... (S-2829), 1688 წ.

517. დილასა: ადრე: სრას: მიჴმეს: დღე: რა: ქმნა: მწუხრმან: ჟამითა: ავდეგ: ვცან: მათი: ამბავი: წასლვა: ვქმენ: მისვე: წამითა: ვნახე: ორნივე: ერთგან: სხდეს: სახითა: ოდენ: სამითა: რა: მიველ: მითხრეს: დაჯდომა: წინაშე: დავჯე: სკამითა:

518. გვიბრძანეს: თუ: ღ~თნ: ასრე: დაგვაბერნა: დაცაგულია: ჟამი: გვახლავს: სიბერისა: სიყმაწვილე: გარდგვივლია: ყმა: არ: გვყუავს: ქალი: გვიზის: ვისგან: შუქი: არ: გვაკლია: ყმისა: არ: სმა: არა: გაგვა: ამაზედან: წაგუთვლია:

519. აწ: ქალისა: ჩვენისათვის: ქმარი: გვინდა: სად: მოვნახოთ: რომე: მივსცეთ: ტახტი: ჩვენი: სახედ: ჩვენად: გამოვსახოთ: სამეფოსა: ვაპატრონოთ: საჴელმწიფო: შევინახოთ: არ: ამოვსწყდეთ: მტერთა: ჩვენთა: ჴრმალი: ჩვენთვის: არ: ვმახოთ:

520. ვთქვათ: თქვენი: ძისა: არა: სმა: გულსა: ვით: მიეფარების: მაგრა: კმა: ჩვენად: იმედად: ვინ: მზესა: დაედარების: ვისცა: სთხოვთ: შვილსა: სასიძოდ: მას: დიდად: გაეხარების: სხვამცა: რა: გკადრეთ: თვით: იცით: მაგას: რა: მოეგვარების:

521. დავიწყეთ: რჩევა: საქმისა: გული: უც: თუცა: მელია: ვთქვი: ჩემგან: დაშლა: ამისი: არ: ითქმის: არ: სათქმელია: მეფემან: ბრძანა: ხვარაზმშა: ჴელმწიფე: ხვარაზმელია: თუ: მოგუცემს: შვილსა: საჩვენოდ: მისებრივ: არ: რომელია:

522. რომე: პირველვე: დაესკვნა: მათ: ესე: შეეტყვებოდა: ერთმანერთსაცა: უჭურეტდეს: სიტყვაცა: აგრე: სწბებოდა: ჩემგან: დაშლისა: კადრება: მართ: ამბად: არ: ეგებოდა: ოდენ: დავმიწდი: დავნაცრდი: გული: მი: და: მო: ჰკრთებოდა:

523. დედოფალმან: თქვა: ხვარაზმშა: მეფეა: მორჭმით: მჯდომელი: მათსამცა: შვილსა: სასიძოდ: ჩვენთვის: სხვა: სჯობდა: რომელი: შეცილებამცა: ვით: ჰკადრა: რადგან: თვით: იყვნეს: მდომელნი: მოწმობა: დავრთე: დაესკვნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი:

524. გაგზავნეს: კაცი: ხვარაზმშას: წინა: შვილისა: მთხოველი: შესთვალეს: გაჴდა: უმკვიდროთ: სამეფო: ჩვენი: ყოველი: არს: ერთი: ქალი: საძეო: არ: კიდევ: გასათხოველი: თუ: მოგუცემ: შვილსა: სამისოდ: სხვასა: ნუღარას: მოელი:

525. კაცი: მოვიდა: აევსო: ჯუბაჩითა: და: რიდითა: გახარებოდა: ხვარაზმშას: სიხარულითა: დიდითა: ებრძანა: მოგუხუდა: ღ~თისაგან: ჩვენ: რომე: ვინატრიდითა: თვით: შვილსა: ჩვენ: ამისმეტსა: ჴელსამცა: რასა: ვჴდიდითა:

526. კვლა: გაგზავნეს: სხვანი: კაცნი: სასიძოსა: მოყვანებად: დავედრეს: თუ: ნუ: აყოვნებთ: მოდით: ჩვენად: ნაბრძანებად: მე: მაშურალი: ნაბურთალი: საწოლს: შეველ: მოსვენებად: გულსა: სევდა: შემეყარა: ვიწყე: ჭირთა: მოპოვნებად:

