ჩანართი და დანართები ტექსტები ვეფხისტყაოსნისა, 1948 წ.

563. რა ვუყავ რამაზ მეფესა, ან ფრიდონის მტერს ვნებათა, ქვაბს დევნი როგორ გავსწყვიტე, ლომ-ვეფხვთ ვეგონე სნებითა, ქაჯთ ციხე ძალად წაუხვენ, რამაზ გაუშვი ნებითა, ხვარაზმშა ხმალ-შეხვეწილი გავბეგრე ჭკუა-მცნებითა.

564. ლხინი შევჰქნი და ვიშვებდი, მტერთ არა მქონდა რიდება; გამარჯვებულსა მშვენოდეს, რა თავს მეხვევის რიდები; აწ წავალ, გავჰხე სოფლისგან, თქვენც გასავლად გიც ხიდები, ხორცნო, მიწამან გიტვირთოს, ძვალნო, სადამდის იდები?

565. თვალნი დაბნელდეს, რომელსა მელნის ტბა გარე უარდა; ღაწვნი ზაფრანად გარდახდა, რომელი პირველ უარად; მკლავნი, ქვაბს დევთა მახოცნ, აწ შუბიდაღმან უარდა; სენთაგან დადნა, საკრავად შეიქნა, უარ-უარ და.

566. თქვა, თუ: გ ამწირა სოფელმან, ხორცნო წადი და სულ ები პირველ მინდორად გაგაჭრო, აწ ყელს მოგჯარა სულები; მჭვრეტნო, არ დაშლი ტირილსა, რომ ბევრჯელ გითხრა სულები; პირი მილურჯობს და გული ცემით შემქმნია სუ ლები.

567. “რაცა მემართა, მიიწყო სოფელმან ჩემი ბეგარა; რაც შვება მამხვდა, საჩემოდ არ იქნა, გამოდეგ არა; რაცა ვინები, მიუხვის, ესე გთნავს, ანუ ეგ არა. აწ უნდა მშალოს ნივთთაგან, მიწასა მიმცეს მე გარა.

568. “სახლნო დაგაგდე უმკვიდროდ, სარკმელნო, ერდოვ რა ბანო! მომთქმელნო, ჩემნო მტიირალნო, ზარნო, ზახილნო, რა ბანო; ღაწვნი ყაყაჩოს მფერავნი, ცრემლნო, აყვითლეთ რა ბანო, მოსემ ვით გამცნო, მგოდებდით, კარავნო, ჩემთვის რაბანო.

569. “რაცა მე მიყო მუხთალმან, თქვენც რამე გავნოს ეგება; ვინცა მიჰყვება ჩემებრივ, გულსა ლახვარი ეგება; ფიცხელი ვერსით გარდუხლტეს, გაქცევსა წინა ეგება; ნუ მიენდობით, გასინჯეტ, ვის მართლ მჭვრეტლად გაქვს ეგება.

570. აღარ დამონდო სოფელმან, შეიქნა ჩემთვის უხანო, ნუ მიჰყოლიხარ, უფალნო, პატრონო, ბეგნო, ნუ ხანო! გულს შუა საკრავად ისარი მკრა, არა გამახუხანო. ჩემისა სიკვდილისათვის ამხანაგებიც წუხანო.”

571. ფრიდონ მტიროდი პირველ მე, მერმე ავთანდილ ხლმიანი, რემა წაგიხდეს, ვლაღობდით, აწ აღარ ვართ ხმიანი; წავიდეთ, ჩვენთვის დაბნელდა მზე კამკამ-სინათლიანი; ჩვენი მიფარვა, წახდომა არის შენთვისცა ზიანი.

572. “ძეთა შეგვედრებ, რომელთა ჯერ არ იციან ბრძოლანი მაგრა მიქნია ამათთვის ნაწვართთა ყმათა ყოლანი; ამათ ასწავლე ჩემებრივ ისპად ისრისა სროლანი, ვა მიგჭირდების წასრულთა მუდამად მიწაზედ წოლანი.

