... (S-2829), 1688 წ.

417. შეველ: წავდეგ: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად: გულსა: ბნელი: გამინათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სვეტად: მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად: ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედის: წამსა: ჭურეტად:

418. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამილბარსა: ვერ: მიგია: ქება: მისი: ვერა: ქება: საქებარსა: დავჯე: მივეც: ლხინი: გულსა: საწუთროსა: დამგმობარსა: მიკვირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყვი: მისგან: ნაუბარსა:

419. მიბრძანა: ძოღან: გეწყინა: გაშვება: უუბარისა: მზემან: გაყრითა: დაგაჭკნე: ვითა: ყვავილი: ბარისა: გაგრჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა: მაგრამ: ჴამს: ჩემგან: სირცხვილი: და: რიდი: ამილბარისა:

420. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა: მაგრამ: მეტი: უარეა: არა: თქმა: და: ჭირთა: მალვა: მე: თუ: ზე: პირ: მიცინია: ქვე: ქვე: მითქვამს: იდუმალ: ვა: ძოღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთვალვა:

421. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწაც: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევსჯერდით: ორნივე: ზენაარისა: ფიცითა: გეტყვიო: ღ~თნ: მიწა: მქმნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა:

422. წა: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინაპირე: ღ~თნ: ქნას: და: გაგემარჯოს: მორჭმულიმცა: ჩემ: კერძ: ირე: მაგრა: რა: ვქნა: ნახვა: შენი: მამხუდებოდესკვლაცა: ვირე: გული: მამეც: გულისათვის: ჩემი: შენთვის: დაიჭირე:

423. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთვის: დასაწველად: მაგრა: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკვლელად: შენ: სინათლედ: თვალთა: ჩემთათ: მზეებრ: მიჩნდე: სანახველად: აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვჩნდე: ლომი: ქველად:

424. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირს: ა: მოწყალება: იჩქითია: ღ~თისა: ამად: არა: მკვირსა: შენთა: შუქთა: შემომადგამ: ბნელსა: გულსა: ზედა: ჭვირსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა:

425. ზედა: წიგნსა: საფიცარსა: შეჰვფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყვარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიმცა: გულსა: მიცა: ღ~თი: მომკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყვი: ამას: ვსწურთნიცა:

426. დავყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყვანიცა: ტკბილნი: ვთქვენით: ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმანერთსა: ვეუბენით: მერე: ავდექ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგა: გულსა: ფენით:

427. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ: ბალახშ: მინისა: მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემთვის: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკვირს: მისი: გაყრილი: გული: მიც: კლდისა: ტინისა:

428. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულად: სპათასა: ვერ: გითხრობ: არ: შესხდომილად: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიზრახავს: მჴდლობასა: უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდენ: გზობასა:

429. დავაგდე: მზღვარი: ინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხვია: ვინ: ხატაეთის: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩვენთა: მგელთაცა: დასჭამენ: ინდოთა: თქვენი: თხანია:

430. მე: შემამძღუნეს: რამაზისგან: ძღუნად: საჭურჭლე: საშინელი: გვითხრეს: გკადრებს: ნუ: ამოგვწყვეტ: არის: შენგან: არ: საქნელი: ზენაარი: გამოგვიღე: მით: გვაბია: ყელსა: წნელი: მოურვებლად: მაგართმიდეთ: თავნი: შვილნი: საქონელი:

431. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდე: თვით: ჩვენცა: შეგვინანია: თუ: ღ~თულებრ: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქვეყანა: ჩვენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგუტყუეს: ცანია: შენ: მოგცეთ: ციხე: ქალაქი: მოგყვენ: ცოტანი: ყმანია:

432. გვერცა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავეზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმაწვილი: ბერნი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით: არიან: ერთობ: მუხთალნი: ჩვენ: ერთხელ: კვლაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლან: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

433. ჩვენ: ამას: ვარჩევთ: წახვიდე: კარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლოს: გეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულ: მართლად: იყვნენ: მიენდევ: აფიცე: ღ~თითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შერისხდი: რისხვითა: კვლა: და: კვლაცითა:

434. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთვალე: რამაზ: მეფეო: ვცან: შენი: დანაპირები: სიკვდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვიტკირები: ლაშქართა: დავჰყრი: წამოვალ: ცოტათა: შენ: კერძ: ვირები:

435. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგი: მოყმენი: ქველანი: თანა: წამომყვეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყველანი: დავედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მამდევდით: მიშველდით: გიხმობ: თუ: მინდა: შველანი:

436. სამ: დღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კვლა: ეძღვნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: შენ: ძღნობა: ამისთანისა: