... (H-2074), XVI-XVII სს.

682. მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ ესე჻ რადმცა჻ დაგიმალე჻ მაგრა჻ ვითა჻ გაგახარნე჻ შენცა჻ აგრე჻ შემიწყალე჻ ნუ჻ მაცოცხლებ჻ ნუ჻ დამარჩენ჻ შემიხვეწე჻ შემიბრალე჻ დამხსენ჻ ჩემსა჻ საწუთროსა჻ ღმერთსა჻ შენსა჻ მიავალე»჻

683. მიამბა჻ ოდეს჻ სასიძო჻ მოჰკალ჻ და჻ ჴმა჻ დაგივარდა჻ მეფესა჻ ესმა჻ აიჭრა჻ მართ჻ მისგან჻ გასატკივარდა჻ შენ჻ დაგიზახნა჻ მიჴმეთო»჻ ჴმამაღლა჻ გაჴდა჻ ყივარ჻ და჻ მოგნახეს჻ შინა჻ ვერ჻ გპოვეს჻ მით჻ მეფე჻ გამომჩივარდა჻

684. ჰკადრეს჻ აქა჻ აღარ჻ არის჻ კარნი჻ სადმე჻ გაუვლიან჻ მეფე჻ ბრძანებს჻ ვიცი჻ ვიცი჻ მეტად჻ კარგად჻ შემიგიან჻ მას჻ უყვარდა჻ ქალი჻ ჩემი჻ სისხლნი჻ ველთა჻ მოუღურიან჻ რა჻ ნახიან჻ ერთმანერთი჻ არშეხედვა჻ ვერ჻ დათმიან჻

685. აწ჻ თავმან჻ ჩემმან჻ მას჻ მოვჰკლავ჻ ჩემად჻ დად჻ ვინცა჻ მადესა჻ მე჻ ღ~თისა჻ ვუთხარ჻ დაუბამს჻ მას჻ ეშმაკისა჻ ბადესა჻ მათ჻ ბოზკუროთა჻ ასეთი჻ რა჻ მისცეს჻ რა჻ უქადესა჻ თუ჻ დავარჩინო჻ ღ~თი჻ ვგმო჻ მისად჻ პატიჟად჻ მზად჻ ესა»჻

686. მის჻ მეფისა჻ წესი჻ იყო჻ თავი჻ მისი჻ ძუირად჻ ფიცის჻ და჻ თუ჻ ფიცის჻ არ჻ გატეხის჻ მასვე჻ წამსა჻ დაამტკიცის჻ ესე჻ წყრომა჻ მეფისაგან჻ ვისცა჻ ესმა჻ ვინცა჻ იცის჻ მან჻ უამბო჻ დავარ჻ ქაჯსა჻ ვინ჻ გრძნებითა჻ ცაცა჻ იცის჻

687. დავარს჻ დასა჻ მეფისასა჻ უთხრა჻ ვინმე჻ ღ~თისა჻ მტერმან჻ თავი჻ ფიცა჻ ძმამან჻ შენმან჻ არ჻ დაგარჩენს჻ იცის჻ ერმან»჻ მან჻ აგრე჻ თქუა჻ უბრალო჻ ვარ჻ იცის჻ ღ~თნ჻ სახიერმან჻ ვისგან჻ მოვკვდე჻ ვისთუის჻ მოვკვდე჻ მიიხვედროს჻ იგი჻ ვერ჻ მან»჻

688. პატრონი჻ ჩემი჻ აგრევე჻ იყო჻ წამოხუე჻ შენ჻ ოდეს჻ შენეულივე჻ რიდენი჻ ებურნეს჻ ტურფად჻ შუენოდეს჻ დავარ჻ მოსთქუმიდა჻ სიტყვითა჻ რომელნი჻ არა჻ მსენოდეს჻ ბოზო჻ შენ჻ ბოზო჻ რად჻ მომკალ჻ ვეჭუ჻ შენცა჻ არა჻ გლხენოდეს჻

689. როსკიპო჻ ბოზო჻ დიაცო჻ საქმრო჻ რად჻ მოაკვლევინე჻ ანუ჻ სისხლითა჻ მისითა჻ ჩემი჻ რად჻ მოაზღუევინე჻ არ჻ ცუდად჻ მამკლავს჻ ძმა჻ ჩემი჻ რა჻ გიყავ჻ რა჻ გაქნევინე჻ აწ჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ ვერ჻ მიხუდე჻ ვის჻ ესე჻ დააშლევინე»჻

690. ჴელი჻ მიჰყო჻ წამოზიდნა჻ თმანი჻ გრძელნი჻ დაუფუშნა჻ დაალება჻ დაალურჯა჻ მედგრად჻ პირნი჻ მოიქუშნა჻ მან჻ პასუხი჻ ვერა჻ გასცა჻ ოდენ჻ სულთქნა჻ ოდენ჻ უშნა჻ ქალმან჻ შავმან჻ ვერა჻ არგო჻ ვერცა჻ წყლული჻ დაუშუშნა჻

691. რაზომცა჻ გაძღა჻ ცემითა჻ მისითა჻ დალურჯებითა჻ წამოდგეს჻ ორნი჻ მონანი჻ პირითა჻ მით჻ ქაჯებითა჻ მათ჻ კიდობანი჻ მოიღეს჻ ეუბნეს჻ არ჻ აჯებითა჻ მას჻ შიგან჻ ჩასვეს჻ იგი჻ მზე჻ ჰგავს჻ იქნა჻ დარაჯებითა჻

692. მან჻ უთხრა჻ წადით჻ დაკარგეთ჻ მუნ჻ სადა჻ ზღუისა჻ ჭიპია჻ წმინდისა჻ წყალი჻ ვერ჻ ნახოს჻ მყინვარე჻ ვერცა჻ ლიპია»჻ მათ჻ გაეხარნეს჻ ჴმა჻ მაღლად჻ იყივლეს჻ იპი჻ იპია»჻ ესე჻ ვნახე჻ და჻ არ჻ მოვჰკვე჻ არა჻ მგავს჻ არცა჻ სიპია჻

693. ზღუათაკენ჻ გაარნეს჻ სარკმელნი჻ მაშინვე჻ გაუჩინარდა჻ დავარ჻ თქუა჻ მქმნელი჻ ამისი჻ ვინ჻ არ჻ დამქოლოს჻ ვინ჻ არ჻ და჻ ვირემ჻ მომკლევდეს჻ მოვკვდები჻ სიცოცხლე჻ გასაწყინარდა»჻ დანა჻ დაიცა჻ მოცაკვდა჻ დაეცა჻ გასისხლმდინარდა჻

694. რად჻ არ჻ მიკუირვებ჻ ცოცხალსა჻ მე჻ ლახუარდაუსობელსა჻ აწ჻ იგი჻ მიყავ჻ რა჻ მმართებს჻ ამისსა჻ მახარობელსა჻ ზენაარ჻ დამჴსენ჻ სიცოცხლე჻ სულთა჻ დგმა჻ დაუთმობელსა»჻ საბრალოდ჻ ცრემლსა჻ ადენდა჻ უკლებსა჻ დაუშობელსა჻

695. მე჻ უთხარ჻ დაო჻ რად჻ მოგკლა჻ ანუ჻ რა჻ შენი჻ ბრალია჻ რამცა჻ ვქმენ჻ ნაცულად჻ თუით჻ რომე჻ მისი჻ ჩემზედა჻ ვალია჻ აწ჻ თავსა჻ მისად჻ საძებრად჻ მივსცემ჻ სად჻ კლდე჻ და჻ წყალია»჻ ჻ სრულად჻ გავქვავდი჻ შემექმნა჻ გული჻ მართ჻ ვითა჻ სალია჻

696. მეტმან჻ ზარმან჻ გამაშმაგა჻ მომივიდა჻ ცხრო჻ და჻ თრთოლა჻ გულსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ არას჻ გარგებს჻ ცუდი჻ წოლა჻ გიჯობს჻ გაჭრა჻ ძებნად჻ მისად჻ გავარდნა჻ და჻ ველთა჻ რბოლა»჻ აჰა჻ ჟამი჻ ვისცა჻ გინდა჻ ჩემი჻ თანა჻ წამოყოლა჻

697. შეველ჻ ფიცხლად჻ შევეკაზმე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ შეკაზმული჻ ასსამოცი჻ კარგი჻ მოყმე჻ ჩემსა჻ თანა჻ ხანდაზმული჻ გამომყვა჻ და჻ წამოვედით჻ კართა჻ გარე჻ დარაზმული჻ ზღუის჻ პირს჻ მიველ჻ ნავი჻ დამხუდა჻ მენავემან჻ მნახა჻ ზმული჻

698. ნავსა჻ შევჯე჻ ზღუასა჻ შეველ჻ ზღუასა჻ შიგან჻ გავალაგდი჻ არსით჻ ნავი჻ მომავალი჻ უნახავად჻ არ჻ დავაგდი჻ მოველოდი჻ არა჻ მესმა჻ შმაგი჻ უფრო჻ გავეშმაგდი჻ რომე჻ სრულად჻ მომიძულვა჻ ღმერთსა჻ თურე჻ ასრე჻ ვსძაგდი჻

699. რომე჻ დავჰყავ჻ წელიწადი჻ თუე჻ თორმეტი჻ გამეოცა჻ მაგრა჻ მისი჻ მნახავიცა჻ სიზმრივ჻ კაცი჻ არ჻ მეოცა჻ თანამყოლი჻ ყველაკაი჻ ამომიწყდა჻ დამეჴოცა჻ ვჰთქუი჻ თუ჻ ღ~თსა჻ ვერას჻ ვჰკადრებ჻ რაცა჻ სწადდეს჻ აგრე჻ ვყო჻ ცა»჻

700. ზღუა჻ ზღუა჻ ცურვა჻ მომეწყინა჻ მით჻ გამოვე჻ ზღუისა჻ პირსა჻ გული჻ სრულად჻ გამიმჴეცდა჻ არ჻ ვუსმენდი჻ არც჻ ვაზირსა჻ ყველაკაი჻ დამეფანტნენ჻ დარჩომოდა჻ რაცა჻ ჭირსა჻ კაცსა჻ ღ~თი჻ არ჻ გასწირავს჻ ასრე჻ მისგან჻ განაწირსა჻

701. ერთაი჻ ესე჻ ასმათი჻ და჻ დამრჩეს჻ ორნი჻ მონანი჻ ჩემნი჻ გულისა჻ მდებელნი჻ და჻ ჩემნი჻ შემამგონანი჻ მისი჻ ვერა჻ ვსცნენ჻ ამბავნი჻ ვერცა჻ დრამისა჻ წონანი჻ ტირილი჻ მიჩნდის჻ ლხინად჻ და჻ მდინდიან჻ ცრემლთა჻ ფონანი჻