573. ამ სოფგლისგან წასვლისათვის მტერთა იგეს ჩემზე იში, აღარ ვეჭვობ, რამაზ რომე ჩემს შვილს დასდვას რამე შიში; ვერც ხვარაზმშამ ძეთ ჩემთ რამე გამოჰპიროს შამათ-ქიში; მოდით, ჩემნო დამმარხელნო, მამაყარეთ მიწა, ქვიში!

574. სულთ ამოსვლის დროს შემოგტირ, მიწად გარდმექცა კაცება; ჩემნო დაზრილნო მონანო, შექენით თავის ტკაცება. თმანი დაფხვრენით, ულვაშსა, წვერს უქმნეთ ხელის ტაცება! სრულ დაიგლიჯეთ მონათა თავს თმანი, ან პირს რაც ება.

575. რაცა სოფელმან წყლულები დამდვა, ვერ მკურნა მალამა; ცრემლის ღვარისა მორევსა მიმცა სარჩობლად, მალამა; სიყმის დროს რჯანი მიმრავლა, ბოლოს სიკვდილი მალამა. წავალ და ხორცმან მიწასა საჭმლად და სანდოდ მალ ამა.

576. “მხეცთა ვსვრიდი, ვერსად მორჩის ისრის ჩემის განაკრავი; საჭმლად მქონდის ნადირთ ხორცი. არ თუ თიკან, განა კრავი, მტერთ ვერ ქნიან შესაპყრობლად გზანი ჩემნი განაკრავი. მედვის გორად თვალ-გუარი, აწ წვრილ-წვრილად განაკრავი.

577. შვილო სარიდან უჩემოდ თვალნი ცრემლითა შენამე, გულსა არ უთხრა: “მტერთაგან ვიჯაბნე, მამხვდა შენა მე.” ჩემთ ძმობილთ ძეთა მსახურე, ეტკბე, ემდაბლე, შენ ამე, მტერთ ეპასუხე, როგორც მე იკითხე, მექნას შენ ამე.

578. “სიცოცხლესაც ბევრი მსაჯა მე სოფელმან მუხთლად მქცევმან; ბევრჯელ მარტო დაბნედილმან, არ მტერთ ომში გამომქცევმან; ხვარაზმშ შუბი შემომლეწა, თვითვე ცხენის წამომქცევმან; აწ სიკვდილმან მიძაბუნა, ჩემის სახლის დამაქცევმან.

579. “სიკვდილო, რასთვის არ მამკალ, როდესაც ვიოყავ ხელია! დაბნედით მპოვა ავთანდილ, თვალთ მავლო მან სახელია; აწ ჩემი ასრე წაყვანა ან შენი რა სახელია? შემიბრალებდით, მსმენელნო, თუმცა გვერც გიახელია.

580. სიკვდილი მწევს და მპატიჟობს, დამიწყო მისკენ ბირება; პირველ მიქადა დღეთ სიგრძე, აწ არ მითავა პირება; გავჰხედით ორნი მნათობნი, ვის ძვირად გვქონდა ღირება; ჩვენს უკან ლხინი, სიუხვე, თქვენც იცით, დაიძვირება.

581. ის დღე გიჯობდა, დარეჯან, როს ქაჯთა ციხე ავიღე! სხივთა ელვა და ციმციმი, შუქნი მიდამო გაიღე, შენ და ასმათი შეგყარე, სულთქმა გულთაგან დაიღე, აწ მზიდე საფლავისაკენ, მივლე, საკაცე წაიღე.”

582. ნესტან-დარეჯან ატირდა, ანდერძს დაიწყო წერება; ჩემთა მნახავთა გიმძიმდეს, რომ სუქი მამემტვერება, არ დაიშალა სოფელმან პირველიდგან ჩემი მტერება, არც მე ვშორდები ტარიელს, ვეღარვინ ვერ გვეტერება.”