... (H-757), 1671 წ.

568. კვლაცა჻ ეთქვა჻ მართალია჻ აზომ჻ ჩემი჻ მონახსენი მე჻ თუით჻ წინა჻ მოგეგებვი჻ მესწრაფების჻ ნახუა჻ შენი მოვახსენე჻ დია჻ ღმერთო჻ ბრძანება჻ ვქენ჻ მეცა჻ თქუენი჻ ტკბილად჻ ვნახეთ჻ ერთმანერთი჻ ვიყვნეთ჻ ვითა჻ მამაძენი

569. მუნით჻ წასული჻ ჩამოვჰჴე჻ ტევრისა჻ რასმე჻ კიდესა კვლავ჻ მოციქულნი჻ მოვიდეს჻ სალამად჻ არ჻ დამრიდესა წინა჻ ტურფათა჻ ტაიჭთა჻ ძღუნად჻ ჩემთუის჻ მოზიდვიდესა შენსა჻ ნახუასა჻ მეფენი჻ თქუეს჻ მართლად჻ ინატრიდესა

570. კვლაცა჻ ეცნა჻ მოციქულთა჻ მოსლვა჻ წინა჻ გაეგება გარდაჰჴდეს჻ და჻ თაყვანისცეს჻ სხუაგნით჻ სხუათა჻ ჰკადრეს჻ ქება კაცმან჻ ვითმცა჻ შეგიშალოს჻ რაცა჻ გინდეს჻ თქუენი჻ ნება რად჻ გუიწყრებით჻ შეუცოდრად჻ ეგე჻ საქმე჻ ვით჻ ეგება

571. გაგუეხრდეს჻ ესე჻ თქმანი჻ ვიხარეთ჻ და჻ ვინადირეთ ქორითა჻ და჻ ავაზითა჻ უცხო჻ სულნი჻ დავიჭირეთ მჴეცნი჻ მოვსრენ჻ მახუილითა჻ ჩუენნი჻ მბრძოლნი჻ ავატირეთ ვლაღობდით჻ და჻ ვთამაშობდით჻ სწრაფად჻ მოსლვა჻ დავაპირეთ

572. მითხრეს჻ მეფე჻ მოგახსენებს჻ მეცა჻ შენ჻ კერძ჻ ვიარები სახლით჻ ჩემით჻ წამოსრული჻ ხვალე჻ ადრე჻ შეგეყრები მოციქულნი჻ დავაყენენ჻ ხარგა჻ დავდგი჻ არ჻ მზირები჻ მეტად჻ ამოდ჻ უალერსე჻ ერთგან჻ დაწვნეს჻ ვით჻ მაყრები

573. კარგი჻ საქმე჻ კაცსა჻ ზედა჻ აზომ჻ თურე჻ არ჻ წაჴდების ერთი჻ კაცი჻ უკმორესწყდა჻ მოდგა჻ მალვით჻ მეუბნების დიდი჻ მაცო჻ თქვენი჻ ვალი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების გაწირვა჻ და჻ დავიწყება჻ ჩემგან჻ თქვენი჻ არ჻ იქნების

574. მე჻ მამისა჻ თქვენისაგან჻ ვარ჻ ცოტაი჻ განაზარდი თქვენი჻ მესმა჻ საღალატო჻ საცნობელად჻ გამოვარდი მკვდარი჻ მიმძიმ჻ სანახავად჻ ტანი჻ მჭევრი჻ პირი჻ ვარდი ყველასავე჻ მოგახსენებ჻ გამიგონე჻ დამიწყნარდი

575. შემიგნია჻ იგი჻ კაცი჻ შენთუის჻ კარგსა჻ არ჻ არჩევენ მოციქულთა჻ მოგზავნილთა჻ საღალატოდ჻ შეგიჩუევენ ილათითა჻ მიგიყვანენ჻ უკან჻ სპათა჻ მოგაწევენ სასიკვდილოდ჻ მონდომიხარ჻ აგრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გაწუევენ

576. რომე჻ ცუდად჻ არ჻ მოღორდე჻ ისი჻ კაცნი჻ გღალატობენ ერთგან჻ შენთუის჻ დამალულნი჻ სპანი჻ ასჯერ჻ ათასობენ კვლა჻ სხუაგან჻ გითქს჻ სამი჻ ბევრი჻ ასრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გიჴმობენ აწვე჻ თავსა჻ არ჻ ეწევი჻ ფათერაკსა჻ შეგასწრობენ

577. მეფე჻ ცოტათ჻ მოგეგებვის჻ ვის჻ მჭურეტნი჻ ვერ჻ გელევიან მალვით჻ ჩაიცმენ჻ აბჯარსა჻ მიენდო჻ მით჻ გეთნევიან კვამლსა჻ შეიქმენ჻ ლაშქარნი჻ ყოველგნით჻ მოგეხუევიან რა჻ ერთსა჻ გცემდენ჻ ათასნი჻ ეგრეცა჻ მოგერევიან

578. მას჻ კაცსა჻ ამოდ჻ ვეუბენ჻ და჻ მადლსა჻ გარდვიჴდიდია რომე჻ არ჻ მოვკვდე჻ შემოგზღო჻ შენ჻ ამას჻ ინატრიდია აწ჻ ამხანაგთა჻ არ჻ გიგრძნან჻ წადი჻ მათთანა჻ მიდია თუ჻ დაგივიწყო჻ უთუოდ჻ მემცა჻ ვარ჻ განაკიდია

579. არვის჻ გავენდევ჻ სულდგმულსა჻ დავმალე჻ ვითა჻ ჭორია რაცა჻ იქნების჻ იქნების჻ ყოვლი჻ თათბირი჻ სწორია მაგრა჻ სპათაკენ჻ გავგზავნე჻ კაცი჻ თუ჻ გზაცა჻ შორია შევსთუალე჻ ფიცხლად჻ წამოდით჻ მოგრაგნეთ჻ მთა჻ და჻ გორია

580. მე჻ დილასა჻ მოციქულთა჻ სიტყვა჻ ტკბილი჻ შევუთვალე რამაზს჻ ჰკადრეთ჻ მოგეგებვი჻ მოდი჻ მოვალ჻ მეცა჻ მალე ნახევარ჻ დღე჻ სხუა჻ ვიარე჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ ვაკრძალე განგებაა჻ დღესცა჻ მომკლავს჻ ქვემცა჻ სადა჻ დავიმალე

581. ქედსა჻ რასმე჻ გარდავადეგ჻ მინდორს჻ მტუერი჻ დავინახე ვთქვი჻ თუ჻ მოვა჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩემთუის჻ უდგამს჻ თუცა჻ მახე ჩემიც჻ გაჰკვეთს჻ ჴორცსა჻ მათსა჻ ჴრმალი჻ ბასრი჻ შუბი჻ ვახე მაშინ჻ უთხარ჻ სპათა჻ ჩემთა჻ სახე჻ დიდი჻ დაუსახე

582. ვთქვი჻ თუ჻ ძმანო჻ ისი჻ კაცნი჻ ჩუენ჻ ღალატსა჻ გუიდგებიან მკლავთა჻ თქვენთა჻ სიმაგრენი჻ ამისთუისმცა჻ რად჻ დალბიან ვინცა჻ მოკვდეს჻ მეფეთათუის჻ სულნი჻ მათნი჻ ზეცას჻ რბიან აწ჻ შევებნეთ჻ ხატაელთა჻ ჴრმალნი჻ ცუდად჻ რას჻ გუაბიან

583. უბრძანე჻ ჩაცუმა჻ აბჯრისა჻ ლაღმან჻ სიტყვითა჻ ჴაფითა დავეკაზმენით჻ საომრად჻ ჯაჭუჯავშანითა჻ ქაფითა რაზმი჻ დავაწყევ჻ მივმართე჻ წაველ჻ დიდითა჻ სწრაფითა მას჻ დღესა჻ ჩემი჻ მებრძოლი჻ ჩემმანვე჻ ჴრმალმან჻ დაფითა

584. მივეახლენით჻ შეგუატყვეს჻ მათ჻ ტანსა჻ აბჯარცმულობა კაცი჻ მოვიდა჻ მომართუა჻ მეფისა჻ მოციქულობა ეთქვა჻ თუ჻ ჟამად჻ გუაჩნია჻ ჩუენ჻ თქუენი჻ არ჻ ორგულობა აბჯრითა჻ გხედავთ჻ შეგქვნია჻ აწ჻ ამად჻ გულნაკლულობა

585. შევსთვალე჻ თუ჻ მეცა჻ ვიცი჻ რაცა჻ ჩემთუის჻ გაგიგია თქვენ჻ რასაცა჻ სთათბირობდით჻ არ჻ იქმნების჻ არ჻ იგია ბრძანეთ჻ მოდით჻ შემებენით჻ ვითა჻ წესი჻ და჻ რიგია მეცა჻ თქვენად჻ დასაჴოცლად჻ ჴელი჻ ჴრმალსა჻ დამიგია

586. რა჻ მივიდა჻ მოციქული჻ კულავცა჻ რადღა჻ გამოგზავნეს კვამლი჻ შექნეს჻ ლაშქართათვის჻ დამალული჻ გაამჟღავნეს სამალავით჻ გამოვიდეს჻ თავნი჻ ორგნით჻ აქარავნეს შექმნეს჻ რაზმი჻ მრავალკეცი჻ თუცა჻ ღმერთო჻ ვერა჻ მავნეს

587. შუბნი჻ ვსთხოვენ჻ ჴელი჻ ჩავჰყავ჻ მუზარადის჻ დასარქმელად საომარად჻ ატეხილი჻ ვიყავ჻ მათად჻ გამტეხელად ერთსა჻ წავსწვდი჻ უტევანსა჻ წავგრძელდი჻ და჻ წაველ჻ გრძელად მათ჻ ურიცხუთა჻ რაზმი჻ ეწყო჻ წყნარად჻ დგეს჻ და჻ აუშლელად