ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

625. ასმათის ნახვა მეამა ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე მომართვა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხოა ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

626. რიდენი და ყაბაჩანი რომე მესხნეს სამძღვნოდ მისად ერთგან შევკრენ გაუგზავნენ მზესა აკლდა ოდნად მისად ასმათ დიდხანს არ გაუშვი მე იმედად სულთა დგმისად მისგან კიდევ მომეცალა საუბრადმცა სხვადღა რისად

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი

627. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი

628. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწ ჩემთვინსცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მომივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე

629. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ვჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

630. ქალი ადგა გამეყარა დავწევ ამოდ დამეძინა მაგრამ შევჰკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძენ აღარა მყვა სულდგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ხმაცა არ მესმინა

631. დილასა ადრე სრას მიხმეს დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვცან მათი ამბავი წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

632. გვიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არა გვაგვა ამად ზედა წაგვიგია

633. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ სახელმწიფო შევანახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვმახოთ

634. ვსთქვი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩვენად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგვარების

635. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია ვჰთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ხელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არ რომელია

636. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო ჰკრთებოდა

637. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრა რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი

638. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდევ გასათხოველი თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

639. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხვდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა

640. კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დაავედრეს თუ ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწყე ჭირთა მოპოვნებად

641. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა შევჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

642. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

643. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის აღარ ეგრე გამიღიმდა ყოლა სიტყვა არ მომიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა