... (H-757), 1671 წ.

549. ერთმანერთისა჻ მას჻ აქათ჻ რაცა჻ ორთავე჻ ვიცითა აწცა჻ მიცოდი჻ საშენოდ჻ მითვე჻ პირითა჻ მტკიცითა ამას჻ შევსჯერდი჻ დიდითა჻ ზენარითა჻ და჻ ფიცითა გეცრუვო჻ ღმერთმან჻ მიწა჻ მქმნას჻ ნუმცა჻ ცხრითავე჻ ვზი჻ ცითა

550. აწ჻ შეები჻ ხატაელთა჻ ილაშქრე჻ და჻ ინაღირე ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ გაგიმარჯუოს჻ მორჭმულიმცა჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე მაგრა჻ რა჻ ვქნა჻ კვლაცა჻ ნახუა჻ მომხუდებოდეს჻ შენი჻ ვირე გული჻ მომეც჻ გაუყრელად჻ ჩემი჻ შენთუის჻ დაიჭირე

551. მოვახსენე჻ არ჻ მეწყალვის჻ თავი჻ შენთუის჻ დასაწველად მაგრა჻ რადგან჻ დამარჩინე჻ არ჻ გამოსჩნდი჻ ჩემად჻ მკვლელად შენ჻ სინათლედ჻ თუალთა჻ ჩემთათ჻ მიჩნდე჻ მზეებრ჻ სანახველად აწ჻ შევება჻ ხატაელთა჻ მუნ჻ გამოვჩნდე჻ ლომი჻ ქუელად

552. მიბრძანეთ჻ მიჴმეთ჻ გიახელ჻ ბაღსა჻ ვრგო჻ მარგალიტები ტურფამან჻ წარბი჻ ახარა჻ ტარიელ჻ რას჻ იჭურიტები წელს჻ ვარდი჻ ძუირად჻ მოსრულა჻ შენგან჻ არ჻ მოვიწყვიტები თაფლისა჻ ნაცვლად჻ ნაღველმან჻ გულსა჻ შემიკრა჻ ფიტები

553. ხატაელმან჻ წიგნი჻ მკადრა჻ და჻ პასუხი჻ მართებს჻ ვითა ლაყბიანი჻ საუკადრო჻ დაწერილი჻ ილათითა მეფეე჻ შენი჻ სადათ჻ გუიცნობს჻ რად჻ გარისხდა჻ ჩუენთუის჻ ვითა კვლავ჻ სოფელი჻ ლხინთა჻ ნაცვლად჻ ბოლოდ჻ მოჰკრეფს჻ სიავითა

554. აწ჻ რასაცა჻ მე჻ მაღირსებ჻ ჴორციელი჻ არვინ჻ ღირსა მოწყალება჻ იჩქითია჻ ღმერთსა჻ ამად჻ არ჻ მკუირსა შენთა჻ შუქთა჻ შემომადგამ჻ გულსა჻ ბნელსა჻ ზედა჻ ჭუირსა შენი჻ ვიყო჻ სადამდისცა჻ დამიყოფდეს჻ მიწა჻ პირსა

555. ზედა჻ წიგნსა჻ საფიცარსა჻ შეჰვფიცე჻ და჻ შემომფიცა მისგან჻ ჩემი჻ სიყუარული჻ ამით჻ უფრო჻ დაამტკიცა უშენოსა჻ მოწონება჻ ვისიცაო჻ გულსა჻ მიცა ღმერთი჻ მომკლავს჻ ამას჻ იქით჻ თავსა჻ ვეტყვი჻ ამას჻ ვსწურთიცა

556. დავჰყავ჻ ხანი჻ მას჻ წინაშე჻ სიტყვანიცა჻ ტკბილნი჻ ვთქუენით ვჭამეთ჻ ამო჻ ხილი჻ რამე჻ ერთმანერთსა჻ ვეუბენით მერე჻ ავდექ჻ წამოსავლად჻ ტირილით჻ და჻ ცრემლთა჻ დენით მისთა჻ შუქთა჻ შუენებანი჻ ნათლად჻ მადგეს჻ გულსა჻ ფენით

557. მეძნელებოდა჻ სიშორე჻ მისი჻ ბროლბალახშმინისა მე჻ გამიახლდა჻ სოფელი჻ მქონდა჻ სიმრავლე჻ ლხინისა ჩემად჻ ჩნდა჻ იგი჻ სინათლე჻ ეთერით჻ მზედ჻ ნაჩინისა აწ჻ მიკვირს჻ მისსა჻ გამყრელსა჻ გული჻ მიც჻ კლდისა჻ ტინისა ომი

ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა დასაჭირავად მათი და დიდი჻

558. დილასა჻ შევჯე჻ უბრძანე჻ ჰკარით჻ ბუკსა჻ და჻ ნობასა სრულთა჻ სპათასა჻ ვერ჻ გითხრობ჻ არ჻ შესხდომილად჻ მზობასა ლომმან჻ მივმართე჻ ხატაეთს჻ ვერვინ჻ მიზრახავს჻ ჴრდლობასა უგზოსა჻ ვლიდეს჻ ლაშქარნი჻ არ჻ გაივლიდეს჻ გზობასა

559. მათ჻ ლაშქართა჻ სიმრავლითა჻ მთა჻ და჻ ბარი჻ ადუღდების სავაზიროდ჻ შეიჯარნეს჻ მოცინარედ჻ ეუბნების ჩუენ჻ ნუ჻ ვიტყვით჻ სიტყვას჻ მკვახსა჻ შემოქმედსა჻ ეწყინების ბარი჻ კლდედ჻ და჻ კლდე჻ მინდორად჻ მისის჻ თქმითა჻ შეიქნების

560. დავაგდე჻ ზღუარი჻ ჰინდოთა჻ მევლო჻ პაშტაი჻ ხანია რამაზის჻ კაცი჻ მემთხუია჻ ხატაეთს჻ ზედა჻ ხანია მან჻ მითხრა჻ მოციქულობა჻ გულისა჻ მოსაფხანია ჩუენთა჻ მგელთაცა჻ დასჭამენთქუენნი჻ ინდოთა჻ თხანია

561. მე჻ შემამძღვნეს჻ რამაზისგან჻ ძღუნად჻ საჭურჭლე჻ საშინელი გვითხრეს჻ გკადრებს჻ ნუ჻ ამოგვწყვეტ჻ არის჻ შენგან჻ არსაქნელი ზენაარი჻ გამოგუიღე჻ მით჻ გუაბია჻ ყელსა჻ წნელი მაურვებლად჻ მოგახსენნეთ჻ თავნი჻ შვილნი჻ საქონელი

562. რაცა჻ შეგცოდეთ჻ შეგუინდე჻ თუით჻ ჩუენვე჻ შეგუინანია თუ჻ ღმრთულებრ჻ შეგვიწყალებდეთ჻ აქა჻ ნუ჻ მოვლენ჻ სპანია ქვეყანა჻ ჩუენი჻ არ჻ ასწყდეს჻ რისხუით჻ არ჻ დაგვტყდენ჻ ცანია შენ჻ მოგცეთ჻ ციხექალაქი჻ მოგყუენ჻ ცოტანი჻ ყმანია

563. გვერდსა჻ დავისხენ჻ ვაზირნი჻ ვიუბნეთ჻ გავიზრახენით მითხრეს჻ თუ჻ ხარო჻ ყმაწვილი჻ ბრძენი჻ მით჻ გკადრებთ჻ გლახ჻ ენით არიან჻ ერთობ჻ მუხთალნი჻ ჩუენ჻ ერთხელ჻ კვლაცა჻ ვნახენით არამცა჻ მოგკლეს჻ ღალატად჻ არამცა჻ ვივაგლახენით

564. ჩუენ჻ ამას჻ ვარჩევთ჻ წახუიდე჻ კარგითა჻ მართ჻ მამაცითა ლაშქარნი჻ ახლოს჻ გუეკიდნენ჻ სცნობდენ჻ ამბავსა჻ კაცითა გულმართლად჻ იყვნენ჻ მიენდევ჻ აფიცე჻ ღთითა჻ და჻ ცითა არ჻ დაგმორჩილდენ჻ შეჰრისხდი჻ რისხუითა჻ კვლა჻ და჻ კვლაცითა

565. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ ვაზირთა჻ ნავაზირები შევსთვალე჻ რამაზ჻ მეფეო჻ ვცან჻ შენი჻ დანაპირები სიკვდილსა჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ დაგვიდგამს჻ ვერ჻ ქვითკირები ლაშქართა჻ დავჰყრი჻ ცოტათა჻ წამოვალ჻ შენ჻ კერძ჻ ვირები

566. მათ჻ ლაშქართაგან჻ სამასნი჻ კარგი჻ მოყმენი჻ ქველანი თანა჻ წამომყვეს჻ წაცაველ჻ დავჰყარენ჻ სპანი჻ ყველანი დავვედრე჻ სადა჻ მე჻ მევლოს჻ ვლენით჻ იგივე჻ ველანი ახლოს჻ მომდევდით჻ მიშველდით჻ გიჴმობ჻ თუ჻ მინდენ჻ შველანი

567. სამ჻ დღე჻ ვიარე჻ მემთხვია჻ სხუა჻ კაცი჻ მისვე჻ ხანისა კვლავ჻ ეძღუნა჻ უცხო჻ მრავალი჻ შესამოსელი჻ ტანისა ებრძანა჻ მწადსო჻ სიახლე჻ შენ჻ ლაღისა჻ და჻ ჯანისა რა჻ შეგეყარო჻ მაშინ჻ სცნა჻ შენ჻ ძღუნობა჻ ამისთანისა