... (H-757), 1671 წ.

493. ასმათის჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ წავიკითხე჻ ნებასა წიგნსა჻ შევატეევ჻ ლამობდა჻ შეყრისა჻ მოსწრაფებასა პასუხად჻ გავეც჻ ჟამია჻ მართალ჻ ხარ჻ გაკუირვებასა მოვალ჻ თუ჻ მიჴმობ჻ მე჻ ნუ჻ მეჭუ჻ მოსლვისა჻ დაზარებასა

494. გულსა჻ ვარქვი჻ თუ჻ ლახუარნი჻ ეგრე჻ ვით჻ დაგაღონებენ ამირბარი჻ ვარ჻ ჴელმწიფე჻ სრულად჻ ჰინდონი჻ მმონებებ აზრად჻ შეიქმან჻ საქმესა჻ ათასჯერ჻ შეაწონებენ თუ჻ შეიგებენ჻ მე჻ მათთა჻ არეთა჻ არ჻ მარონებენ

495. კაცი჻ მოვიდა჻ მეფისა჻ სწადსო჻ ამბვისა჻ სმინება მოყვანა჻ ვუთხარ჻ ებრძანა჻ ქნაცა჻ სისხლისა჻ დინება მე჻ ვჰკადრე჻ ჴელი჻ გავიჴსენ჻ დამიწყო჻ მოჯობინება წინაშე჻ მოვალ჻ ამისთუის჻ კვლა჻ უფრო჻ მმართებს჻ ლხინება

496. დარბაზს჻ მიველ჻ მეფე჻ ბრძანებს჻ ამის჻ მეტსა჻ ნუ჻ იქ჻ აბა ცხენსა჻ შემსვა჻ უკაპარჭო჻ წელთა჻ არა჻ არ჻ შემაბა შეჯდა჻ ქორნი჻ მოუტივნა჻ დურაჯები჻ დაინაბა მშვილდოსანნი჻ გასაგანნა჻ იტყოდიან჻ შაბაშ჻ შაბა

497. შინა჻ დავსხედით჻ ნადიმად჻ მას჻ დღესა჻ მინდორს჻ რებულნი მომღერალნი჻ და჻ მუტრიბნი჻ არ჻ იყვნეს჻ სულდაღებულნი მეფემან჻ გასცნა჻ მრავალი჻ თუალნი჻ ღარიბად჻ ქებულნი აუვსებელნი჻ არ჻ დარჩეს჻ მას჻ დღესა჻ მათნი჻ ხლებულნი

498. მეფემან჻ გასცა჻ მას჻ დღესა჻ მრავალნი჻ საჭურჭლენია ლაშქართა჻ მისცა჻ ურიცხვი჻ ჯოგი჻ რემა჻ და჻ ცხენია჻ თავსა჻ ვჰკრძალევდი჻ სირცხუილად჻ ვიახელ჻ შენარცხენია ღმერთსამცა჻ რად჻ დაებადა჻ მათებრნი჻ ჴელმწიფენია

499. ვეცდებოდი჻ არა჻ მცალდა჻ სევდისაგან჻ თავის჻ კრძალვად ვიგონებდი჻ ცეცხლი჻ უფრო჻ მედებოდა჻ გულსა჻ ალად ჩემნი჻ სწორნი჻ წავიტანენ჻ ჩემსა჻ დავჯე჻ მთქვიან჻ ალვად შევქენ჻ სუმა჻ და჻ ნადიმობა჻ პატიჟთა჻ და჻ ჭირთა჻ მალვად

500. მოლარემან჻ შინაურმან჻ ყურსა჻ მითხრა჻ ნაუბარი ქალი჻ ვინმე჻ გიკითხავსო჻ ინახუისცა჻ ამირბარი ზეწარითა჻ მოუხურავს჻ პირი჻ ბრძენთა჻ საქებარი ვარქვი჻ საწოლს჻ შეიყვანე჻ ჩემგან჻ არის჻ ნაჴმობარი

501. ავდეგ჻ მსხდომნი჻ ნადიმობით჻ აემზადნეს჻ ასაყრელად შადი჻ უთხარ჻ ნუ჻ ასდგებით჻ მოვალ჻ ხანთა჻ დაუზმელად გამოველ჻ და჻ საწოლს჻ შეველ჻ მონა჻ დადგა჻ კარსა჻ მცველად გული჻ მივეც჻ თმობაქნათა჻ აუგისა჻ საკრძალველად

502. კარსა჻ შევდეგ჻ ქალი჻ წინა჻ მომეგება჻ თაყუანისმცა მითხრა჻ მოსლვა჻ თქვენს჻ წინაშე჻ კურთხეულ჻ არს჻ რამან჻ ღირსმცა გამიკვირდა჻ მიჯნურისა჻ თაყვანება჻ ექნა჻ ვისმცა ვჰთქვი჻ არ჻ იცის჻ აშიკობა჻ თუმც჻ იცოდა჻ წყნარად჻ ზისმცა

503. შევე჻ დავჯე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ქალი჻ მოდგა჻ ნოხთა჻ პირსა ჩემსა჻ ახლოს჻ დასაჯდომად჻ თავი჻ მისი჻ არ჻ აღირსა ვარქვი჻ მანდა჻ რად჻ ჰზი჻ შენ჻ თუ჻ სიყვარული჻ ჩემი჻ გჭირსა მან჻ პასუხი჻ არა჻ მითხრა჻ ჩემთუის჻ ჰგუანდა჻ სიტყუაძუირსა

504. მითხრა჻ დღე჻ ეგე჻ სირცხუილად჻ მედების჻ გულსა჻ ალობა გგონია჻ ჩემგან჻ წინაშე჻ მაგისთვის჻ მომავალობა მაგრა჻ აწ჻ მიდებს჻ იმედსა჻ შენგან჻ ცდისაღა჻ მალობა ამას჻ თუ჻ ვღირს჻ ვარ჻ ვერ჻ ვიტყვი჻ მაკლია჻ ღ~თისა჻ წყალობა

505. ადგა჻ მითხრა჻ თქვენსა჻ კრძალვასა჻ ჩემგან჻ ცნობა჻ უბნევია ნუ჻ მეჭუ჻ რაცა჻ პატრონისა჻ ბრძანებასა჻ უთქმევია ეზომ჻ დიდსა჻ შემართებად჻ გულსა჻ მისად჻ უთნევია ამა჻ წიგნმან჻ გაგაგონოს჻ ჩემთუის჻ ვისცა჻ უთქმევია

506. მიბრძანა჻ მითხრა჻ ამბავი჻ იცოდა჻ ჩემის჻ ნებისა ყურსა჻ მიანბო჻ ხაბარი჻ ჩემისა჻ გახარებისა შეგყარნა჻ ბოლოდ჻ ვისიცა჻ შეხედვა჻ გენატრებისა წიგნი჻ მომართუა჻ გავჰკაზმე჻ ჴმა჻ უთხარ჻ მიბრუნვებისა

507. გამიკვირდა჻ შემეზარნეს჻ ესე჻ რამან჻ ათქმევინა ვინ჻ მპოვაო჻ სადაურმან჻ სადით჻ მიცნობს჻ იგ჻ მე჻ ვინა მის჻ მგონესა჻ ყოფა჻ ჩემი჻ ერთობ჻ სრულად჻ დამკარგვინა ნუ჻ ყოს჻ ღმერთმან჻ მისად჻ ნაცვლად჻ მზეცა჻ მომხვდეს჻ მინდა჻ მინა

წიგნი ნესტანდარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი჻

508. წიგნი჻ ვნავხე჻ მისი჻ იყო჻ ვისი჻ მდაგავს჻ ცეცხლი჻ გულსა მოეწერა჻ მზისა჻ შუქსა჻ ნუ჻ დაიჩნევ჻ ლომო჻ წყლულსა მე჻ შენი჻ ვარ჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ მაგრა჻ ბნედა჻ ცუდად჻ მძულსა აწ჻ ასმათი჻ მოგახსენებს჻ ყველაკასა჻ ჩემგან჻ თქმულსა

509. ასმათ჻ დგას჻ ჩემთუის჻ მისისა჻ წიგნისა჻ წასაკითხავად თქვა჻ ძოღან჻ შენი჻ ამბავი჻ მითხრიან჻ ვისცა჻ ვკითხ჻ ავად გიბრძანებს჻ მესმის჻ მოვლენო჻ ლაშქარნი჻ შენად჻ მკითხავად ლომსა჻ მით჻ მართებს჻ ვაგლახი჻ თუ჻ მისი჻ თავი჻ ითხა჻ ვად

510. ბედითი჻ ბნედა჻ სიკვდილი჻ რა჻ მიჯნურობა჻ გგონია სჯობს჻ საყვარელსა჻ უჩუენნე჻ საქმენი჻ საგმირონია ხატაეთს჻ მყოფნი჻ ყველანი჻ ჩუენნი჻ სახარაჯონია აწ჻ მათი჻ ჯავრნი჻ ჩუენზედა჻ ჩუენგან჻ არ჻ დასათმონია

511. შენგან჻ ჩემისა჻ ქმრობისა჻ წინასაც჻ ვიყავ჻ მდომია მაგრა჻ აქამდის჻ საუბრად჻ კვლავ჻ ჟამი჻ არ჻ მამხდომია ძუღან჻ ხელქმნილსა჻ გიჭურეტდი჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომია მანდა჻ ყველაი჻ მასმია჻ რაცა჻ შენ჻ გარდაგჴდომია