... (H-2610), XVIII ს.

492. ერთობილნი჻ მომეხვივნეს჻ მგრგვლივ჻ შეიქმნა჻ ომი჻ დიდი჻ ვჰკრი჻ რასაცა჻ ვერ჻ დამიდგნის჻ სისხლსა჻ მჩქეფრსა჻ ამოღვრიდი჻ ცხენსა჻ კაცი჻ გაკვეთილი჻ მანდიკურად჻ გარდავჰკიდი჻ სითაც჻ ვიყვი჻ გამექციან჻ მათ჻ შეჰქნია჻ ჩემი჻ რიდი჻

493. საღამო჻ ჟამ჻ დაიზახნა჻ ქედით჻ მათმან჻ დარაჯამან჻ ნუღარა჻ სდგათ჻ წაედითო჻ კვლა჻ მოგვხედნა჻ რისხვით჻ ცამან჻ მოვა჻ მტვერი჻ საშინელი჻ შეგვაშინა჻ ამად჻ ამან჻ ნუთუ჻ სრულად჻ ამოგვწყვიდნეს჻ უთვალავმან჻ ბევრმან჻ სპამან჻

494. ჩემნი჻ ლაშქარნი჻ რომელნი჻ წამომეტანნეს჻ მე჻ არა჻ რა჻ ეცნა჻ წამოსულიყვნეს჻ ღამე჻ წამორთვით჻ ეარა჻ ვერ჻ დაიტევდა჻ მინდორი჻ და჻ არე჻ მთათა჻ ე჻ არა჻ გამოსჩნდეს჻ სცემდეს჻ ტაბლაკსა჻ ბუკმან჻ ხმა჻ გააზეარა჻

495. იგი჻ ნახეს჻ გასაქცევლად჻ გაემართნეს჻ შევჰკივლენით჻ ველნი჻ ჩვენგან჻ ნაომარნი჻ ომითავე჻ გარდავლენით჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩამოვაგდე჻ ერთმანერთსა჻ გავეხრმლენით჻ მისნი჻ სპანი჻ ყველაკანი჻ დავიპყრენით჻ არ჻ მოვჰკვლენით჻

496. უკანანიცა჻ ლაშქარნი჻ მოესწრნეს჻ მათ჻ გაქცეულთა჻ დაუწყეს჻ პყრობა჻ ჩამოყრა჻ შეშინებულთა჻ ძლეულთა჻ ძილისა჻ მიხვდა჻ ნაცვალი჻ ძილმკრთალთა჻ ღამეთეულთა჻ ტყვეთა჻ მრთელთაცა჻ არ჻ აკლდა჻ კვნესა჻ მართ჻ ვითა჻ სნეულთა჻

497. მას჻ ადგილსა჻ ნაომარსა჻ გარდავხედით჻ მოსვენებად჻ ხელსა჻ ხრმლითა჻ დავეკოდე჻ წყლულად჻ მაჩნდა჻ არ჻ ნაღებად჻ ჩემნი჻ სპანი჻ მოვიდიან჻ საჭვრეტლად჻ და჻ ჩემად჻ ქებად჻ ვერ჻ იტყვიან჻ ვერ჻ მიმხვდარნი჻ ქებასაცა჻ მოხსენებად჻

498. ერთსა჻ კაცსა჻ ეყოფოდეს჻ დიდებანი჻ რომე჻ მჭირდეს჻ ზოგთა჻ შორით჻ დამლოციან჻ ზოგნი჻ კოცნად჻ გამიპირდეს჻ რომელთაცა჻ გავეზარდე჻ დიდებულნი჻ ამიტირდეს჻ ჩემგან჻ ხრმლითა჻ განაკვეთნი჻ ნახეს჻ მეტად჻ გაუკვირდეს჻

499. გავგზავნენ჻ ყოვლგნით჻ ლაშქარნი჻ ალაფი჻ ავაღებინე჻ ერთობ჻ სავსენი჻ მოვიდეს჻ თავიცა჻ ვაალაღებინე჻ სისხლთა჻ მებრძოლთა჻ სისხლითა჻ მინდორი჻ შევაღებინე჻ არ჻ ვბრძოლე჻ კარი჻ ქალაქთა჻ უომრად჻ გავაღებინე჻

500. რამაზს჻ ვარქვი჻ შემიგნია჻ საქმე჻ შენი჻ სამუხთალე჻ აწ჻ ეგრეცა჻ შეპყრობილმან჻ თავი჻ გამოიმართალე჻ სიმაგრეთა჻ ნუ჻ ამაგრებ჻ ყველა჻ ხელთა჻ მომათვალე჻ თვარა჻ შენი჻ შეცოდება჻ მემცა჻ ზედა჻ რად჻ წავსთვალე჻

501. რამაზ჻ მითხრა჻ აღარაა჻ ამის჻ მეტი჻ ჩემი჻ ღონე჻ ერთი჻ ჩემი჻ დიდებული჻ მომეც჻ ზედა჻ მაბატონე჻ ციხოანთა჻ გაუგზავნო჻ საუბარი჻ გამიგონე჻ ხელთა჻ მოგცემ჻ ყველაკასა჻ გაღანამცა჻ შენ჻ გაქონე჻

502. მივეც჻ ერთი჻ დიდებული჻ თანა჻ სპანი჻ წავატანენ჻ ციხოვანნი჻ ერთობილნი჻ ჩემს჻ წინაშე჻ მოვიყვანენ჻ ხელთა჻ მომცეს჻ სიმაგრენი჻ ომნი჻ ასრე჻ შევანანენ჻ საჭურჭლენი჻ სიმრავლითა჻ რასმცა჻ ვითა჻ დავაგვანენ჻

503. მაშინღა჻ შეველ჻ ხატაეთს჻ მოვლად჻ და჻ მოსათვალავად჻ კლიტენი჻ საჭურჭლეთანი჻ მომართვეს჻ დაუმალავად჻ ქვეყანა჻ ჩავსხი჻ ვუბრძანე჻ იყვენით჻ თქვენ჻ უკრძალავად჻ მზემან჻ არ჻ დაგვწნა჻ იცოდით჻ დაგყარენ჻ გაუგვალავად჻

504. საჭურჭლენი჻ გარდავნახენ჻ თავის჻ თავის჻ კიდის჻ კიდე჻ უცხო჻ ფერთა჻ საჭურჭლეთა჻ დავშვრები჻ თუ჻ მოვსთვალვიდე჻ ერთგან჻ ვნახე჻ საკვირველი჻ ყაბაჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე჻ თუმცა჻ ჰნახე჻ სახელისა჻ ცოდნასაცა჻ ინატრიდე჻

505. ვერა჻ შევიგენ჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ ნაქმარი჻ რაულად჻ ვისცა჻ ვუჩვენი჻ უკვირდის჻ ღმრთისაგან჻ თქვის჻ სასწაულად჻ არცა჻ ლარულად჻ ჰგებოდა჻ მას჻ ქსელი჻ არ჻ ორხაულად჻ სიმტკიცე჻ ჰგვანდა჻ ნაჭედსა჻ ვჰთქვი჻ ცეცხლთა჻ შენართაულად჻

506. იგი჻ საძღვნოდ჻ მისად჻ დავდევ჻ ვისი჻ შუქი჻ მანათობდა჻ მეფისათვის჻ დავარჩივე჻ საარმაღნოდ჻ რაცა჻ სჯობდა჻ ჯორაქლემი჻ ათჯერ჻ ასი჻ ყველაკაი჻ წვივმაგრობდა჻ ატვირთული჻ გავუგზავნე჻ ამბავსაცა჻ კარგსა჻ ცნობდა჻

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს ხატაეთზედ გაიმარჯვა჻

507. წიგნი჻ დავსწერე჻ მეფეო჻ სვემცაა჻ თქვენი჻ სვიანად჻ მე჻ ხატაელთა჻ მიმუხტლეს჻ თუცა჻ მათ჻ ეცა჻ ზიანად჻ ჩემი჻ ამბავი჻ დასტური჻ ამად჻ გაცნობე჻ გვიანად჻ მეფე჻ შევიპყარ჻ მოგივალ჻ მე჻ ალაფიან჻ტყვიანად჻

508. რა჻ ყველაი჻ დავიურვე჻ ხატაეთით჻ გავემგზავრე჻ წამოვიხვენ჻ საჭურჭლენი჻ სახელმწიფო჻ დავიავრე჻ ვერ჻ მოვეყავ჻ აქლემითა჻ აზავრები჻ ვააზავრე჻ მოვირჭვენ჻ და჻ მოვივლინე჻ რაცა჻ მწადდა჻ აგრე჻ ვყავრე჻

509. ხატაეთისა჻ ხელმწიფე჻ მომყვანდა჻ შეპყრობილია჻ ინდოეთს჻ მიველ჻ მეგება჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ტკბილია჻ რა჻ ქება჻ მითხრა჻ არ჻ ითქმის჻ ჩემგან჻ სათქმელად჻ წბილია჻ ხელი჻ გამიხსნა჻ შემომკრა჻ მან჻ სახვეველი჻ ლბილია჻

510. ედგნეს჻ ტურფანი჻ კარავნი჻ მოედანს჻ ჩამოდგომილსა჻ საუბრისა჻ და჻ ჭვრეტისა჻ ჩემისა჻ მას჻ მონდომილსა჻ მას჻ დღესა჻ ედვა჻ ნადიმი჻ მას჻ შიგან჻ გარდახდომილსა჻ მიალერსებდა჻ მიჭვრეტდა჻ წინაშე჻ ახლოს჻ ჯდომილსა჻