... (A-363), XVII ს.

368. განაღამცა: ვიწინაშე: აჰა: რიდე: რომე: მთხოვე: ყაბაჩაცა: ასეთივე: ამისებრი: ვერა: ვჰპოვე: დაბნედილსა: ნუ: დამაგდებ: მიშველე: რა: მარგე: მოვე: სოფელს: მყოფსა: უშენოსა: კაცსა: ვისამც: შევეპოვე:

369. ქალი: ადგა: გამეყარა: დავწევ: ამოდ: დამეძინა: მაგრა: შევჰკრთი: საყუარელი: ჩემი: ვნახე: ძილსა: შინა: გამეღვიძა: აღარა: მყუა: სულ: დგმულობა: მომეწყინა: ღამე: ასრე: გავათენე: მისი: ჴმაცა: არ: მესმინა:

370. დილასა: ადრე: სრას: მიჴმეს: დღე: რა: ქნა: მწუხრმან: ჟამითა: ავდეგ: ვცან: მათი: ამბავი: წასლვა: ვქმენ: მითვე: წამითა: ვნახე: ორნივე: ერთგან: სხდეს: სახითა: ოდენ: სამითა: რა: მიველ: მითხრეს: დაჯდომა: წინაშე: დავჯე: სკამითა:

371. მიბრძანეს: თუ: ღ~თნ: ასრე: დაგვაბერნა: დაცაგულია: ჟამი: გუახლავს: სიბერისა: სიყმაწვილე: გარდგვივლია: ყმა: არ: მოგვცა: ქალი: გვივის: ვისგან: შუქი: არ: გვაკლია: ყმისა: არ: სუმა: არა: გუგავა: ამად: ზედა: წაგუილია:

372. აწ: ქალისა: ჩვენისათუის: ქმარი: გვინდა: სად: მოვნახოთ: რომე: მივსცეთ: ტახტი: ჩვენი: სახედ: ჩვენად: გამოვსახოთ: სამეფოსა: ვაბატრონოთ: საჴელმწიფო: შევანახოთ: არ: ამოვსწყდეთ: მტერთა: ჩვენთა: ჴრმალი: ჩვენთვის: არ: ვამახოთ:

373. ვჰთქუი: თქუენი: ძისა: არა: სმა: გულსა: ვით: მიეფარების: მაგრა: კმა: ჩვენად: იმედად: ვინ: მზესა: დაედარების: ვისცა: სთხოვთ: შვილსა: სასიძოდ: მას: დიდად: გაეხარების: სხუამცა: რა: გკადრეთ: თვით: იცით: მაგას: რა: მოეგვარების:

374. დავიწყეთ: რჩევა: საქმისა: გული: უც: თუცა: მელია: ვთქუი: ჩემგან: დაშლა: ამისი: არ: ითქმის: არ: საქნელია: მეფემან: ბრძანა: ხუარაზმშა: ჴელმწიფე: ხუარაზმელია: თუ: მოგუცემს: შვილსა: საჩვენოდ: მისებრივ: არ: რომელია:

375. რომე: პირველვე: დაესკუნა: მათ: ესე: შეეტყუებოდა: ერთმანერთსაცა: უჭვრეტდეს: სიტყუაცა: აგრე: სწბებოდა: ჩემგან: დაშლისა: კადრება: მართ: ამბვად: არ: ეგებოდა: ოდენ: დავმიწდი: დავნაცრდი: გული: მი: და: მო: ჰკრფებოდა:

376. დედოფალმან: თქვა: ხუარაზმშა: მეფეა: მორჭმით: მჯდომელი: მათსამცა: შვილსა: სასიძოდ: ჩვენთუის: სხვა: სჯობდა: რომელი: შეცილებამცა: ვით: ჰკადრა: რადგან: თვით: იყო: მდომელი: მოწმობა: დავრთე: დაესკუნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი:

377. გაგზავნეს: კაცი: ხვარაზმშას: წინა: შვილისა: მთხოველი: შესთვალეს: გაჴდა: უმკვიდროდ: სამეფო: ჩუენი: ყოველი: არს: ერთი: ქალი: საძეო: არ: კიდევ: გასათხოველი: თუ: მოგუცემ: შვილსა: სამისოდ: სხვასა: ნუღარას: მოელი:

378. კაცი: მოვიდა: აევსო: ჯუბაჩითა: და: რიდითა: გახარებოდა: ხუარაზმშას: სიხარულითა: დიდითა: ებრძანა: მოგხუდა: ღ~თნ: ჩვენ: რომე: ვინატრიდითა: თვით: მაგისებრსა: შვილსამცა: ჩვენ: ჴელსა: რასა: ვჰჴდიდითა:

379. კულა: გაგზავნეს: სხვანი: კაცნი: სასიძოსა: მოყუანებად: დაავედრეს: თუ: ნუ: აყოვნებთ: მოდით: ჩვენად: ნაბრძანებად: მე: მაშვრალი: ნაბურთალი: საწოლს: შეველ: მოსვენებად: გულსა: სევდა: შემეყარა: ვიწყე: ჭირთა: მოპოვნებად:

380. მეტმან: სევდამან: მიმწურა: გულსა: დაცემად: დანისად: ასმათის: მონა: შემოდგა: შევჯე: ლაღი: და: ჯანი: სად: წიგნი: მომართვა: ეწერა: ვინ: სჩან: ალვისა: ტანისად: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: დაუყოვნებლად: ხანისად:

381. შევჯე: წაველ: ბაღჩას: მიველ: ვითა: სცნობდენ: ლხინთა: ზომით: ბახჩა: შევლე: კოშკი: დამხუდა: ასმათ: ვნახე: ძირსა: დგომით: ვნახე: ვსჭურეტდი: ნატირებად: ცრემლი: აჩნდა: ღაწუთა: წთომით: დამიმძიმდა: არა: ვჰკითხე: ჩემი: სჭირდა: მისულა: ნდომით:

382. იგი: ვნახე: დაღრეჯილი: ესე: მეტად: დამიმძიმდა: ვითა: წინას: შემომცინის: აღარ: ეგრე: გამიღიმდა: ყოლა: სიტყუა: არ: მომიგო: ოდენ: ცრემლთა: გარდმოსწვიმდა: ამით: უფრო: დამაწყლულა: არა: წყლულთა: მიაქიმდა:

383. ჩემნი: ერთნი: გონებანი: მეტად: შორად: გამიკიდნა: შინა: კოშკად: შემიყუანა: ფარდაგსაცა: ამიზიდნა: შეველ: ვნახე: იგი: მთვარე: ჭირმან: ყოვლმან: უკუმრიდნა: გულსა: შუქნი: შემომადგა: მაგრა: გული: არ: დამიდნა:

384. იყო: არ: ნათლად: ნათელი: ფარდაგსა: შემომდგომელი: ებურა: მოშლით: პიროქრო: მე: მივეც: რიდე: რომელი: მითვე: მწვანითა: უებრო: მიწოლით: ტახტსა: მჯდომელი: ცრემლისა: ღუარსა: მოეცვა: პირი: ელვათა: მკრთომელი:

385. ქუე: წვა: ვით: კლდისა: ნაპრალსა: ვეფხი: პირ: გამეხებული: არცა: მზე: ჰგუანდა: არც: მთვარე: ხე: ალვა: ედემს: ხებული: ასმათმან: დამსვა: შორს: გუარად: გულსა: მე: ლახვარ: ხებული: მერმე: წამოჯდა: წარბ: შერჭმით: გამწყრალი: გარისხებული:

386. მიბრძანა: მიკვირს: რად: მოხველ: მშლელი: პირისა: მტკიცისა: გამწირავი: და: მუხთალი: შენ: გამტეხელი: ფიცისა: მაგრა: ნაცვალსა: პატიჟსა: მიგცემსო: ზენამან: იცისა: ვჰკადრე: რა: გკადრო: პასუხი: მის: ჩემგან: მე: უვიცისა:

387. ვთქუი: პასუხსა: ვერას: გკადრებ: თუ: არა: ვსცნობ: მე: მართალსა: რა: შეგცოდე: რა: მიქნია: უცნობოსა: ფერ: ნამკრთალსა: კულაცა: მითხრა: რას: გეუბნო: მტყუვანსა: და: შენ: მუხთალსა: დიაცურად: რად: მოვღორდი: მე: დაუწუავ: ამით: ალსა: