... (S-2829), 1688 წ.

437. კვლაცა: ეთქვა: მართალია: აზომ: ჩემი: მონახსენი: მე: თვით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღ~თო: ბრძანება: ვქნა: მეცა: თქვენი: ტკბილად: ვნახოთ: ერთმანერთი: ვიყვნეთ: ვითა: მამა: ძენი:

438. მუნით: წასული: ჩამოვჴ: ე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კვლავ: მოციქულნი: მოვიდეს: მას: ღამეს: არ: დამრიდესა: წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღვნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა: შენსა: ნახვასა: მეფენი: თქვეს: მართლად: ინატრიდესა:

439. მითხრეს: მეფე: მოგახსენებს: მეცა: შენ: კერძ: ვიარები: სახლით: ჩემით: წამოსრული: ხვალე: ადრე: შეგეყრები: მოციქულნი: დავაყენენ: ხარგა: დავდგი: არ: მზირები: მეტად: ამოდ: უალერსე: ერთგან: დაწვეს: ვით: მაყრები:

440. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: აზომ: თურმე: არ: წაჴდების: ერთი: კაცი: უკმორესწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების: დიდი: მაცო: თქვენი: ვალი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: თქვენი: არ: იქნების:

441. მე: მამისა: თქვენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი: თქვენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გამოვარდი: მკვდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი: ყველაკასა: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი:

442. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ: ერთგან: შენთვის: დამალულნი: სპანი: ასჯერ: ათასობენ: კვლა: სხვაგან: გითქს: სამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიჴმობენ: აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ:

443. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭურეტნი: ვერ: გელევიან: მალვით: ჩაიცმენ: აბჯარსა: მიენდო: მით: გეთნევიან: კვამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან: რა: ერთსა: გცემდეს: ათასნი: ეგრეცა: მოგერევიან:

444. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიჴდიდია: წა: ამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათთანა: ვლიდია: რომე: არ: მოვკვდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია: თუ: დაგივიწყო: უთუოდ: იგიცა: მე: წამკიდია:

445. მას: კაცსა: დია: უმუქფენ: ვერვინ: თქვას: ჩემი: ბარობა: სიგლითა: მივეც: მამული: არ: ვქენ: მიუმხვდარობა: ინდოეთს: ციხე: მაღალი: ყარყუმთა: მთა: და: ბარობა: ხელი: ჩავურთე: ვუბოძე: ინდოთ: ამილბარობა:

446. არვის: გავენდევ: სულდგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია: რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია: მაგრა: სპათაკენ: გავგზავნე: კაცი: თუცა: გზა: შორია: შევსთვალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია:

447. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყვა: ტკბილი: შევუთვალე: რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვი: მოდი: მოვალ: მეცა: ხვალე: ნახევარ: დღე: სხვა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე: განგებაა: დღესცა: მამკლავს: ქვემცა: სადა: დავიმალე:

448. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე: ვთქვი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: მას: მოუდგამს: ჩემთვის: მახე: ჩემიც: გაჰკვეთს: ჴორცსა: მათსა: ბასრი: ჴრმალი: შუბი: ახე: მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე:

449. ვთქვი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩვენ: ღალატსა: გვიდგებიან: მკლავთა: თქვენთა: სიმაგრენი: ამისთვისმცა: რად: დალბიან: აწ: შევებნეთ: ხატაელთა: ჴრმალნი: ცუდად: რას: გვაბიან: ვინცა: მოკვდეს: მეფეთათვის: მათნი: სულნი: ზეცას: რბიან:

450. უბრძანე: ჩაცმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყვითა: ჴაფითა: დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭუთა: ჯავშან: ქაფითა: რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა: მას: დღესა: ჩემი: მებრძოლი: ჩემმანვე: ჴრმალმან: დაფითა:

451. მივეახლენით: შეგვატყვეს: მათ: ტანსა: აბჯარცმულობა: კაცი: მოვიდა: მამართვა: მეფისა: მოციქულობა: ეთქვა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩვენ: თქვენი: არ: ორგულობა: აბჯრითა: გხედავთ: შეგქვნია: აწ: ამად: გულ: ნაკლულობა:

452. შევსთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთვის: გაგიგია: თქვენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქმნების: არ: იგია: აწ: მოდით: და: შემებენით: ვითა: წესი: და: რიგია: მეცა: თქვენად: დასაჴოცლად: ხელი: ჴრმალსა: დამიგია:

453. რა: მივიდა: მოციქული: კვლავცა: რადღა: გამოგზავნეს: კვამლი: შექნეს: ლაშქართათვის: სამალავით: გამოვიდნეს: გამოვიდნეს: მოედანსა: თავნი: ორგნით: აქარავნეს: შექმნეს: რაზმი: მრავალკეცი: თუცა: ღ~თო: ვერა: მავნეს:

454. შუბნი: ვსთხოვენ: ჴელი: ჩავჰყავ: მუზარადის: დასარქმელად: საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად: ერთსა: წავსცუდი: უტევანსა: წავგრძელდი: და: წაველ: გრძელად: მათ: ურიცხვთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად:

455. ახლოს: მიველ: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქვესა: მუნ: მივმართე: მკლავ: მაგარმან: სად: უფროსნი: ჯარი: დგესა: შუბი: ვჰკარ: და: ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჰჴდეს: მზესა: შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავჰყავ: ვაქებ: ჴრმალო: ვინცა: გლესა:

456. შიგან: ასრე: გავერივე: გნოლის: ჯოგსა: ვითა: ქორი: კაცი: კაცსა: შემოვსტყორცე: ცხენ: კაცისა: დავდგი: გორი: კაცი: ჩემგან: შენატყორცი: ბრუნავს: ვითა: ტანაჯორი: ერთობ: სრულად: ამოვწყვიტე: წინა: კერძი: რაზმი: ორი: