ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

722. მე უთხარ დადეგ დაწყნარდი გარდავხდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა თანა წამომყვა წავედით უტკბოსი მამაძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა

723. ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხვნა დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

724. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქმნა მოყვითანოდ ვარდგიშერი რომე ჰრგავსო ღ~თნ მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო

725. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქვსო რომელი ნურადინფრიდონ სახელი მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრა ყოველგნით სიკეთემიუთხრობელი

726. მამის ძმა და მამაჩემი პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათვე დარჩა სანადიროარ მივსცემდი მამერჩოდეს

727. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასვლა მომდომოდა მით მრეკალი არ ვახსირე სპათა უთხარ მომიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

728. ნავითა გავე ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნნეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი ხმა ჩემი არ უდიოდა

729. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძასძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა

730. მათი მესმა დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ჩემი ზედა წამოკელვა

731. კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მომიხდეს ერთგნით ვერ მომერეოდეს არ მომწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს რხმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

732. მომეჯარნეს ვეღარა ვქენ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვაზღვა ცურვით წამოუველ ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანამყოლი ყველაკანი დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა მიუბრუნდი მივაბრუნვე

733. აწ იგი იმნას რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭუ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შესწევდეს ქადილსა ოხრად გაუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ სადილსა

734. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენი ყოლა არად უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა

735. ესეცა უთხარ ამბავი ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიამბობ თუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების

736. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტეკოტასა

737. კვლა მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათი

738. მოსჯობდა ომი შეეძლო ხმარება ცხენაბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ხმდა მისთა ჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

739. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მომეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი შევეც დაუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

740. კვლა სხვასა მიველ მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქენ დავჰხოცე ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭვრეტდის უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა