430. დიდხან჻ ვდეგ჻ და჻ არა჻ მითხრა჻ სიტყვა჻ მისსა჻ მონასურსა჻ ოდენ჻ ტკბილად჻ შემომხედის჻ ვითამცა჻ რა჻ შინაურსა჻ ასმათ჻ უხმო჻ მოიუბნეს჻ ქალი჻ მოდგა჻ მითხრა჻ ყურსა჻ აწ჻ წადიო჻ ვერას჻ გითხრობს჻ მე჻ კვლა჻ მიმცა჻ ალმან჻ მურსა჻
431. ასმათ჻ გამომყუა჻ წამოველ჻ ფარდაგი჻ გამოვიარე჻ ვჰთქვი჻ საწუთროო჻ ვის჻ წეღან჻ გული჻ დარმანთა჻ მიარე჻ მაშინ჻ მოგეცა჻ იმედი჻ ლხინი჻ რად჻ გამიზიარე჻ გულმან჻ გაყრისა჻ სიძნელე჻ კვლა჻ უფრო჻ დამიტიარე჻
432. ასმათ჻ ლხინსა჻ მიქადებდა჻ ჩავიარე჻ შიგან჻ ბაღი჻ მითხრა჻ ეგრე჻ წასვლისათვის჻ ნუ჻ გაჩნია჻ გულსა჻ დაღი჻ სიმძიმილთა჻ ერდო჻ დაჰხაშ჻ სიხარულით჻ კარი჻ აღი჻ სირცხვილი჻ აქვს჻ საუბრისა჻ მერმე჻ თავსა჻ ჰკრძალავს჻ ლაღი჻
433. მე჻ უთხარ჻ დაო჻ შენგან჻ ვეჭვ჻ ამა჻ გულისა჻ წამალსა჻ ზენაარ჻ სულთა჻ ნუ჻ გამყრი჻ ამბითა჻ შრეტდი჻ ამ჻ ალსა჻ ჩემთანა჻ წიგნსა჻ ნუ჻ გასწყვეტ჻ შენ჻ ზედაზედა჻ მავალსა჻ თუ჻ რას჻ სცნობ჻ ჩემთვის჻ არა჻ ვეჭვ჻ მე჻ შენგან჻ არდანამალსა჻
434. შევჯე჻ წამოველ჻ მდიოდა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ მილისა჻ საწოლს჻ შემოვე჻ ხელქმნილსა჻ ღონე჻ არ჻ მქონდა჻ ძილისა჻ ბროლი჻ და჻ ლალი჻ შევიქმენ჻ მე჻ ულურჯესი჻ ლილისა჻ ღამე჻ მერჩია჻ მეწადა჻ არ჻ გათენება჻ დილისა჻
435. ხატაეთს჻ მყოფნი჻ მოვიდეს჻ მათგან჻ მოსლვისა჻ დრონია჻ სიტყვანი჻ შემოეთვალნეს჻ ლაღნი჻ და჻ უკადრონია჻ არც჻ რამე჻ ჩვენ჻ ვართ჻ ჯაბანნი჻ არ჻ ციხეუმაგრონია჻ ვინ჻ არის჻ თქვენი჻ ხელმწიფე჻ ჩვენზედა჻ რა჻ პატრონია჻
436. მოეწერა჻ რამაზ჻ მეფე჻ ტარიელსა჻ წიგნს჻ გიწერსა჻ გამიკვირდა჻ რა჻ ეწერა჻ წიგნსა჻ შენგან჻ მონაწერსა჻ რაგვარა჻ თუ჻ მანდა჻ გეხმე჻ ვინ჻ ჰპატრონობ჻ ბევრსა჻ ერსა჻ ამისმეტსა჻ ნუმცა჻ ვნახავ჻ კვლაღა჻ წიგნსა჻ შენ჻ მიერსა჻
437. უბრძანე჻ წუევა჻ ლაშქართა჻ გავგზავნე჻ მარზაპანია჻ იგი჻ ვარსკვლავთა჻ ურიცხვი჻ მოკრბეს჻ ინდოთა჻ სპანია჻ შორით჻ და჻ ახლოთ჻ ყველაი჻ მართ჻ ჩემკენ჻ მონასხპანია჻ ერთობ჻ ლაშქრითა჻ აივსო჻ მინდორი჻ კლდე჻ კაპანია჻
438. ფიცხლა჻ მოვიდეს჻ არ჻ ექნა჻ მათ჻ შინა჻ ხანდაზმულობა჻ აღლუმი჻ ვნახე჻ მეკეთა჻ ლაშქართა჻ მოკაზმულობა჻ სიჩაუქე჻ და჻ სიკეთე჻ კეკლუცად჻ დარაზმულობა჻ ტაიჭთა჻ მათთა჻ სიკეთე჻ აბჯართა჻ ხვარაზმულობა჻
439. ავმართე჻ დროშა჻ მეფისა჻ ალმითა჻ წითელშავითა჻ დილასა჻ ვბრძანე჻ გამართვა჻ ლაშქრითა჻ უთვალავითა჻ თავსა჻ ვსტიროდი჻ ვიტყოდი჻ ბედითა჻ მეტად჻ ავითა჻ მზე჻ თუ჻ არ჻ ვნახო჻ არ჻ ვიცი჻ ვიარო჻ ვითა჻ და჻ ვითა჻
440. შინა჻ მიველ჻ დაღრეჯილსა჻ გულსა჻ სევდა჻ მიიეფდა჻ თვალთათ჻ ვითა჻ საგუბარი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმომჩქებდა჻ ბედი჻ ჩემი჻ უბედური჻ ვჰთქვი჻ თუ჻ ჯერცა჻ ვერ჻ გამეფდა჻ ხელმან჻ ვარდი჻ რად჻ იხელთა჻ რათგან჻ ასრე჻ ვერ჻ მოჰკრეფდა჻
441. შინა჻ მოველ჻ სევდიანი჻ არ჻ ნადიმად჻ ღვინოს჻ ვსმიდი჻ წამ჻ წავიდი჻ სოფლისაგან჻ მადლი჻ ღმერთსა჻ შვსწირვიდი჻ ვერცა჻ ვიჯდი჻ ვერცა჻ ვიდგი჻ არა჻ ვიცი჻ რასა჻ ვჰზმიდი჻ თმობა჻ ვსთხოვე჻ შემოქმედსა჻ მეფისაკენ჻ წაცავიდი჻
442. მონა჻ შემოდგა჻ მივეცი჻ საქმესა჻ გაკვირვებულსა჻ ასმათის჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ მეტად჻ შეჭირვებულსა჻ ეწერა჻ გიხმობს჻ შენი჻ მზე჻ შენ჻ მისთვის჻ მოსურვებულსა჻ მოდი჻ სჯობს჻ მანდა჻ ტირილსა჻ საქმესა჻ ბედით჻ ვებულსა჻
443. მიამა჻ უფრო჻ გავხელდი჻ საქმისა჻ მიუმხვდარია჻ ადლი჻ შევჰკადრე჻ უფალსა჻ ვიაჯე჻ ზეენარია჻ მზესა჻ ვეშაპი჻ შეიპყრობს჻ მე჻ მისად჻ მსგავსად჻ ვარია჻ დავაგდე჻ სრისა჻ ალაგი჻ ბაღისა჻ ვლახე჻ არია჻
444. ვითა჻ მმართებდა჻ ეგზომი჻ რამცა჻ ვით჻ გავიხარეო჻ შეღამდა჻ წავე჻ ბაღისა჻ მე჻ კარი჻ შევიარეო჻ სად჻ ასმათ჻ პირველ჻ მენახა჻ მუნვე჻ ჩნდა჻ მდგომიარეო჻ სიცილით჻ მითხრა჻ წამოვლე჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთვარეო჻
445. შემავლო჻ სახლი჻ ნაგები჻ კეკლუცად჻ ბანისბანითა჻ გამოჩნდა჻ მთვარე჻ ნათლითა჻ გარე჻ შუქმონავანითა჻ ფარდაგსა჻ შიგან჻ მჯდომარე჻ შესამოსლითა჻ მწვანითა჻ საკრძალავი჻ და჻ ღარიბი჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანითა჻
446. შეველ჻ წავდეგ჻ ნოხთა჻ პირსა჻ მე჻ დამიწყო჻ ცეცხლმან჻ შრეტად჻ გულსა჻ ბნელი჻ გამინათლდა჻ ზედა჻ ლხინი჻ ადგა჻ სვეტად჻ მას჻ ბალიში჻ შემოეგდო჻ მზისა჻ შუქსა჻ სჯობდა჻ მეტად჻ ჩემგან჻ პირსა჻ იფარვიდა჻ აიხედის჻ წამსა჻ ჭვრეტად჻
447. უბრძანა჻ თუ჻ მოახსენე჻ ასმათ჻ დაჯდეს჻ ამირბარსა჻ მან჻ ბალიში჻ დამართებით჻ დადვა჻ მას჻ მზედ჻ საქებარსა჻ დავჯე჻ მივეც჻ გულსა჻ ლხინი჻ საწუთროსა჻ დამგმობარსა჻ მიკვირს჻ სულნი჻ რადღა჻ მიდგან჻ ვიტყვი჻ მისგან჻ ნაუბარსა჻
448. მიბძანა჻ ძოღან჻ გეწყინა჻ გაშვება჻ უუბარისა჻ მზემან჻ გაყრითა჻ დაგაჭკნე჻ ვითა჻ ყვავილი჻ ბარისა჻ გაგსჯიდა჻ დენა჻ ცრემლისა჻ ნარგისთათ჻ ნაგუბარისა჻ მაგრა჻ ხამს჻ ჩემგან჻ სირცხვილი჻ და჻ რიდი჻ ამირბარისა჻