ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

529. თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრამ მეტი უარეა არათქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქვექვე მითქვამს იდუმალ ვა ძუღან ქალი გამოვგზავნე ვქენ მართლისა შემოთვალვა

530. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა გეცრუვო ღ~თნ მიწა მქმნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

531. აწ შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაღირე ღ~თნ ქნას და გაგიმარჯვდეს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქნა კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე

532. მოვახსენე არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად მაგრა რადგან დამარჩინე არ გამოსჩნდი ჩემად მკვლელად აწ შევება ხატაელთა მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად შენ სინათლედ თვალთა ჩემთათ მიჩნდე მზეებრ სანახველად

533. მიბრძანეთ მიხმეთ გიახელ ბაღსა ვრგო მარგალიტები ტურფამან წარბი ახარა ტარიელ რას იჭვრიტები წელს ვარდი ძვირად მოსრულა შენგან არ მოვიწყვიტები თაფლისა ნაცვლად ნაღველმან გულსა შემიკრა ფიტები

534. ხატაელმან წიგნი მკადრა და პასუხი მართებს ვითა ლაყბიანი საუკადრო დაწერილი ილათითა მეფე შენი სადათ გვიცნობს რად გარისხდა ჩვენთვის ვითა კვლავ სოფელი ლხინთა ნაცვლად ბოლოდ მოჰკრეფს სიავითა

535. აწ რასაცა მე მაღირსებ ხორციელი არვინ ღირს ა მოწყალება იჩქითია ღ~თსა ამად არ მკვირსა შენთა შუქთა შემომადგამ გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

536. ზედა წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღ~თი მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

537. დავჰყავ ხანი მას წინაშე სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით ვჭამეთ ამო ხილი რამე ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით

538. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლბალახშმინისა მე გამიახლდა სოფელი მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა დასაჭირავად მათი და დიდი ომი

539. დილასა შევჯე უბრძანე ჰკარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომილად მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიზრახავს ხდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა

540. მათ ლაშქართა სიმრავლითა მთა და ბარი ადუღდების სავაზიროდ შეიჯარნეს მოცინარედ ეუბნების ჩვენ ნუ ვიტყვით სიტყვას მკვახსა შემოქმედსა ეწყინების ბარი კლდედ და კლდე მინდორად მისის თქმითა შეიქმნების

541. დავაგდე ზღვარი ჰინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ხატაეთს ზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ ინდოთა თქვენი თხანია

542. მე შემამძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი გვითხრეს გკადრებს ნუ ამოგვწყვეტ არის შენგან არსაქნელი ზენაარი გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მაურვებლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

543. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ ასწყდეს რისხვით არ დაგვტყდენ ცანია შენ მოგცეთ ციხექალაქი მოგყვენ ცოტანი ყმანია

544. გვერდსა დავისხენ ვაზირნი ვიუბნეთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბრძენი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით

545. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ სცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ მიენდევ აფიცე ღმრთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა

546. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო ვცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვითკირები ლაშქართა დავყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

547. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცაველ დავჰყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მომდევდით მიშველდით გიხმობ თუ მინდენ შველანი