჰინდოეთს ღ~თო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა ხორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო ცათამდისცა ხელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო

653. თქვა რა მესმა ესე მისგან მეიმედა მეტისმეტად კვლავ მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე მჭვრეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირს რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

654. შევხედენ ვნახე სასთუნალს მუსაფი გაშლით მდებარე ავდეგ ავიღე მე ღ~ისა და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს ჩემიცა დაწვი მზე ბარე რადგან არ მომკალ პასუხი ერთია გკადრო მე ბარე

655. რომე გკადრებ ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნაშუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი თქვიო თავი დამიქნია

656. კვლაცა ვჰკადრე მე თუ მზეო თქვენთვის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე რა ლახვარი გულსა მეხოს

657. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი დამრჩებოდა უმეცრობა თავსა ვუთხარ მიემოწმე ჟამად გიჯობს გულმაგრობა

658. მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე რადგან იგი ვერ მიმხვდარა არ იტყვის თუ ჰინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა ტარიელ არს მემამულე სხვასა ჰმართებს არად არა ვის მოიყვანს არა ვიცი ანუ იგი ვინ მომცდარა

659. ვთქვი ამითა ვეღარას ვიქ ღონე სხვა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავ გონებაო მრავალგვარო მედვა გული მხეცისაებრ ათასჯერცა მინდორს ვარო ვისმცა მივეც თავი შენი შენვე რად მე არ წამგვარო

660. სულთა ვჰყიდდი გულისათვის კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა

661. არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა ორგულობასა უვარის ქნასა ღმრთისასა ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ჰინდოეთს ფლობასა მე და შენ ვიჯდეთ ხელმწიფედ სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა

662. მე ღმთისაებრად მომიტკბა გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად ან მთვარე პირგავსებული ახლოს დამისვა მაღირსა აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო ცეცხლი ამითა გზებული

663. მიბრძანა თუ გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს შენ და ისი წაიკიდოთ ჰინდოეთი გარდაქარდეს