527. მეტმან: სევდამან: მიმწურა: გულსა: დაცემად: დანისად: ასმათის: მონა: შემოდგა: მე: ვჯე: ლაღი: და: ჯანი: სად: წიგნი: მომართვა: ეწერა: ვინ: ჩან: ალვისა: ტანისად: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: დაუყოვნებლად: ხანისად:

528. შევჯე: წაველ: ბაღჩას: მიველ: ვითა: სცნობდენ: ლხინთა: ზომით: ბაღჩა: შევლე: კოშკი: აჩნდა: ასმათ: ვნახე: ძირსა: დგომით: ვნახე: ვსჭურეტდი: ნატირებად: ცრემლი: აჩნდა: ღაწვთა: წთომით: დამიმძიმდა: არა: ვჰკითხე: ჩემი: სჭირდა: მისლვა: ნდომით:

529. იგი: ვნახე: დაღრეჯილი: ესე: მეტად: დამიმძიმდა: წინათ: რომე: შემომცინის: აღარ: ისრე: გამიღიმდა: ყოლე: სიტყვა: არ: მამიგო: ოდენ: ცრემლთა: გარდმოწვიმდა: ამით: უფრო: დამაწყლულა: არა: წყლულთა: მიაქიმდა:

530. ჩემნი: ერთნი: გონებანი: მეტად: შორად: გამიკიდნა: შინა: კოშკად: შემიყვანა: ფარდაგსაცა: ამიზიდნა: შეველ: ვნახე: იგი: მთვარე: ჭირმან: ყოვლმან: უკუმრიდნა: გულსა: შუქნი: შემომადგა: მაგრა: გული: არ: დამიდნა:

531. იყო: არ: ნათლად: ნათელი: ფარდაგსა: შემომდგომელი: ებურა: მოშლით: პირ: ოქრო: რიდე: მე: მივეც: რომელი: მითვე: მწვანითა: მოსილი: მიწოლით: ტახტსა: მჯდომელი: ცრემლისა: ღვარსა: მოეცვა: პირი: ელვათა: მკრთომელი:

532. ქვე: წვა: ვით: კლდისა: ნაპრალსა: ვეფხი: პირ: გამეხებული: არცა: მზე: ჰგვანდა: არც: თუ: ხე: ალვა: ედემს: ხებული: ასმათმან: დამსვა: შორს: გვარად: გულსა: მე: ლახვარ: ხებული: მერმე: წამოჯდა: წარბ: შერჭმით: გამწყრალი: გარისხებული:

533. მიბრძანა: მიკვირს: რად: მოხველ: მშლელი: პირისა: მტკიცისა: გამწირავი: და: მუხთალი: შენ: გამტეხელი: ფიცისა: მაგრამ: ნაცვალსა: პატიჟსა: მიგცემსო: ზენა: მი: ცისა: ვჰკადრე: რა: გკადრო: პასუხი: მის: ჩემგან: მე: უვიცისა:

534. ვთქვი: პასუხსა: ვერას: გკადრებ: თუ: არა: ვსცნობ: მე: მართალსა: რა: შეგცოდე: რა: მიქნია: უცნობოსა: ფერ: ნამკრთალსა: კვლაცა: მითხრა: რას: გეუბნო: მტყუვანსა: და: შენ: მუხთალსა: დიაცურად: რად: მოვღორდი: მე: დაუწვავ: ამით: ალსა:

535. შენ: არ: იცი: ხვარაზმშასი: საქმროდ: ჩემად: მოყვანება: შენ: ჯდომილხარ: სავაზიროდ: შენი: რთულა: ამას: ნება: შენ: გასტეხე: ზენაარი: სიმტკიცე: და: იგი: მცნება: ღ~თნ: ქნას: და: დაგირჩინო: ცუდად: შენი: ჴელოვნება:

536. გახსოვს: ოდეს: აჰა: ზმიდი: ცრემლნი: შენნი: ველთა: ბანდეს: მკურნალნი: და: დასტაქარნი: წამალსავე: მოგიტანდეს: მამაცისა: სიცრუესა: სახენიცა: რანი: ჰგვანდეს: რათგან: დამთმე: მეცა: დაგთმობ: ვინძი: უფრო: დაზიანდეს: