ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

525. “შემომერტყენით მიდამო, მოსხედით, მომეკარენით, ზოგთა მზირ მიყავთ ერდოთა, სარკმლით და მომეკარენით, ნესტან-დარეჯან, მკოცნიდი ბაგით და მომეკარ ენით, ჯვარს ვაცმევინებ სოფელსა, ურია მამეკარენით.

526. გულის ხმა ყვენით, აღმოვსთქვამ მე თქვენსა შესაძინელსა, დასაუნჯებსა სულთასა, არ კარგვით არ საძინელსა, მღვიძრად ყოფასა სწავლასა, არ-რულსა, არ-საძინელსა, ცრემლთა ადენდით ცხელებთა, არ ყინვით ცივ-საძინელსა.

527. მე ვიყავ მეფე ეგეთი, ვითარ მოგითხრა წერილმან, ბოლოდ დამადგა სოფელმან, ნავთმან ფისმან და წერილმან, საჭმლად მიშოვა ჭიამან, ბუზმან და ძაღლის მწერილმან, ვა თუ დაგსაჯნეს, მიჯნურნო, მამამან ამოწერილმან.

528. ადამის თესლი სხვა ერთი მე მჯობდა ვერითა, ვერ სახით, ვერ ახოვნებით, დამეგმოს სიავე რითა! აწ მამიახლდა სიკვდილი, მამლამის თვალთა ბღვერითა, დამბღუჯა, ვერვინ გაგვყრის გაზითა, ვერცა კვერითა.

529. “ნუ მიენდობით სოფელსა, საქმესა ცუდა, მუხთალთა, არვის მიგინდობს, რაძი ვინ კარგთა უყოფდეთ, უთვალთა, ბოლოდ ჟამს დაგცემს, შეგიბრკობს ფერხთა და მართ ნაკუთალთა, ყველასა ერთად მოგიყრის მის დღეჩი დანახუთალთა.

530. “ესე დღე ყოვლთა ზედა აც, ქვეყანად ვინცა იშობა, მუხთალსა, ცრუსა სოფელსა სჭირს კაცთა ზედა იშობა; არ აღირიცხვის სიცქაფე მისი, ვით ზღვისა ქვიშობა, ბოლოდ ასრე იქს, ცუდია ცქნაფვა და მისგან შიშობა.

531. “ყოველნი დავიხოცებით, სრულად ერთობით და რამად, მით დაგიტეობ მცნებასა, მიენდვნეთ ცუდად არ ამად: ვიტყვი მუხთალსა სოფელსა ცრუდ და მიუნდოდ, არამად, წყეულმან, ნახეთ რა მიყო ძმანი არ მაძმნა, და რამან.

532. “ვერათ მორჩებით, უწყოდით, ვერ ხვეწნით, ვერ მუდარებით, ვერ-გარდახვეწით, აღფრინვით და მთათა დაბუდარებით. ციხის ციხეთა აგებით, ცათაცა დაედარებით, მაშინ მოგგონდეს ყოველი, ოდესცა ისუდარებით.

533. აღარას გვარგებს ტირილი, სულთქმიდეს, მაშინ ახევდეს; ერთი მეორეს უჭვრეტდეს, მტირალი, ქუში ნახევდეს; სჯობს იუნჯებდეს მუნასა, აქა არ შეინახევდეს, გარეთ გასცემდეს, უხმობდეს, ატლასთა არ შინა ხევდეს.

534. “თქმულ არს: “სიკვდილი უფალ არს ხორცთა და ანაგებისა, არ ეშინიან მძლავრთაგან ნივთთა და მონაგებისა: არ შეეწყალვის ჭაბული, გლახა არ ეძაგებისა, არა ჰკვირდების თვალ-წარბი, ჰაერი ღაწვ-ბაგებისა.

535. სოფელი ამად გვაღორებს, გვღებავს ფერად რა მინისა, ჟამად გიუხვის, რაც სთხოვი, ესე მთნავს, ესრა მინისა, ანაზდად გაგტეხს რა გკადრო ჭიქისა ან რა მინისა, ჩემსა არ ჯერ-ხართ, სახედ გიც ვისისა და რამინისა.

536. “არ გაგითავდეს არავის ესე სოფელი წამიერ, ისწრაფის მუნვე მიქცევად, მოკვდავი ეს მიწა მიერ, მას ნეტარ, ვინცა სიმართლით წავიდა უბიწ ამიერ; ცუდია აქა მეფობა, სრულობით ვერ იწამიერ.

537. თქვენცა ისმინეთ მეფენო, მთავარნო და დიდებულნო, არა ძალით, თქვენით რას მქნელნო, ღმერთისგან გადიდებულნო, თვისნო, არ-თვისნო, მშვი-ნაშვნო, ძმანო და მადიდებულნო, აწ განეყავით გლახაკთა, ლარნო აქამდი დებულნო.

538. იყვენით მართლ-მსაჯულობით, სიმართლის მიმსახველობით, ღმრთის შიშით, სჯულთა მტკიცნობით, მცნებათა დამარხველობით ქვრივთა, ობოლთა მსჯელობით, გლახაკთა გამკითხველობით. არ ბნედით, არ აშიკობით, არ გაჭრით, არ ახ ველობით.

539. მიუნდობელო სოფელო, რას ბრუნავ, რას მუხანათობ? ოდესმე სწუხ და აბნელებ, ოდესმე არ სწუხ, ანათობ; არვის მიგვინდობ წამ ერთცა, ჟამთა არვებ, თუ ხან ათობ, დაგვწვავ კვამლურებ ბნელითა, არ ვითა ხე მუხა ნათობ.”

540. “უხვაიშნოო, წყეულო, მოდი, სიკვდილო, მომკალო, მომზადენ ცელნი, მოლესენ, ჩემო, უჟამოდ მომკალო, თქვენთვის შევიქენ საჭმელად, ჭიანო, მჭადმით, მო, მკალო; ჩემი გავწელე, დავაგდე, ამ სოფლის მე დამთმომ, კალო.

541. მოდით, მომიზღეთ, მიჯნურნო, ცრემლნი რომ ისესხენითა; მიჯნურნო, ეგზომ ტურფანი ჩემებრ სხვას ვის ესხენითა! გარდაეშალე ბროლზედა, ყორნისებრ თმის ესხენითა, აღელდი, მელნისა ტბაო, გიშრის ტყის ძირს ესხენითა.

542. ვეღარ ვმლიქვნელობ ჩემებრივ, აშიყნო მე აწ არ ენით; თანა მამყევით, მიჯნურნო, საფლავის არე წარენით, ცრემლნი დასთხივეთ თქვენ ჩემთვის, გლახ თავნი გაიმწარენით, საფლავი სრად და საწოლად, სუდარი მიზეწარენით.

543. აწ მშვიდობითმც არს, რომელმან სჯულ-მიდვა და მადინაო, მშვიდობით, ტურფავ მაჩიტო, მაქაო და მადინაო, სოფელმან მსგავსად წყაროსა სისხლის რუ დამადინაო, გულით მით წითობს, მომენდე, შენ არად ამადინაო.

544. თქვენცა მშვიდობით, პატრონნო, მსაჯულნო, ჩემებრ მეფენო, სახელმწიფენო ჭურჭელნო, ოქსინოვ ქვეშე მეფენო, თავადნო, სპანო, მტერთათვის ლომებრ მბრდღვინავნო, სეფენო, ყოვლნი მტიროდით საბრალოდ, ჩემთვის ცრემლისა მჩქეფენო.