... (S-2829), 1688 წ.

377. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი: ქალი: ვინმე: გიკითხავსო: ინახვისცა: ამილბარი: ზეწარითა: მოუბურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი: უთხარ: საწოლს: შეიყვანე: ჩემგან: არის: ნაჴმობარი:

378. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობით: დაემზადნეს: ასაყრელად: შარდი: უთხარ: ნუ: აზდგებით: მოვალ: ხანთა: დაუზმელად: გამოველ: და: საწოლს: შეველ: მონა: დადგა: კარსა: მცველად: გული: მივეც: თმობა: ქნათა: აუგისა: საკრძალველად:

379. საწოლს: შეველ: ქალი: წინა: მომეგება: თაყვანი: მცა: ჩემი: მოსლვა: თქვენს: წინაშე: ვინ: მაღირსა: კურთხეულმცა: გამიკვირდა: მიჯნურისა: თაყვანება: ექნა: ვისმცა: ვთქვი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა:

380. მიველ: დავჯე: ტახტსა: წინა: ქალი: მოდგა: ნოხთა: პირსა: ჩემსა: ახლოს: დასაჯდომად: თავი: მისი: არ: აღირსა: უთხარ: მანდა: რად: ზი: შენ: თუ: სიყვარული: ჩემი: გჭირსა: მან: პასუხი: არა: მითხრა: ჩემთვის: გვანდა: სიტყვა: ძვირსა:

381. მითხრა: დღე: ეგე: სირცხვილად: მედების: გულსა: ალობა: გგონია: ჩემგან: წინაშე: მაგისთვის: მამავალობა: მაგრა: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა: ამას: თუ: ვღირს: ვარ: ვერ: ვიტყვი: მაკლია: ღთისა: წყალობა:

382. ადგა: მითხრა: თქვენს: კრძალვასა: ჩემგან: ცნობა: უბნევია: ნუ: მეჭუ: რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია: ეზომ: დიდი: შემართება: გულსა: მითვის: უთნევია: ამა: წიგნმან: გამამართლოს: ჩემთვის: ვისცა: უთქმევია:

383. წიგნი: ვნავხე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ალი: გულსა: მოეწერა: მზისა: შუქსა: ნუ: დაიჩენ: ლომო: წყლულსა: მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკვდები: მაგრა: ბნედა: ცუდი: მძულსა: აწ: ასმათი: მოგახსენებს: ყუელაკასა: ჩემგან: თქმულსა:

384. ასმათ: დგას: ჩემთვის: მისისა: წიგნისა: წასაკითხავად: თქვა: ძოღან: შენი: ამბავი: მითხრიან: ვისცა: ვჰკითხავად: ებრძანა: მესმის: მოვლენო: ლაშქარნი: შენად: მკითხავად: ლომსა: არ: გმართებს: ვაგლახი: თუ: მისი: თავი: ითხოვად:

385. ბედითი: ბნედა: სიკვდილი: რა: მიჯნურობა: გგონია: სჯობს: საყვარელსა: უჩვენე: საქმენი: საგმირონია: ხატაეთს: მყოფნი: ყველანი: ჩვენნი: მოხარაჯენია: აწ: მათი: ჯავრნი: ჩვენზედა: ჩვენგან: არ: დასათმონია:

386. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია: მაგრა: აქამდის: საუბრად: კვლავ: ჟამი: არ: მამხდომია: ძუღან: ჴელ: ქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია: მე: აქა: ყუელაი: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია:

387. მართლად: გითხრობ: მომისმინე: ესე: რაცა: მოგახსენე: წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგათ: გამაჩვენე: გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კვლაცა: რად: დასტენე: მზემან: მეტი: რაღა: გიყო: აჰა: ბნელი: გაგითენე:

388. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალოდა: ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა: გული: მი: და: მო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალოდა: მუნ: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამელალვოდა:

389. თვალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია: პასუხად: ვსწერდი: მთვარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია: მე: ღ~თნ: ისი: ნუ: მამცეს: რაც: არა: შენი: ფერია: სიზმრივ: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია:

390. ასმათს: უთხარ: მე: პასუხსა: ამის: მეტსა: ვერ: მივხუდები: ესე: ჰკადრე: რათგან: მზეო: ჩემთვის: ნათლად: ამოჰჴდები: აჰა: მკვდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები: რასაცაღა: სამსახურსა: ვიტყვი: თუღა: ვერიდები:

391. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: ესე: სჯობდეს: ვინცა: გნახოს: ჩემგან: მისსა: საუბარსა: არა: სცნობდეს: ჩემად: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიკობდეს: დაცამვედრა: ამილბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს:

392. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა: მისი: მზესაცა: რიდება: ჰქონდის: ნათლისა: ვისისა: ვისგან: მოეცა: მოსმენა: არ: საუბრისა: მქისისა: ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: ჰგვანდის: სინათლე: დღისისა:

393. ასმათს: მოვართვი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა: მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა: ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა: ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხვად: ყელის: შესაბამითა:

394. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახვართა: გულსა: მრიდეს: ლხინმან: ბნელი: გამინათლა: დაშრტეს: ცეცხლნი: რომე: მწვიდეს: შეველ: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: სმიდეს: მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზემი: გაადიდეს:

395. გავგზავნე: კაცი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი: შევსთვალე: მეფე: ინდოთა: არისმცა: ღთულებ: ძლიერი: მათი: ერთგული: გაძღების: ყოველი: სული: მშიერი: ვინცა: ურჩ: ექმნას: იქმნების: თავისა: არ: მადლიერი:

396. ჩვენნო: ძმანნო: და: იმედნო: თქვენგან: არ: გავიწბილები: ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით: თქვენ: თუ: არ: მოხუალთ: ჩვენ: მოვალთ: არ: ზედა: არ: მოგეპარებით: სჯობს: რომე: გუნახოთ: თავისა: სისხლთ: ნუ: ეზიარებით: