... (პარიზული ხელნაწერი 10)

393. მათ჻ ვერა჻ მარგეს჻ მე჻ გულსა჻ ბინდი჻ დამეცა჻ ბნელისა჻ სხვამან჻ ვეარავინ჻ შემატყვა჻ დება჻ ცნობისა჻ ხელისა჻ სისხლი჻ დამწამეს჻ მეფემან჻ ბრძანა჻ გახსნევა჻ ხელისა჻ გავიხსენ჻ ფარვად჻ პატიჟთა჻ არვისგან჻ საეჭველისა჻

394. ჴელგახსნილი჻ სევდიანი჻ საწოლს჻ ვიყავ჻ თავისწინა჻ ჩემი჻ მონა჻ შემოვიდა჻ შევხედე჻ თუ჻ თქვას჻ რა჻ მინა჻ მონააო჻ ასმათისი჻ შემოყვანა჻ უთხარ჻ შინა჻ გულსა჻ შინა჻ დაუზრახე჻ რა჻ მპოვაო჻ ანუ჻ ვინა჻

395. ასმათის჻ წიგნი჻ მომართვა჻ მე჻ წავიკითხე჻ ნებასა჻ წიგნსა჻ შევატეევ჻ ლამობდა჻ შეყრისა჻ მოსწრაფებასა჻ პასუხად჻ გავეც჻ ჟამია჻ მართალ჻ ხარ჻ გაკვირვებასა჻ მოვალ჻ თუ჻ მიხმობ჻ მე჻ ნუ჻ მეჭვ჻ მოსლვისა჻ დაზარებასა჻

396. გულსა჻ ვარქვი჻ თუ჻ ლახვარნი჻ ეგე჻ ვით჻ დაგაღონებენ჻ ამირბარი჻ ვარ჻ ხელმწიფე჻ სრულად჻ ჰინდონი჻ მმონებებ჻ აზრად჻ შეიქმან჻ საქმესა჻ ათასჯერ჻ შეაწონებენ჻ თუ჻ შეიგებენ჻ მე჻ მათთა჻ არეთა჻ არ჻ მარონებენ჻

397. კაცი჻ მოვიდა჻ მეფისა჻ სწადსო჻ ამბვისა჻ სმინება჻ მოყვანა჻ ვუთხარ჻ ებრძანა჻ ქნაცა჻ სისხლისა჻ დინება჻ მე჻ ვჰკადრე჻ ხელი჻ გავიხსენ჻ დამიწყო჻ მოჯობინება჻ წინაშე჻ მოვალ჻ ამისთვის჻ კვლა჻ უფრო჻ მმართებს჻ ლხინება჻

398. დარბაზს჻ მიველ჻ მეფე჻ ბრძანებს჻ ამის჻ მეტსა჻ ნუ჻ იქ჻ აბა჻ ცხენსა჻ შემსვა჻ უკაპარჭო჻ წელთა჻ არა჻ არ჻ შემაბა჻ შეჯდა჻ ქორნი჻ მოუტივნა჻ დურაჯები჻ დაინაბა჻ მშვილდოსანნი჻ გასაგანნა჻ იტყოდიან჻ შაბაშ჻ შაბა჻

399. შინა჻ დავსხედით჻ ნადიმად჻ მას჻ დღესა჻ მინდორს჻ რებულნი჻ მომღერალნი჻ და჻ მუტრიბნი჻ არ჻ იყვნეს჻ სულდაღებულნი჻ მეფემან჻ გასცნა჻ მრავალნი჻ თვალნი჻ ღარიბად჻ ქებულნი჻ აუვსებელნი჻ არ჻ დარჩეს჻ მას჻ დღესა჻ მათნი჻ ხლებულნი჻

400. მეფემან჻ გასცა჻ მას჻ დღესა჻ მრავალნი჻ საჭურჭლენია჻ ლაშქართა჻ მისცა჻ ურიცხვი჻ ჯოგი჻ რემა჻ და჻ ცხენია჻ თავსა჻ ვჰკრძალევდი჻ სირცხვილად჻ ვიახელ჻ შენარცხენია჻ ღმერთსამცა჻ რად჻ დაებადა჻ მათებრნი჻ ელმწიფენია჻

401. ვეცდებოდი჻ არა჻ მცალდა჻ სევდისაგან჻ თავის჻ კრძალვად჻ ვიგონებდი჻ ცეცხლი჻ უფრო჻ მედებოდა჻ გულსა჻ ალვად჻ ჩემნი჻ სწორნი჻ წავიტანენ჻ ჩემსა჻ დავჯე჻ მთქვიან჻ ალვად჻ შევქმენ჻ სმა჻ და჻ ნადიმობა჻ პატიჟთა჻ და჻ ჭირთა჻ მალვად჻

402. მოლარემან჻ შინაურმან჻ ყურსა჻ მითხრა჻ ნაუბარი჻ ქალი჻ ვინმე჻ გიკითხავსო჻ ინახვისცა჻ ამირბარი჻ ზეწარითა჻ მოუბურავს჻ პირი჻ ბრძენთა჻ საქებარი჻ ვარქვი჻ საწოლს჻ შეიყვანე჻ ჩემგან჻ არის჻ ნახმობარი჻

403. ავდეგ჻ მსხდომნი჻ ნადიმობით჻ აემზადნეს჻ ასაყრელად჻ შადი჻ უთხარ჻ ნუ჻ ასდგებით჻ მოვალ჻ ხანთა჻ დაუზმელად჻ გამოვე჻ და჻ საწოლს჻ შეველ჻ მონა჻ დადგა჻ კარსა჻ მცველად჻ გული჻ მივეც჻ თმობაქნათა჻ აუგისა჻ საკრძალველად჻

404. კარსა჻ შევდეგ჻ ქალი჻ წინა჻ მომეგება჻ თაყვანის჻ მცა჻ მითხრა჻ მოსლვა჻ თქვენს჻ წინაშე჻ კურთხეულ჻ არს჻ ვინცა჻ ღირსმც჻ ა჻ გამიკვირდა჻ მიჯნურისა჻ თაყვანება჻ ექნა჻ ვისმცა჻ ვჰთქვი჻ არ჻ იცის჻ აშიკობა჻ თუმც჻ იცოდა჻ წყნარად჻ ზისმცა჻

405. შევედი჻ დავჯექ჻ ტახტსა჻ ზედა჻ ქალი჻ მოდგა჻ ნოხთა჻ პირსა჻ ჩემსა჻ ახლოს჻ დასაჯდომად჻ თავი჻ მისი჻ არ჻ აღირსა჻ ვარქვი჻ მანდა჻ რად჻ ჰზი჻ შენ჻ თუ჻ სიყვარული჻ ჩემი჻ გჭირსა჻ მან჻ პასუხი჻ არა჻ მითხრა჻ ჩემთვის჻ ჰგვანდა჻ სიტყვაძვირსა჻

406. მითხრა჻ დღე჻ ეგე჻ სირცხვილად჻ მედების჻ გულსა჻ ალობა჻ გგონია჻ ჩემგან჻ წინაშე჻ მაგისთვის჻ მომავალობა჻ მაგრა჻ აწ჻ მიდებს჻ იმედსა჻ შენგან჻ ცდისაღა჻ მალობა჻ ამას჻ თუ჻ ვღირს჻ ვარ჻ ვერ჻ ვიტყვი჻ მაკლია჻ ღმრთისა჻ წყალობა჻

407. ადგა჻ მითხრა჻ თქვენსა჻ კრძალვასა჻ ჩემგან჻ ცნობა჻ უბნევია჻ ნუ჻ მეჭვ჻ რაცა჻ პატრონისა჻ ბრძანებასა჻ უთქმევია჻ ეზომ჻ დიდსა჻ შემართებად჻ გულსა჻ მისად჻ უთნევია჻ ამა჻ წიგნმან჻ გაგაგონოს჻ ჩემთვის჻ რაცა჻ უთქმევია჻

408. მიბრძანა჻ მითხრა჻ ამბავი჻ იცოდა჻ ჩემის჻ ნებისა჻ ყურსა჻ მიანბო჻ ხაბარი჻ ჩემისა჻ გახარებისა჻ შეგყარნა჻ ბოლოდ჻ ვისიცა჻ შეხედვა჻ გენატრებისა჻ წიგნი჻ მომართვა჻ გავჰკაზმე჻ ხმა჻ უთხარ჻ მიბრუნვებისა჻

409. გამიკვირდა჻ შემეზარნეს჻ ესე჻ რამან჻ ათქმევინა჻ ვინ჻ მპოვაო჻ სადაურმან჻ სადით჻ მიცნობს჻ იგ჻ მე჻ ვინა჻ მის჻ მგონესა჻ ყოფა჻ ჩემი჻ ერთობ჻ სრულად჻ დამკარგვინა჻ ნუ჻ ყოს჻ ღმერთმან჻ მისად჻ ნაცვლად჻ მზეცა჻ მომხვდეს჻ მინდა჻ მინა჻

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყუარელისა თანა მოწერილი჻

410. წიგნი჻ ვნავხე჻ მისი჻ იყო჻ ვისი჻ მდაგავს჻ ცეცხლი჻ გულსა჻ მოეწერა჻ მზისა჻ შუქსა჻ ნუ჻ დაიჩნევ჻ ლომო჻ წყლულსა჻ მე჻ შენი჻ ვარ჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ მაგრა჻ ბნედა჻ ცუდი჻ მძულსა჻ აწ჻ ასმათი჻ მოგახსენებს჻ ყველაკასა჻ ჩემგან჻ თქმულსა჻

411. ასმათ჻ დგა჻ ჩემთვის჻ მისისა჻ წიგნისა჻ წასაკითხავად჻ თქვა჻ ძოღან჻ შენი჻ ამბავი჻ მითხრიან჻ ვისცა჻ ვკითხ჻ ავად჻ გიბრძანებს჻ მესმის჻ მოვლენო჻ ლაშქარნი჻ შენად჻ მკითხავად჻ ლომსა჻ მით჻ მართებს჻ ვაგლახი჻ თუ჻ მისი჻ თავი჻ ითხა჻ ვად჻