... (A-363), XVII ს.

388. შენ: არ: იცი: ხუარაზმშასი: საქმროდ: ჩემად: მოყუანება: შენ: ჯდომილხარ: სავაზიროდ: შენი: რთულა: ამას: ნება: შენ: გასტეხე: ფიცი: ჩემი: სიმტკიცე: და: იგი: მცნება: ღთ~ნ: ქნა: და: დაგირჩინა: ცუდად: შენი: ჴელოვნება:

389. გაჴსოვს: ოდეს: ჰაი: ჰაი: ზმიდი: ცრემლნი: შენნი: ველთა: ბანდეს: მკურნალნი: და: დასტაქარნი: წამალთყე: მოგიტანდეს: მამაცისა: სიცრუვეთა: ნეტარ: სხვანი: რამცა: ჰგვანდეს: რადგან: დამთმე: მეცა: დაგთმობ: ვინძი: უფრო: დაზიანდეს:

390. ამას: ვბრძანებ: ვინცა: გინდა: ეპატრონოს: ჰინდოეთსა: ეგრეც: მე: მაქვს: პატრონობა: უგზოს: ვლიდენ: თუნდა: გზეთსა: ეგე: აგრე: არ: იქნების: წა: მომცთარხარ: მოსაცეთსა: აზრნი: შენნი: შენვე: გგვანან: ტყუვანსა: და: შენ: აგეთსა:

391. ცოცხალ: ვიყო: შენ: ჰინდოეთს: ღ~ო: ხანი: ვერა: დაჰყო: თუ: ეცადო: დაყოფასა: ჴორცთა: შენთა: სული: გაჰყო: სხვა: ჩემებრი: ვერა: ჰპოო: ცათამდისცა: ჴელი: აჰყო: ესე: სიტყვა: დაასრულა: ყმა: ატირდა: სულთქვნა: აჰყო:

392. თქუა: რა: მესმა: ესე: მისგან: მეიმედა: მეტის: მეტად: კულა: მიეცა: თვალთა: ძალი: მის: ნათლისა: ეგრე: მჭურეტად: აწ: დავჰკარგე: რად: არ: გიკვირს: რად: ცოცხალვარ: რად: ვარ: რეტად: ვაი: სოფელო: უხანოო: რად: ჰზი: სისხლთა: ჩემთა: ხურეტად:

393. შევხედენ: ვნახე: სასთუნალს: მუსაფი: გაშლით: მდებარე: ავდეგ: ავიღე: მე: ღ~თისა: და: მერმე: მე: მათი: მქებარე: ვჰკადრე: თუ: მზეო: დაგიწუავს: ჩემიცა: დაწვი: მზე: ბარე: რადგან: არ: მომკალ: პასუხი: ერთია: გკადრო: მე: ბარე:

394. რომე: გკადრებ: ესე: სიტყუა: აწ: თუ: ცუდად: ნალიქნია: ცამცა: მრისხავს: მზისა: შუქნი: ყოლა: ჩემთვის: ნაშუქნია: თუ: მაღირსებ: გაკითხვასა: ავი: არა: არ: მიქნია: მან: მიბრძანა: რაცა: იცი: თქვიო: თავი: დამიქნია:

395. კულაცა: ვჰკადრე: მეთუ: მზეო: თქუენთვის: ფიცი: გამეტეხოს: ღ~თნ: აწვე: რისხვა: მისი: ზეცით: ჩემთვის: გაამეხოს: ვისი: გინდა: უშენოსა: პირი: მემზოს: ტანი: მეხოს: მაშა: მაშინ: როგორ: დავრჩე: რა: ლახვარი: გულსა: მეხოს:

396. მე: მეფეთა: დარბაზს: მიჴმეს: შექნეს: დიდი: ვაზირობა: მათ: წინასვე: დაეპირა: იმა: ყმისა: შენი: ქმრობა: დამეშალა: ვერ: დავშლიდი: დამრჩებოდა: უმეცრობა: თავსა: უთხარ: დაემოწმე: ჟამად: გიჯობს: გულ: მაგრობა:

397. მემცა: დაშლა: ვითა: ვჰკადრე: რათგან: იგი: ვერ: მიმხუდარა: არ: იტყუის: თუ: ინდოეთი: უპატრონოდ: არ: მომჴდარა: ტარიელ: არს: მემამულე: სხუასა: ჰმართებს: არვის: არა: ვის: მოიყუანს: არა: ვიცი: ანუ: იგი: ვინ: მომცდარა:

398. ვთქუი: ამითა: ვეღარას: ვიქ: ღონე: სხუარა: მოვიგვარო: თავსა: უთხარ: ნუ: მოგიცავ: გონებაო: მრავალგუარო: მედვა: გული: მჴეცისაებრ: ათასჯერცა: მინდორს: ვარო: ვისმცა: მივეც: თავი: შენი: შენვე: თუმცა: არ: წამგვარო:

399. სულთა: ვარდი: გულისათვის: კოშკი: ამად: გამებაზრა: იგი: წვიმა: დარენელდა: რომე: პირველ: ვარდი: აზრა: ვნახე: ძოწსა: მარგალიტი: გარე: ტურფად: მოემაზრა: მიბრძანა: თუ: ეგე: საქმე: მემცა: მართლად: რად: მიაზრა:

400. არ: დავიჯერებ: მე: შენსა: ღალატსა: ორგულობასა: უვარის: ქნასა: ღ~თისასა: ამისთუის: არ: მადლობასა: იაჯდი: თავსა: ჩემსა: და: მორჭუმით: ჰინდოეთს: ფლობასა: მე: და: შენ: ვისხდეთ: ჴელმწიფედ: სჯობს: ყოვლსა: სიძე: სძლობასა:

401. მე: ღ~ისაებრად: მომიტკბა: გამწყრალი: გამქისებული: ანუ: მზე: იყო: ქვეყანად: ან: მთუარე: პირ: გავსებული: ახლოს: დამისვა: დამიტკბა: აქამდის: არ: ღირსებული: მეუბნებოდა: დამივსო: ცეცხლი: ამითა: გზებული:

402. მიბრძანა: თუ: გონიერი: ჴამს: აროდეს: არ: აჩქარდეს: რაცა: სჯობდეს: მოაგუაროს: საწუთროსა: დაუწყნარდეს: თუ: სასიძო: არ: მოუშვა: ვაი: თუ: მეფე: გაგიმწარდეს: შენ: და: ისი: წაიკიდოთ: ჰინდოეთი: გარდაქარდეს:

403. კულა: თუ: სიძე: შემოუშვა: მე: შემირთავს: იყოს: ასდენ: ერთმანერთსა: გავეყარნეთ: ძოწეულნი: გაგვიფლასდენ: მათ: მორჭმულთა: მოივლინონ: ჩვენ: პატიჟნი: გაგვიასდენ: ესე: ამბვად: არ: ეგების: რომე: სპარსნი: გაგვიხასდენ:

404. მე: ვჰკადრე: ღ~თნ: აშოროს: მის: ყმისა: შენი: ქმარობა: რა: შემოვიდენ: ჰინდოვეთს: შევიგნა: მათი: გმირობა: უჩვენო: ჩემი: ძალგული: და: ჩემი: მეომარობა: ასრე: დავჰჴოცნე: შეეძლოს: აღარა: არსაჴმარობა:

405. მიბრძანა: თუ: ჴამს: დიაცი: დიაცურად: საქმე: დედლად: დიდსა: სისხლსა: ვერ: შეგაქნევ: ვერ: ვიქნები: შუა: კედლად: რა: მოვიდეს: სიძე: მოკალ: მისთა: სპათა: აუწყუედლად: ქნა: მართლისა: სამართლისა: ხესა: შეიქს: ჴმელსა: ნედლად:

406. ასრე: ჰქენ: ჩემო: ლომო: და: მჯობო: ყოველთა: გმირთაო: მიპარვით: მოკალ: სასიძო: ლაშქართა: ნუ: მოირთაო: მისთა: სპათაცა: ნუ: დაჰჴოც: ზროხათა: ვითა: ვირთაო დიადი: სისხლი: უბრალო: კაცმანცა: ვით: იტვირთაო:

407. იგი: რა: მოჰკლა: ეუბენ: პატრონსა: ჩემსა: მამასა: ჰკადრე: თუ: სპარსთა: ვერა: ვიქ: ჰინდოეთისა: ჭამასა: ჩემია: მკვიდრი: მამული: არ: მივსცემ: არცა: დარასა: არ: დამეხსნები: გაგიჴდი: ქალაქსა: ვითა: ტრამასა: