... (H-2610), XVIII ს.

472. გაგვეხრდეს჻ ესე჻ თქმანი჻ ვიხარეთ჻ და჻ ვინადირეთ჻ ქორითა჻ და჻ ავაზითა჻ უცხო჻ სულნი჻ დავიჭირეთ჻ მხეცნი჻ მოვსრენ჻ მახვილითა჻ ჩვენნი჻ მბრძოლნი჻ ავატირეთ჻ ვლაღობდით჻ და჻ ვთამაშობდით჻ სწრაფად჻ მოსლვა჻ დავაპირეთ჻

473. მითხრეს჻ მეფე჻ მოგახსენებს჻ მეცა჻ შენ჻ კერძ჻ ვიარები჻ სახლით჻ ჩემით჻ წამოსრული჻ ხვალე჻ ადრე჻ შეგეყრები჻ მოციქულნი჻ დავაყენენ჻ ხარგა჻ დავდგი჻ არ჻ მზირები჻ მეტად჻ ამოდ჻ უალერსე჻ ერთგან჻ დაწვნეს჻ ვით჻ მაყრები჻

474. კარგი჻ საქმე჻ კაცსა჻ ზედა჻ აზომ჻ თურმე჻ არ჻ წახდების჻ ერთი჻ კაცი჻ უკმორესწყდა჻ მოდგა჻ მალვით჻ მეუბნების჻ დიდი჻ მაცო჻ თქვენი჻ ვალი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიხდების჻ გაწირვა჻ და჻ დავიწყება჻ ჩემგან჻ თქვენი჻ არ჻ იქნების჻

475. მე჻ მამისა჻ თქვენისაგან჻ ვარ჻ ცოტაი჻ განაზარდი჻ თქვენი჻ მესმა჻ საღალატო჻ საცნობელად჻ გამოვარდი჻ მკვდარი჻ მიმძიმ჻ სანახავად჻ ტანი჻ მჭევრი჻ პირი჻ ვარდი჻ ყველასავე჻ მოგახსენებ჻ გამიგონე჻ დამიწყნარდი჻

476. შემიგნია჻ იგი჻ კაცი჻ შენთვის჻ კარგსა჻ არ჻ არჩევენ჻ მოციქულთა჻ მოგზავნილთა჻ საღალატოდ჻ შეგიჩვევენ჻ ილათითა჻ მიგიყვანენ჻ უკან჻ სპათა჻ მოგაწევენ჻ სასიკვდილოდ჻ მონდომიხარ჻ აგრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გაწვევენ჻

477. რომე჻ ცუდად჻ არ჻ მოღორდე჻ ისი჻ კაცნი჻ გღალატობენ჻ ერთგან჻ შენთვის჻ დამალულნი჻ სპანი჻ ასჯერ჻ ათასობენ჻ კვლა჻ სხვაგან჻ გითქს჻ სამი჻ ბევრი჻ ასრე჻ ფიცხლად჻ მით჻ გიხმობენ჻ აწვე჻ თავსა჻ არ჻ ეწევი჻ ფათერაკსა჻ შეგასწრობენ჻

478. მეფე჻ ცოტათ჻ მოგეგებვის჻ ვის჻ მჭვრეტნი჻ ვერ჻ გელევიან჻ მალვით჻ ჩაიცმენ჻ აბჯარსა჻ მიენდო჻ მით჻ გეთნევიან჻ კვამლსა჻ შეიქმენ჻ ლაშქარნი჻ ყოველგნით჻ მოგეხვევიან჻ რა჻ ერთსა჻ გცემდენ჻ ათასნი჻ ეგრეცა჻ მოგერევიან჻

479. მას჻ კაცსა჻ ამოდ჻ ვეუბენ჻ და჻ მადლსა჻ გარდვიხდიდია჻ რომე჻ არ჻ მოვკვდე჻ შემოგზღო჻ შენ჻ ამას჻ ინატრიდია჻ აწ჻ ამხანაგთა჻ არ჻ გიგრძნან჻ წადი჻ მათთანა჻ მიდია჻ თუ჻ დაგივიწყო჻ უთუოდ჻ მემცა჻ ვარ჻ განაკიდია჻

480. მას჻ კაცსა჻ კარგად჻ ვეუბენ჻ არა჻ ვჰქენ჻ სიტყვა჻ მცდარობა჻ სიგლითა჻ მივეც჻ მამული჻ არ჻ მახლდა჻ მიუმხვდარობა჻ ინდოეთს჻ ციხე჻ მაგარი჻ ყარყუმთა჻ მთა჻ და჻ ბარობა჻ დავწერე჻ ხელი჻ ჩაურთე჻ ინდოეთს჻ ამილბარობა჻ *45

481. არვის჻ გავენდევ჻ სულდგმულსა჻ დავმალე჻ ვითა჻ ჭორია჻ რაცა჻ იქმნების჻ იქმნების჻ ყოვლი჻ თათბირი჻ სწორია჻ მაგრა჻ სპათაკენ჻ გავგზავნე჻ კაცი჻ თუ჻ გზაცა჻ შორია჻ შევსთვალე჻ ფიცხლად჻ წამოდით჻ მოგრაგნეთ჻ მთა჻ და჻ გორია჻

482. მე჻ დილასა჻ მოციქულთა჻ სიტყვა჻ ტკბილი჻ შევუთვალე჻ რამაზს჻ ჰკადრეთ჻ მოგეგებვი჻ მოდი჻ მოვალ჻ მეცა჻ მალე჻ ნახევარ჻ დღე჻ სხვა჻ ვიარე჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ ვაკრძალე჻ განგებაა჻ დღესცა჻ მომკლავს჻ ქვემცა჻ სადა჻ დავიმალე჻

483. ქედსა჻ რასმე჻ გარდავადეგ჻ მინდორს჻ მტვერი჻ დავინახე჻ ვთქვი჻ თუ჻ მოვა჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩემთვის჻ უდგამს჻ თუცა჻ მახე჻ ჩემი჻ გაჰკვეთს჻ ხორცსა჻ მათსა჻ ხრმალი჻ ბასრი჻ შუბი჻ ვახე჻ მაშინ჻ უთხარ჻ სპათა჻ ჩემთა჻ სახე჻ დიდი჻ დაუსახე჻

484. ვთქვი჻ თუ჻ ძმანო჻ ისი჻ კაცნი჻ ჩვენ჻ ღალატსა჻ გვიდგებიან჻ მკლავთა჻ თქვენთა჻ სიმაგრენი჻ ამისთვისმცა჻ რად჻ დალბიან჻ ვინცა჻ მოკვდეს჻ მეფეთათვის჻ სულნი჻ მათნი჻ ზეცას჻ რბიან჻ აწ჻ შევებნეთ჻ ხატაელთა჻ ხრმალნი჻ ცუდად჻ რას჻ გვაბიან჻

485. უბრძანე჻ ჩაცმა჻ აბჯრისა჻ ლაღმან჻ სიტყვითა჻ ხაფითა჻ დავეკაზმენით჻ საომრად჻ ჯაჭვჯავშანითა჻ ქაფითა჻ რაზმი჻ დავაწყევ჻ მივმართე჻ წაველ჻ დიდითა჻ სწრაფითა჻ მას჻ დღესა჻ ჩემი჻ მებრძოლი჻ ჩემმანვე჻ ხრმალმან჻ დაფითა჻

486. მივეახლენით჻ შეგვატყვეს჻ მათ჻ ტანსა჻ აბჯარცმულობა჻ კაცი჻ მოვიდა჻ მომართვა჻ მეფისა჻ მოციქულობა჻ ეთქვა჻ თუ჻ ჟამად჻ გვაჩნია჻ ჩვენ჻ თქვენი჻ არ჻ ორგულობა჻ აბჯრითა჻ გხედავთ჻ შეგქვნია჻ აწ჻ ამად჻ გულნაკლულობა჻

487. შევსთვალე჻ თუ჻ მეცა჻ ვიცი჻ რაცა჻ ჩემთვის჻ გაგიგია჻ თქვენ჻ რასაცა჻ სთათბირობდით჻ არ჻ იქმნების჻ არ჻ იგია჻ ბრძანეთ჻ მოდით჻ შემებენით჻ ვითა჻ წესი჻ და჻ რიგია჻ მეცა჻ თქვენად჻ დასახოცლად჻ ხელი჻ ხრმალსა჻ დამიგია჻

488. რა჻ მივიდა჻ მოციქული჻ კვლავცა჻ რადღა჻ გამოგზავნეს჻ კვამლი჻ შექნეს჻ ლაშქართათვის჻ დამალული჻ გაამჟღავნეს჻ სამალავით჻ გამოვიდეს჻ თავნი჻ ორგნით჻ აქარავნეს჻ შექმნეს჻ რაზმი჻ მრავალკეცი჻ თუცა჻ ღმერთო჻ ვერა჻ მავნეს჻

489. შუბნი჻ ვსთხოვენ჻ ხელი჻ ჩავჰყავ჻ მუზარადის჻ დასარქმელად჻ საომარად჻ ატეხილი჻ ვიყავ჻ მათად჻ გამტეხელად჻ ერთსა჻ წავსწვდი჻ უტევანსა჻ წავგრძელდი჻ და჻ წაველ჻ გრძელად჻ მათ჻ ურიცხვთა჻ რაზმი჻ ეწყო჻ წყნარად჻ დგეს჻ და჻ აუშლელად჻

490. ახლოს჻ მიველ჻ შემომხედნეს჻ შმაგიაო჻ ესე჻ თქვესა჻ მუნ჻ მივმართე჻ მკლავმაგარმან჻ სად჻ უფროსი჻ ჯარი჻ დგესა჻ კაცს჻ შევეც჻ ცხენი჻ დავეც჻ მართ჻ ორნივე჻ მიჰხდეს჻ მზესა჻ შუბი჻ გატყდა჻ ხელი჻ ჩავჰყავ჻ ვაქებ჻ ხრმალო჻ ვინცა჻ გლესა჻

491. შიგან჻ ასრე჻ გავერივე჻ გნოლის჻ ჯოგსა჻ ვითა჻ ქორი჻ კაცი჻ კაცსა჻ შემოვსტყორცე჻ ცხენკაცისა჻ დავდგი჻ გორი჻ კაცი჻ ჩემგან჻ შენატყორცი჻ ბრუნავს჻ ვითა჻ ტანაჯორი჻ ერთობ჻ სრულად჻ ამოვწყვიტე჻ წინა჻ კერძი჻ რაზმი჻ ორი჻