... (S-2829), 1688 წ.

457. ერთობილნი: მამეხვივნეს: მგრგვლივ: შეიქნა: ომი: დიდი: რასაცა: ვჰკრი: ვერ: დამიდგნის: სისხლსა: მჩქეფრსა: ამოვღურიდი: ცხენსა: კაცი: გაკვეთილი: მანდიკურად: გარდავჰკიდი: სითაც: ვიყვი: გამექციან: მათ: შექნიან: ჩემი: რიდი:

458. საღამო: ჟამ: დაიზახნა: ქედით: მათმან: დარაჯამან: ნუღარა: სდგათ: წაედითო: კვლა: მოგუხედნა: რისხვით: ცამან: მოვა: მტვერი: საშინელი: შეგვაშინნა: ამად: ამან: ნუთუ: სრულად: აგუწყვიტნეს: უთვალავმან: ბევრმან: სპამან:

459. იგი: ლაშქარნი: რომელნი: წამომეტანნეს: მე: არა: რა: ეცნა: წამოსულიყვნეს: ღამე: წამორთვით: ეარა: ვერ: დაიტევდა: მინდორი: და: არე: მთათა: ეარა: გამოჩნდა: სცემდეს: ტაბლაკსა: ბუკმან: ხმა: გაიზიარა:

460. რა: შეხედეს: გასაქცევლად: გაემართნეს: შევჰკივლენით: ველნი: ჩვენგან: ნაომარნი: ომითავე: გარდავლენით: ამოვსწყვიტეთ: ერთობილნი: სისხლი: მათნი: მოვღვარენით: რამაზ: მეფე: ჩამოვაგდე: ერთმან: ერთსა: გავეჴლმენით:

461. უკანანიცა: ლაშქარნი: მოესწრნეს: მათ: გაქცეულთა: დაუწყეს: პყრობა: ჩამოყრა: შეშინებულთა: ძლეულთა: ძილისა: მიხუდა: სანაცვლო: ძილ: მკრთალთა: ღამე: თეულთა: ტყვეთა: მრთელთაცა: არ: აკლდა: კვნესა: მართ: ვითა: სნეულთა:

462. მას: ადგილსა: ნაომარსა: გარდავოედით: მოსვენებად: ჴელსა: ჴრმლითა: დავეკოდე: წყლულად: მაჩნდა: არ: ნაღებად: ჩემნი: სპანი: მოვიდიან: საჭურეტლად: და: ჩემად: ქებად: ვერ: იტყვიან: ვერ: მიმხუდარან: ქებასაცა: მოხსენებად:

463. ერთსა: კაცსა: ეყოფოდეს: დიდებანი: რომე: მჭირდეს: ზოგთა: შორით: დამლოციან: ზოგნი: კოცნად: გამიპირდეს: რომელთაცა: გავეზარდე: დიდებულნი: ამიტირდეს: ჩემგან: ჴრმლითა: განაკვეთნი: ნახეს: მეტად: გაუკვირდეს:

464. გავგზავნენ: ყოვლგნით: ლაშქარნი: ალაფი: ავაღებინე: ერთობ: სავსენი: მოვიდეს: თავი: ვაალაღებინე: ჩემთა: მებრძოლთა: სისხლითა: მინდორი: შევაღებინე: არ: ვბრძოლე: კარი: ქალაქთა: უომრად: გავაღებინე:

465. რამაზს: ვარქვი: შემიგნია: საქმე: შენი: სამუხთალე: აწ: ეგრეცა: შეპყრობილმან: თავი: გამოიმართალე: სიმაგრეთა: ნუ: ამაგრებ: ყველა: ჴელთა: მამათვალე: თვარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთვალე:

466. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამის: მეტი: ჩემი: ღონე: ერთი: ჩემი: დიდებული: მომეც: ზედა: მაპატრონე: ციხოვანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე: ჴელთა: მოგცემ: ყველაკასა: გაღანამცა: შენ: გაქონე:

467. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანენ: ციხოვანნი: ერთობილნი: ჩემს: წინაშე: მოვიყვანენ: ხელთა: მამცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანენ: საჭურჭლენი: სიმრავლითა: რამცა: ვითა: დავაგვანენ:

468. მაშინღა: შეველ: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათვალავად: კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართვეს: დაუმალავად: ქვეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყვენით: თქვენ: უკრძალავად: მზემან: არ: დაგვწნა: იცოდით: დაგყარე: გაუგვალავად:

469. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდის: კიდე: უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშურები: თუ: მოვსთვალვიდე: ერთგან: ვნახე: საკვირველი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: თუმცა: ნახო: სახელისა: ცოდნასაცა: ინატრიდე:

470. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად: ვისცა: უჩვენით: უკვირდის: ღ~თისაგან: თქვის: სასწაულად: არცა: ლარულად: ჰგებოდა: მას: ქსელი: არ: ორხოულად: სიმტკიცე: ჰგვანდა: ნაჭედსა: ვჰთქვი: ცეცხლთა: შენართაულად:

471. იგი: საძღვნოდ: მისად: დავდევ: ვისი: შუქი: მანათობდა: მეფისათვის: დავარჩივე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა: ჯორ: აქლემი: ათჯერ: ასი: ყველაკაი: წვივ: მაგრობდა: დატვირთული: გავუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა:

472. წიგნი: დავსწერე: მეფეო: სვემცაა: თქვენი: სვიანად: მე: ხატაელთა: მიმუხთლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად: ჩემი: ამბავი: მართალი: ამად: გაცნობე: გვიანად: მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიან: ტყვიანად:

473. რა: ყველაი: დავიურვე: ხატაეთით: გავემგზავრე: წამოვიხუენ: საჭურჭლენი: სახელმწიფო: დავიავრე: ვერ: მოვეყავ: აქლემითა: აზავრები: ვააზავრე: მოვირჭუენ: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე:

474. ხატაეთისა: ჴელმწიფე: მომყვანდა: შეპყრობილია: ინდოეთს: მიველ: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია: რა: ქება: მითხრა: არ: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია: ჴელი: გამიხსნა: შემამკრა: მან: სახვეველი: ლბილია:

475. დადგეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა: საუბრისა: და: ჭურეტისა: ჩემისა: მას: მონდომილსა: მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდაჴდომილსა: მიალერსებდეს: მაჭმევდეს: წინაშე: ახლოს: ჯდომილსა:

476. მას: ღამე: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით: დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით: მეფემან: ბრძანა: ლაშქარნი: მიჴმენით: შემამყარენით: დღეს: ხატაელნი: მიჩვენეთ: ტყვენიცა: შემამგვარენით: