... (H-757), 1671 წ.

530. ასმათ჻ გამომყუა჻ წამოველ჻ ფარდაგი჻ გამოვიარე ვჰთქვი჻ საწუთროო჻ ვის჻ წეღან჻ გული჻ დარმანთა჻ მიარე მაშინ჻ მოგეცა჻ იმედი჻ ლხინი჻ რად჻ გამიზიარე გულმან჻ გაყრისა჻ სიძნელე჻ კვლა჻ უფრო჻ დამიტიარე

531. ასმათ჻ ლხინსა჻ მიქადებდა჻ ჩავიარე჻ შიგან჻ ბაღი მითხრა჻ ეგრე჻ წასულისათვის჻ ნუ჻ გაჩნია჻ გულსა჻ დაღი სიმძიმილთა჻ ერდო჻ დაჰჴაშ჻ სიხარულით჻ კარი჻ აღი სირცხვილი჻ აქვს჻ საუბრისა჻ მერმე჻ თავსა჻ ჰკრძალავს჻ ლაღი

532. მე჻ უთხარ჻ დაო჻ შენგან჻ ვეჭუ჻ ამა჻ გულისა჻ წამალსა ზენაარ჻ სულთა჻ ნუ჻ გამყრი჻ ამბითა჻ შრეტდი჻ ამ჻ ალსა ჩემთანა჻ წიგნსა჻ ნუ჻ გასწყვეტ჻ შენ჻ ზედაზედა჻ მავალსა თუ჻ რას჻ სცნობ჻ ჩემთუის჻ არა჻ ვეჭუ჻ მე჻ შენგან჻ არდანამალსა

533. შევჯე჻ წამოვე჻ მდიოდა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ მილისა საწოლს჻ შემოვე჻ ხელქმნილსა჻ ღონე჻ არ჻ მქონდა჻ ძილისა ბროლი჻ და჻ ლალი჻ შევიქმენ჻ მე჻ ულურჯესი჻ ლილისა ღამე჻ მერჩია჻ მეწადა჻ არ჻ გათენება჻ დილისა

534. ხატაეთს჻ მყოფნი჻ მოვიდეს჻ მათგან჻ მოსლვისა჻ დრონია სიტყვანი჻ შემოეთუალნეს჻ ლაღნი჻ და჻ უკადრონია არც჻ რამე჻ ჩუენ჻ ვართ჻ ჯაბანნი჻ არ჻ ციხეუმაგრონია ვინ჻ არის჻ თქვენი჻ ჴელმწიფე჻ ჩუენზედა჻ რა჻ პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი჻

535. მოეწერა჻ რამაზ჻ მეფე჻ ტარიელსა჻ წიგნს჻ გიწერსა჻ გამიკვირდა჻ რა჻ ეწერა჻ წიგნსა჻ შენგან჻ მონაწერსა რაგუარა჻ თუ჻ მანდა჻ გეჴმე჻ ვინ჻ ჰპატრონობ჻ ბევრსა჻ ერსა ამისმეტსა჻ ნუმცა჻ ვნახავ჻ კულაღა჻ წიგნსა჻ შენ჻ მიერსა

536. უბრძანე჻ წუევა჻ ლაშქართა჻ გავგზავნე჻ მარზაპანია იგი჻ ვარსკვლავთა჻ ურიცხვი჻ მოკრბეს჻ ინდოთა჻ სპანია შორით჻ და჻ ახლოთ჻ ყველაი჻ მართ჻ ჩემკენ჻ მონასხპანია ერთობ჻ ლაშქრითა჻ აივსო჻ მინდორი჻ კლდე჻ კაპანია

537. ფიცხლა჻ მოვიდეს჻ არ჻ ექნა჻ მათ჻ შინა჻ ხანდაზმულობა აღლუმი჻ ვნახე჻ მეკეთა჻ ლაშქართა჻ მოკაზმულობა სიჩაუქე჻ და჻ სიკეთე჻ კეკლუცად჻ დარაზმულობა ტაიჭთა჻ მათთა჻ სიკეთე჻ აბჯართა჻ ხუარაზმულობა

538. ავმართე჻ დროშა჻ მეფისა჻ ალმითა჻ წითელშავითა დილასა჻ ვბრძანე჻ გამართვა჻ ლაშქრითა჻ უთვალავითა თავსა჻ ვტიროდი჻ ვიტყოდი჻ ბედითა჻ მეტად჻ ავითა჻ მზე჻ თუ჻ არ჻ ვნახო჻ არ჻ ვიცი჻ ვიარო჻ ვითა჻ და჻ ვითა

