... (H-2074), XVI-XVII სს.

ამბავი ნურადინფრიდონისა ოდეს ტარიელს შემოეყარა ზღვის პირსა჻

702. ღამით჻ მევლო჻ მოვიდოდი჻ ზღუისა჻ პირსა჻ აჩნდეს჻ ბაღნი჻ ჰგუანდეს჻ ქალაქს჻ ვეახლენით჻ ცალკერძ჻ იყვნეს჻ კლდეთა჻ ნაღნი჻ არ჻ მიამის჻ კაცთა჻ ნახუა჻ მიდაღვიდა჻ გულსა჻ დაღნი჻ მუნ჻ გარდავჴე჻ მოსვენებად჻ დამხუდეს჻ რამე჻ ხენი჻ ლაღნი჻

703. ხეთა჻ ძირსა჻ მივიძინე჻ მათ჻ მონათა჻ ჭამეს჻ პური჻ მერმე჻ ავდეგ჻ სევდიანი჻ მიღამებდა჻ გულსა჻ მური჻ ვერა჻ მეცნა჻ ეგზომ჻ გრძელად჻ ვერ჻ ჭორი჻ ვერ჻ დასტური჻ ველთა჻ ცრემლი჻ ასოვლებდა჻ თუალთა჻ ჩემთა჻ მონაწური჻

704. ზახილი჻ მესმა჻ შევხედენ჻ მოყმე჻ ამაყად჻ ყიოდა჻ შემოირბევდა჻ ზღუის჻ პირპირ჻ მას჻ თურმე჻ წყლული჻ სტკიოდა჻ ჴრმლისა჻ ნატეხი჻ დასურილი჻ აქუს჻ სისხლი჻ ჩამოსდიოდა჻ მტერთა჻ ექადა჻ წყრებოდა჻ იგინებოდა჻ ჩიოდა჻

705. ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ ესე჻ აწ჻ მე჻ მითქს჻ რომელი჻ მართ჻ ვითა჻ ქარი჻ მოქროდა჻ გაფიცხებული჻ მწყრომელი჻ მონა჻ მივსწივე჻ მისისა჻ შეყრისა჻ ვიყავუ჻ მნდომელი჻ შევსთუალე჻ დადეგ჻ მიჩუენე჻ ლომსა჻ ვინ჻ გაწყენს჻ რომელი჻

706. მას჻ მონასა჻ არა჻ უთხრა჻ არცა჻ სიტყუა჻ მოუსმინა჻ ფიცხლად჻ შევჯე჻ ჩავეგებე჻ მე჻ ჩაუსწარ჻ ჩავე჻ წინა჻ უთხარ჻ დადეგ჻ გამიგონე჻ შენი჻ საქმე჻ მეცა჻ მინა჻ შემომხედნა჻ მოვეწონე჻ სიარული჻ დაითმინა჻

707. გამიცადა჻ ღმერთსა჻ ჰკადრა჻ შენ჻ ასეთნი჻ ხენი჻ ვით჻ ხენ჻ მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ აწ჻ სიტყუანი჻ რომე჻ მკითხენ჻ იგი჻ მტერნი჻ გამილომდეს჻ აქამდისცა჻ რომე჻ ვითხენ჻ უკაზმავსა჻ მიღალატეს჻ საჭურველნი჻ ასრე჻ ვითხენ჻

708. მე჻ უთხარ჻ დადეგ჻ დაწყნარდი჻ გარდავჴდეთ჻ ძირსა჻ ხეთასა჻ არ჻ შეუდრკების჻ ჭაბუკი჻ კარგი჻ მახუილთა჻ კუეთასა჻ თანა჻ წამომყვა჻ წავედით჻ უტკბოსი჻ მამაძეთასა჻ მე჻ გავეკუირვე჻ ჭურეტასა჻ მის჻ ყმისა჻ სინაზეთასა჻

709. ერთი჻ მონა჻ დასტაქარი჻ მყუა჻ და჻ წყლულნი჻ შეუხუივნა჻ ისრის჻ პირნი჻ ამოუხუნა჻ დაკოდილნი჻ არ჻ ატკივნა჻ მერე჻ ვჰკითხე჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ მკლავმან჻ შენმან჻ ვისგან჻ ივნა჻ საამბობლად჻ დამირიგდა჻ თავი჻ მისი჻ გაამჩივნა჻

710. პირველ჻ მითხრა჻ არა჻ ვიცი჻ რა჻ ხარ჻ ანუ჻ რას჻ გამსგავსო჻ ანუ჻ ეგრე჻ რამ჻ დაგლია჻ ანუ჻ პირველ჻ რამ჻ გაგავსო჻ რამან჻ შეგქმნა჻ მოყუითანოდ჻ ვარდგიშერი჻ რომე჻ რგავსო჻ ღ~თნ჻ მისგან჻ ანთებული჻ სანთელიმცა჻ რად჻ დაგავსო჻

711. მულღაზანზარის჻ ქალაქი჻ ახლოს჻ მე჻ მაქუსო჻ რომელი჻ ნურადინფრიდონ჻ სახელი჻ მეფე჻ ვარ჻ მუნა჻ მჯდომელი჻ ესე჻ საზღუარი჻ ჩემია჻ სადა჻ ხარ჻ გარდამჴდომელი჻ ცოტა჻ მაქუს჻ მაგრა჻ ყოველგნით჻ სიკეთემიუთხრობელი჻

712. მამის჻ ძმა჻ და჻ მამაჩემი჻ პაპმან჻ ჩემმან჻ გაყვნა჻ ოდეს჻ ზღუასა჻ შიგან჻ კუნძულია჻ ჩემად჻ წილად჻ მას჻ იტყოდეს჻ თუით჻ ბიძასა჻ ჩემსა჻ მიხუდა჻ ვისთა჻ შვილთა჻ აწ჻ დამკოდეს჻ მათკე჻ დარჩა჻ სანადიროარ჻ მივსცემდი჻ მამერჩოდეს჻

713. დღეს჻ გამოველ჻ ნადირობას჻ ზღვისა჻ პირსა჻ ვინადირე჻ მუნა჻ გასვლა჻ მომდომოდა჻ მით჻ მრეკალი჻ არ჻ ვაჴშირე჻ სპათა჻ უთხარ჻ მომიცადეთ჻ მოვიდოდე჻ მეცა჻ ვირე჻ ხუთთა჻ ოდენ჻ ბაზიერთა჻ მეტი჻ არა჻ დავიჭირე჻

714. ნავითა჻ გაველ჻ ზღუისაგან჻ შტო჻ რამე჻ გამოვიდოდა჻ არ჻ ამოვჰკრეფდი჻ გამყოფთა჻ ვთქუი჻ ჩემთა჻ რად჻ დავრიდო჻ და჻ დამეძაბუნნეს჻ სიმრავლე჻ მე჻ მათი჻ არ჻ გამვიდოდა჻ ვნადირობდი჻ და჻ ვიზახდი჻ ჴმა჻ ჩემი჻ არ჻ უდიოდა჻

715. მართლად჻ იჯავრეს჻ წუნობა჻ მათი჻ თუ჻ ესე჻ ჴმდა჻ ვითა჻ გამომაპარნეს჻ ლაშქარნი჻ გზანი჻ შემიკრეს჻ ნავითა჻ თუით჻ ბიძასძენი჻ ჩემნიცა჻ შესხდეს჻ მათითა჻ თავითა჻ ჩემთა჻ გაუჴდეს჻ ლაშქართა჻ ომად჻ მათითა჻ მკლავითა჻

716. მათი჻ მესმა჻ დავინახე჻ ზახილი჻ და჻ ჴრმალთა჻ ელვა჻ ნავი჻ ვსთხოვე჻ მენავეთა჻ მით჻ ვიყივლე჻ მე჻ ერთხელ჻ ვა჻ ზღვასა჻ შეველ჻ მომეგება჻ მეომარი჻ ვითა჻ ღელვა჻ სწადდა჻ მაგრა჻ ვეღარა჻ ქნეს჻ ჩემი჻ ზედა჻ წამოკელვა჻

717. კულავ჻ სხუანი჻ დიდნი჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ მომეწეოდეს჻ იქით჻ და჻ აქათ჻ მომიჴდეს჻ ერთგნით჻ ვერ჻ მომერეოდეს჻ არ჻ მომწურვოდეს჻ წინანი჻ ზურგით჻ მესროდეს჻ მე჻ ოდეს჻ ჴრმალსა჻ მივენდევ჻ გამიტყდა჻ ისარნი჻ დამელეოდეს჻

718. მომეჯარნეს჻ ვეღარა჻ ვქენ჻ ნავით჻ ცხენი჻ გარდვიხლტუნვე჻ ზღვა჻ ზღვა჻ ცურვით჻ წამოუველ჻ ჩემი჻ მჭურეტი჻ გავაცბუნვე჻ თანა჻ მყოლი჻ ყველაკანი჻ დამიჴოცნეს჻ დარჩა჻ მუნვე჻ ვინცა჻ მდევდა჻ ვერ჻ შემამხუდა჻ მიუბრუნდი჻ მივაბრუნვე჻

719. აწ჻ იგი჻ იქნას჻ რაღაცა჻ ენებოს჻ ღ~თისა჻ წადილსა჻ ვეჭუ჻ ჩემნი჻ სისხლი჻ არ჻ შერჩეს჻ ძალი჻ შესწევდეს჻ ქადილსა჻ ოჴრად჻ გაუჴდი჻ ყოფასა჻ მათ჻ საღამოსა჻ და჻ დილსა჻ უჴმობ჻ ყვავთა჻ და჻ ყორანთა჻ მათ჻ ზედა჻ ვაქნევ჻ ხადილსა჻

720. ამა჻ ყმამან჻ შემიკვეთა჻ გული჻ მისკე჻ მიმიბრუნდა჻ მოვახსენე჻ აჩქარება჻ შენი჻ ყოლა჻ არად჻ უნდა჻ მეცა჻ თანა჻ წამოგყვები჻ დაიჴოცნენ჻ იგი჻ მუნ჻ და჻ ჩუენ჻ ორთავე჻ მეომარი჻ განაღამცა჻ შეგუიძრწუნდა჻