ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

799. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსლვასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა

800. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნუ სად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემივრ ჭირსა რასმე თანისთანსა

ამბავი ავთანდილისა ტარიელთაგან არაბეთს შექცევისა

801. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოკს ვარდსა აპობს ხელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლი გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა

802. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგვარაცა მართებს აგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლად თავნი არნეს მოვიდაო აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს

803. გაეგება მოეხვია ზედა დახვდა პირი ხელსა აკოცებდა სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა

804. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედა დასდვა პირი პირსა უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანი სცეს აკოცებდეს ვინცა ღირს ა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსსა თუნდა მცირსა

805. მოვიდეს სადა საყოფლად სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით ლაღი და შვებული ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული

806. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალდაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული

807. მუნ ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვქენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა გაისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

808. არცაღა დაჯდა ნადიმად არცა ქნად კვლა ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა ფიცხლად წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა

809. შესთავლა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდებით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით აწ ვცან და გაცნევ ყოველსა მოვალ შვებით და მშვიდობით

810. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოელი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოელი ბრძანა ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოელი

811. თინათინს ჰკადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა

812. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მომავალსა ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულმხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა

813. რა მიეახლა გარდახდა ყმა თაყვანისსცა მეფესა აკოცა როსტან მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა გულმხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა

814. მას ავთანდილ თაყვანისცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდგიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა სახლ საყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზესა

815. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

816. სმა გარდახდა თავის თავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა რა ენახა რა ესმინა

817. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ისმენდა ეუბნებოდა ბაგეთათ გასჭვრის ბროლ ლალი მათ კბილთა ელვა კრთბოდა ახლოს სხდეს ღირსნი ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა