... (A-363), XVII ს.

350. კულაცა: დაჯდა: მხიარული: მოიმატა: სმა: და: მღერა: კულა: გაგრძელდა: ნადიმობა: ბარბითი: და: ჩანგთა: ჟღერა: დედოფალნი: წამოვიდნეს: შეეყარა: მწუხრსა: დღე: რა: ძილპირამდის: სიხარულსა: სიხარული: ჰგვანდა: ვერა:

351. ავიყარენით: მიგუჭირდა: სმა: დოსტაქნისა: მეტისა: საწოლს: შემოვე: შემექმნა: ცნობა: მათ: ვითა: რეტისა: ძალი: არ: მქონდა: ტყვე: ქმნულსა: მე: ამა: ცეცხლთა: შრეტისა: მეგონებო: მალხენდის: გონება: მისგან: ჭურეტისა:

352. მონა: მოვიდა: მიამბო: ამბავი: მან: მართალიო: თქუენსა: ამბავსა: იკითხავს: აჯიღოსანი: ქალიო: მაშინვე: ვიცან: ავიჭერ: ჩქარ: ჩქარად: გულ: ნამკრთალიო: მოვიდა: ვნახე: ასმათი: ჩემთანა: მომავალია:

353. მე: მისთუის: ვკუდები: მიამა: ასმათის: ნახვა: მე: მისად: აღარ: მიუშვი: ვაკოცე: ქნადღა: თაყუანის: ცემისად: ჴელი: მოვჰკიდე: დავისვი: ახლოს: ტახტისა: ჩემისად: ვჰკითხე: თუ: ნეტარ: მისულა: მორჩი: ალვისა: ხე: მისად:

354. მიამბე: მისი: ამბავი: სხვად: ნურად: მეუბნებია: მითხრა: თუ: გკადრებ: ამბავსა: აწ: ჩემგან: რა: სათნებია: დღეს: ერთმანერთი: გინახავთ: და: ტურფად: მოგწონებია: აწ: კულაცა: ცნობა: ამბვისა: მას: ჩემგან: უბრძანებია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მოწერილი:

355. წიგნი: მომართვა: ჩავხედენ: პირისა: თემთა: მთენისა: ეწერა: ვნახე: სიტურფე: წყალ: ჯავარისა: შენისა: ომ: გარდაჴდილი: ჰშვენოდი: შენატევები: ცხენისა: არ: ავი: მიმიჩნს: მიზეზი: ჩემისა: ცრემლთა: დენისა:

356. ღ~თნ: თუმცა: ენა: ჩემი: ქებად: შენად: უშენოსა: შენთვის: მკუდარი: აღარ: ვიტყუი: მაშა: მომკლავ: უშენოსა: მზემან: ლომსა: ვარდგიშერნი: ბაღი: ბაღჩას: უშენოსა შენმან: მზემან: თავი: ჩემი: არვის: მართებს: უშენოსა:

357. თუცა: მიგდის: ღუარი: ცრემლთა: მაგრა: ცუდად: არ: იდენო: ამას: იქით: ნუღარ: იდენ: ჭირსა: თავი: არიდენო: შენნი: მჭურეტნი: შენთა: მჭურეტთა: აგინებენ: არ: იდენო: რომე: წეღან: მოგეხვივნეს: იგი: ჩემთვის: არიდენო:

358. იგი: მე: მამცენ: რიდენი: რომელნი: წეღან: გშვენოდეს: რა: მნახო: შენცა: გიამოს: შენეულითა: მშვენოდეს: ესე: სამკლავე: შეიბი: თუ: ჩემი: გაღა: გვლენოდეს: ერთი: ასეთი: ცოცხალსა: სხვა: ღამე: არ: გაგთენოდეს:

359. აქა: მჴეც: ქმნილი: ტარიელ: ტირს: ჭირი: ეათასების: თქუა: მე: მაქუს: სამჴრე: რომელი: კულავ: წინას: მკლავსა: მას: ების: იგი: შეიხსნა: მოიღო: თუალით: არ: დაიფასების: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ქუე: მკუდართა: დაედასების:

360. ასრე: წვა: რომე: არ: ჰგუანდა: მკუდარი: სამარის: კარისა: ორგნით: ჩანს: ლები: მჯიღისა: მართ: გულსა: გარდნაკარისა: ასმათს: სდის: ღვარი: სისხლისა: ღაწუთაგან: ნახოკარისა: კულა: წყალსა: ასხამს: უშველის: ჴმა: ისმის: მუნ: წკანწკარისა:

361. ავთანდილცა: სულთქუნა: მწარედ: დაბნედილსა: შემოსჭურიტნა: ასმათ: ვანი: გაამრავლნა: ცრემლმან: მათმან: ქუანი: ჴურიტნა: მერმე: სულად: მოაქცია: ცეცხლნი: წყლითა: დაუშრიტნა: თქვა: ცოცხალვარ: საწუთრომან: აწცა: ჩემი: სისხლი: ხურიტნა:

362. ზე: წამოჯდა: ფერ: მიჴდილი: აყოლებდა: თვალთა: რეტად: ვარდი: სრულად: შექნილიყო: ზაფრანად: და: ვითა: სპეტად: დიდხან: მათად: არა: სცალდა: საუბრად: და: არცა: ჭურეტად: დარჩომა: და: არ: სიკუდილი: მას: უმძიმდა: მეტის: მეტად:

363. ავთანდილს: უთხრა: ისმენდი: ცნობა: უც: თუცა: ხელისა: გითხრა: ამბავი: ჩემი: და: ჩემისა: დამმარხუელისა: ლხინად: მიჩს: შეყრა: მოყურისა: მის: შენგან: შეუყრელისა: მე: მიკუირს: ჩემი: სიცოცხლე: ასრე: დარჩომა: მრთელისა:

364. ასმათის: ნახვა: მიამა: ჩემგან: დად: საესავისა: წიგნი: რა: ვნახე: მომართვა: ესე: საბამი: მკლავისა: მკლავსა: შევიბი: მაშინვე: მოვიხსენ: რიდე: თავისა: იგი: უცხოა: ღარიბი: მტკიცისა: რასმე: შავისა:

365. რიდენი: და: ყაბაჩანი: რომე: მესხნეს: სამძღნოდ: მისად: ერთგან: შევჰკრენ: გაუგზავნენ: მზესა: აკლდა: ოდნად: მისად: ასმათ: დიდხანს: არ: გაუშვი: მე: იმედად: სულთა: დგმისად მისგან: კიდე: მომეცალა: საუბრადმცა: სხვადღა: რისად:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა:

366. მიუწერე: მზეო: შუქი: შენი: შენგან: მონაფენი: გულსა: მეცა: გამიცუდდეს: სიჩაუქე: სიალფენი: ხელმან: შენნი: გავიცადენ: სინატიფე: სიტურფენი: სულთა: ნაცულად: სამსახურნი: რამცა: ვითა: გიმუქფენი:

367. მაშინ: ოდეს: დამარჩინე: სულთა: სრულად: არ: გამყარე: აწ: ჩემთვინცა: ესე: ჟამი: მასვე: ჟამსა: დავადარე: სამჴრე: შენი: მომივიდა: შემოვიბი: მკლავსა: გარე: რომე: მმართებს: სიხარული: ეგზომიმცა: რა: ვიხარე: