... (პარიზული ხელნაწერი 10)

412. ბედითი჻ ბნედა჻ სიკვდილი჻ რა჻ მიჯნურობა჻ გგონია჻ სჯობს჻ საყვარელსა჻ უჩვენნე჻ საქმენი჻ საგმირონია჻ ხატაეთს჻ მყოფნი჻ ყველანი჻ ჩვენნი჻ სახარაჯონია჻ აწ჻ მათი჻ ჯავრნი჻ ჩვენზედა჻ ჩვენგან჻ არ჻ დასათმონია჻

413. შენგან჻ ჩემისა჻ ქმრობისა჻ წინასაც჻ ვიყავ჻ მდომია჻ მაგრა჻ აქამდის჻ საუბრად჻ კვლავ჻ ჟამი჻ არ჻ მამხდომია჻ ძუღან჻ ხელქმნილსა჻ გიჭვრეტდი჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომია჻ მანდა჻ ყველაი჻ მასმია჻ რაცა჻ შენ჻ გარდაგხდომია჻

414. მართლად჻ გითხრობ჻ მომისმინე჻ ესე჻ რაცა჻ მოგახსენე჻ წა჻ შეები჻ ხატაელთა჻ თავი჻ კარგად჻ გამაჩვენე჻ გიჯობს჻ ცუდად჻ ნუღარა჻ სტირ჻ ვარდი჻ კვლამცა჻ რად჻ დასტენე჻ მზემან჻ მეტი჻ რაღა჻ გიყოს჻ აჰა჻ ბნელი჻ გაგითენე჻

415. ასმათი჻ მეუბნებოდა჻ უშიშრად჻ არ჻ მეკრძალოდა჻ ჩემი჻ რა჻ გითხრა჻ რა჻ ვიყავ჻ ლხინი჻ რად჻ დამეთვალვოდა჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ მიარდა჻ ჰკრთებოდა჻ და჻ მემალოდა჻ მით჻ პირი჻ ჩემი჻ გაბროლდა჻ და჻ ღაწვი჻ გამელალვოდა჻

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი჻

416. თვალთა჻ დავიდევ჻ უსტარი჻ მე჻ მისგან჻ მონაწერია჻ პასუხად჻ ვსწერდი჻ მთვარეო჻ შენმცა჻ მზე჻ ვით჻ მოგერია჻ მე჻ ღმერთმან჻ იგი჻ ნუ჻ მომცეს჻ რაც჻ არა჻ შენი჻ ფერია჻ სიზმრად჻ მგონია჻ დარჩომა჻ ჩემი჻ ვერ჻ დამიჯერია჻

417. ასმათს჻ უთხარ჻ მე჻ პასუხსა჻ ამის჻ მეტსა჻ ვერ჻ მივხვდები჻ ესე჻ ჰკადრე჻ რათგან჻ მზეო჻ ჩემთვის჻ ნათლად჻ ამოჰხდები჻ აჰა჻ მკვდარი჻ გამაცოცხლე჻ ამას჻ იქით჻ აღარ჻ ვბნდები჻ რასაცაღა჻ სამსახურსა჻ ვჰტყუვი჻ თუღა჻ ვერიდები჻

418. ასმათ჻ მითხრა჻ მე჻ მიბრძანა჻ ესე჻ ვქმნათო჻ ესე჻ სჯობდეს჻ ვინცა჻ გნახოს჻ ჩემგან჻ მისსა჻ საუბარსა჻ ვერა჻ სცნობდეს჻ ჩემად჻ ნახვად჻ მოვიდოდეს჻ შენ჻ ვითამცა჻ გაშიკობდეს჻ დაცამვედრა჻ ამირბარსა჻ უთხარ჻ ასრე჻ ნამუსობდეს჻

419. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ სიბრძნე჻ გულისა჻ მისისა჻ მისი჻ მზესაცა჻ რიდება჻ ჰქონდის჻ ნახვისა჻ ვისისა჻ მისგან჻ მომეცა჻ მოსმენა჻ არ჻ საუბრისა჻ მქისისა჻ ვისთა჻ შუქთაგან჻ უკუნსა჻ ჰგვანდის჻ სინათლე჻ დღისისა჻

420. ასმათს჻ მოვართვი჻ რჩეული჻ თვალი჻ ოქროსა჻ ჯამითა჻ მან჻ მითხრა჻ არა჻ არ჻ მინდა჻ ვარ჻ გამაძღარი჻ ამითა჻ ერთი჻ აიღო჻ ბეჭედი჻ მართ჻ აწონილი჻ დრამითა჻ ესე჻ კმა჻ ნიშნად჻ სავსე჻ ვარ჻ სხვად჻ ხელის჻ შესაბამითა჻

421. ქალი჻ ადგა჻ წამოვიდა჻ მე჻ ლახვართა჻ გულსა჻ მრიდეს჻ ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ დაშრტეს჻ ცეცხლნი჻ რომე჻ მწვიდეს჻ შეველ჻ დავჯე჻ ნადიმადვე჻ ჩემნი჻ სწორნი჻ სადა჻ სმიდეს჻ მხიარულმან჻ საბოძვარი჻ გავეც჻ ზამი჻ გაადიდეს჻

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა჻

422. გავგზავნე჻ კაცი჻ ხატაეთს჻ და჻ წიგნი჻ ჩემმაგიერი჻ მივსწერე჻ მეფე჻ ინდოთა჻ არისმცა჻ ღმრთულებრ჻ ძლიერი჻ მათი჻ ერთგული჻ გაძღების჻ ყოველი჻ სული჻ მშიერი჻ ვინცა჻ ურჩ჻ ექმნას჻ იქმნების჻ თავისა჻ არ჻ მადლიერი჻

423. ჩვენო჻ ძმანო჻ და჻ პატრონნო჻ თქვენგან჻ არ჻ გავიმწარებით჻ ესე჻ რა჻ ნახოთ჻ ბრძანება჻ აქამცა჻ მოიარებით჻ თქვენ჻ თუ჻ არ჻ მოხვალთ჻ ჩვენ჻ მოვალთ჻ ზედა჻ არ჻ მოგეპარებით჻ სჯობს჻ რომე჻ გვნახნე჻ თავისა჻ სისხლთა჻ ნუ჻ ეზიარებით჻

424. კაცნი჻ გავგზავნენ჻ მე჻ გულსა჻ მომეცა჻ უფრო჻ ლხინები჻ დარბაზს჻ ვიშვებდი჻ დამევსო჻ ცეცხლი჻ წვად჻ მოუთმინები჻ მაშინ჻ სოფელმან჻ საწუთრო჻ მიუხვის჻ რაცა჻ ვინები჻ აწ჻ ხელმქმნა჻ რომე჻ საახლოდ჻ მხეცთაცა჻ მოვეწყინები჻

425. პირველ჻ გაჭრისა჻ პირება჻ მერმე჻ დასწყნარდეს჻ ცნობანი჻ ჩემთა჻ სწორთაგან჻ იყვნიან჻ ჩემს჻ წინა჻ ნადიმობანი჻ მაგრა჻ დამშლიდეს჻ ლხინთაგან჻ სურვილთა჻ დიადობანი჻ ზოგჯერ჻ შემცვიან჻ სევდათა჻ ვჰთქვენი჻ საწუთროს჻ გმობანი჻

426. დღესა჻ ერთსა჻ საწოლს჻ მოვე჻ მეფისა჻ სრით჻ წამოსრული჻ ვჯე჻ და჻ მასვე჻ ვიგონებდი჻ არ჻ მიეცა჻ თვალთა჻ რული჻ წიგნი჻ მქონდა჻ საიმედო჻ ამად჻ ვიყავ჻ მხიარული჻ კარსა჻ მცველმან჻ მონა჻ უხმო჻ უთხრა჻ რამე჻ დაფარული჻

427. მონააო჻ ასმათისი჻ საწოლს჻ ვუთხარ჻ შემოყვანა჻ მოეწერა჻ გიბრძანებსო჻ ვისი჻ მესვა჻ გულსა჻ დანა჻ ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ ამიფოლხვა჻ ჯაჭვთა჻ მანა჻ წავე჻ მონა჻ წავიტანე჻ რამცა჻ ვუთხარ჻ ამისთანა჻

428. ბაღჩას჻ შეველ჻ არა჻ დამხვდა჻ კაცი჻ ჩემი჻ მოუბნარი჻ ქალი჻ წინა჻ მომეგება჻ მხიარული჻ მოცინარი჻ მითხრა჻ ვაშად჻ ამოგიღე჻ არ჻ გასვია჻ გულსა჻ ნარი჻ მოდი჻ ნახე჻ ვარდი჻ შენი჻ უფრჭვნელი჻ დაუმჭნარი჻

429. ამიგდო჻ ქალმან჻ ფარდაგი჻ მძიმე჻ თავისა჻ ძალითა჻ სადა჻ დგა჻ კუბო჻ შემკული჻ ბალახშითა჻ და჻ ლალითა჻ შიგან჻ ჯდა჻ იგი჻ პირითა჻ მზისაებრ჻ ელვამკრთალითა჻ მე჻ შემომხედნის჻ ლამაზად჻ მის჻ მელნის჻ ტბისა჻ თვალითა჻