ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

684. ხმა დამივარდა შეიქმნა ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავჰხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შევე მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

685. კაცნი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემი რა სცნიან სცვდიან თავებსა მათსა მრთელასა

686. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღ~თნ იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

687. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე

688. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თუ არ რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თვით იცით ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა

689. იცით ჰინდოთა სამეფო რაზომი სრასაჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქვენ მოგხდომია ამოწყდა მათი ყველაი მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია

690. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არმართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ჰინდოეთს მერტყას მე ჩემი ხრმალია

691. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ჰინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხვრიდე სხვას მეშველსა გარეგანსა მომკალ ვისცა ვინატრიდე

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტანდარეჯანისა დაკარგვისა

692. ესე კაცნი გამეგზავნნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკენ რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი თუცა თავი ვერ წავაგე

693. გამოჩნდეს ორნი ქვევითნი მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა ვცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავგაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე

694. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უხმერაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრაღ~თნ სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა

695. ახლოს მიველ კვლაცა ვკითხერაშიგან ვართ თქვი მართალი კვლავ საბრალოდ ამიტირდა კვლა მოედვა ამით ალი დიდხან სიტყვა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებავიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

696. მერმე მითხრამოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრამ ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიხვეწე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღ~თსა შენსა მიავალე

697. მიანბაოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახნამიხმეთო ხმამაღლა გახდა ყივარ და მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

698. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებსვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანერთი არშეხედვა ვერ დათმიან

699. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღმრთისა უთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზკუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღმერთი ვგმო მისად პატიჟად მზად ესა

700. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის თუცა ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უამბა დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

701. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან მან აგრე თქვა უბრალო ვარ იცის ღ~თნ სახიერმან ვისგან მოვკვდე ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან

702. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს