... (S-4997), XIX ს.

759. რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა რა უქნია უარაკო

760. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიყოლიხარ თავისა თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქენ ნუ ზდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი რად მეჭუ რასაცა თნებასა

761. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძვრაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ჴელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა რად ადვილად გიჩანს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა დრო მომეახლა ლხენისა

762. ამას მოკუდავი ვილოცავ აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კულავ ვნახეთ კვლავ რამე გავიხარენით მოი მოყვრეთა დამმარჴეთ მიწანი მომაყარენით

763. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივალ მხიარული მერმე იგი ჩემ კერძ იროს მივეგებვი მამეგებოს ამიტირდეს ამატიროს ჰკითხე ასთა ქენ გულისა რა გინდ რა ვინ გივაზიროს

764. მართ გარდაწყვეტით იცოდი გეტყვი მართალსა პირასა სიკვდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ რა დავრჩე ჴელსა მხდი რასა დამშლიან ჩემი კავშირნი შერთვიან სულთა სირასა

765. რა სთქვი რას იტყვი არ მესმის არცა მცალს სმენად მაგისად სიკვდილი მახლავს ჴელქნილსა სიცოცხლე არის წამისად აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად მუნ მეცა მივალ ცრემლისა მიწად სად გამდის ღამი სად

766. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი ჴელი ვითა იქს ბრძნობასა ეგ საუბარი მაშინ ხამს თუცაღა ვიყო ცნობასა ვარდი ვერ არის უმზეოდ იყოს დაიწყებს ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ არა მცალს არცაღა ვახლავ თმობასა

767. კულავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ ფერითა ეტყვის რამ მოჰკვდე გერგების სიტყვითა რა ოჴერითა ნუ იქ არა სჯობს საქმითა ნუ ხარ თავისა მტერითა ვერ წაიყვანა ვერა ქნა სიტყვითა ვერა ვერითა

768. მერმე უთხრა აჰა რადგან არ მომისმენ არას არა არას გაწყენს ენა ჩემი აქამდისცა ცუდად მცდარა თუ სიკუდილი გიჯობს მოკვე ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა ერთსა რასმე გიაჯები მიყავ ცრემლი ამდუღარა

769. სადა ინდონი ბროლ ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა მას მოვეშორვე წამოვე სიჩქარით არ სიწყნარითა ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა შენ არ შემიყრი გამიყრი აწ ჩემი ლხინი ვჰთქვა რითა

770. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა ერთი მიყავ საწადელი ერთხელ შეჯე ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მდგმელი ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი მე წავალ და შენ დაგაგდებ იქნას შენი საწადელი

771. ეხვეწებოდა შეჯეო აჯას ხვეწნითა არვებდა იცოდა რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა ლერწმისა სარსა დასდრეკდა გიშერსა დააკარვებდა დაიმორჩილა იამა არ ივაგლახა არ ვებდა

772. ცხადად უთხრა შევჯდებიო მამიყვანე ცხენი წინა მან მოგუარა წყნარად შესვა არ სიჩქარით ააქშინა მინდორთაკენ წაიყვანა ტანი მჭევრი აძრვევინა ხანი წავლეს სიარულმან მოჯობება დააჩნინა

773. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა მისთვის ძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა მოიშორვა კაეშანი დათმობავე შეაერთა

774. რა შეატყვა მოჯობება მუნ სევდისა მუფარახმან გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან ცნობიერთა დასტაქარმან უცნობოთა ოხრა ახმან ცნობიერი სიტყუა უთხრა უცნობოსა რასმე მძრახმან

775. მერმე მოჰყუეს საუბარსა სიტყვა ჰკადრა არ მალული ერთსა რასმე მოგახსენებ გამიცხადე დაფარული ეგე სამხრე მისეული შენ გაჩნია მისგან წყლული რაგვარ გიყვარს როგორ გიღირს თქვი დავიღო მერმე სული

776. მან უთხრა საჴე რა გითხრა მის უსახოსა სახისა ესეა ჩემი სიცოცხლე და მიმცემი ჩემი ახისა მჯობი ყოვლისა სოფლისა წყლისა მიწისა და ხისა არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა

777. ავთანდილ უთხრა ელმოდი მართ მაგისავე თქმევასა აწ რადგან გითქვამს პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამჴრისა ლევასა ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა

778. სამხრე გაბია ოქროსა ოქრომჭედლისა დნობილი უასაკო და უსულო არ სიტყვიერი ცნობილი აღარად გინდა ასმათი ნახე მათალი ბრჭობილი პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი და მერმე შენი დობილი