539. შინა჻ მიველ჻ დაღრეჯილსა჻ გულსა჻ სევდა჻ მიიეფდა თუალთათ჻ ვითა჻ საგუბარი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმომჩქებდა ბედი჻ ჩემი჻ უბედური჻ ვჰთქვი჻ თუ჻ ჯერცა჻ ვერ჻ გამეფდა ჴელმან჻ ვარდი჻ რად჻ იჴელთა჻ რათგან჻ ასრე჻ ვერ჻ მოჰკრეფდა

540. შინა჻ მოველ჻ სევდიანი჻ არ჻ ნადიმად჻ ღვინოს჻ ვსმიდი წამ჻ წავიდი჻ სოფლისაგან჻ მადლი჻ ღმერთსა჻ შვსწირვიდი ვერცა჻ ვიჯდი჻ ვერცა჻ ვიდგი჻ არა჻ ვიცი჻ რასა჻ ვჰზმიდი თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ მეფისაკენ჻ წაცავიდი

541. მონა჻ შემოდგა჻ მივეცი჻ საქმესა჻ გაკუირვებულსა ასმათის჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ მეტად჻ შეჭირვებულსა ეწერა჻ გიჴმობს჻ შენი჻ მზე჻ შენ჻ მისთუის჻ მოსურვებულსა მოდი჻ სჯობს჻ მანდა჻ ტირილსა჻ საქმესა჻ ბედით჻ ვებულსა

542. მიამა჻ უფრო჻ გავხელდი჻ საქმისა჻ მიუმხუდარია მადლი჻ შევჰკადრე჻ უფალსა჻ ვიაჯე჻ ზეენარია მზესა჻ ვეშაპი჻ შეიპყრობს჻ მე჻ მისად჻ მსგავსად჻ ვარია დავაგდე჻ სრისა჻ ალაგი჻ ბაღისა჻ ვლაჴე჻ არია

543. ვითა჻ მმართებდა჻ ეგზომი჻ რამცა჻ ვით჻ გავიხარეო შეღამდა჻ წაველ჻ ბაღისა჻ მე჻ კარი჻ შევიარეო სად჻ ასმათ჻ პირველ჻ მენახა჻ მუნვე჻ ჩნდა჻ მდგომიარეო სიცილით჻ მითხრა჻ წამოვლე჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთუარეო

544. შემავლო჻ სახლი჻ ნაგები჻ კეკლუცად჻ ბანისბანითა გამოჩნდა჻ მთვარე჻ ნათლითა჻ გარე჻ შუქმონავანითა ფარდაგსა჻ შიგან჻ მჯდომარე჻ შესამოსლითა჻ მწუანითა საკვირველი჻ და჻ ღარიბი჻ უცხო჻ პირითა჻ ტანითა

545. შევე჻ წავდეგ჻ ნოხთა჻ პირსა჻ მე჻ დამიწყო჻ ცეცხლმან჻ შრეტად გულსა჻ ბნელი჻ გამინათლდა჻ ზედა჻ ლხინი჻ ადგა჻ სუეტად მას჻ ბალიში჻ შემოეგდო჻ მზისა჻ შუქსა჻ სჯობდა჻ მეტად ჩემგან჻ პირსა჻ იფარვიდა჻ აიხედის჻ წამსა჻ ჭურეტად

546. უბრძანა჻ თუ჻ მოახსენე჻ ასმათ჻ დაჯდეს჻ ამირბარსა მან჻ ბალიში჻ დამართებით჻ დადვა჻ მას჻ მზედ჻ საქებარსა დავჯე჻ მივსცენ჻ გულსა჻ ლხინი჻ საწუთროსა჻ დამგმობარსა მიკვირს჻ სულნი჻ რადღა჻ მიდგან჻ ვიტყვი჻ მისგან჻ ნაუბარსა

547. მიბრძანა჻ ძუღან჻ გეწყინა჻ გაშვება჻ უუბარისა მზემან჻ გაყრითა჻ დაგაჭკნე჻ ვითა჻ ყვავილი჻ ბარისა გაგსჯიდა჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთათ჻ ნაგუბარისა მაგრა჻ ჴამს჻ ჩემგან჻ სირცხუილი჻ და჻ რიდი჻ ამირბარისა

548. თუცა჻ მართებს჻ დედაკაცსა჻ მამაცისა჻ დიდი჻ კრძალვა მაგრა჻ მეტი჻ უარეა჻ არათქუმა჻ და჻ ჭირთა჻ მალვა მე჻ თუ჻ ზეპირ჻ მიცინია჻ ქვექვე჻ მითქვამს჻ იდუმალ჻ ვა ძუღან჻ ქალი჻ გამოვგზავნე჻ ვქენ჻ მართლისა჻ შემოთუალვა