... (S-2829), 1688 წ.

397. კაცნი: გავგზავნენ: მე: გულსა: მომეცა: უფრო: ლხინები: დარბაზს: ვიშვებდი: დამევსო: ცეცხლი: წვად: მოუთმინები: მაშინ: სოფელმან: საწუთრო: მიუხვის: რაცა: ვინები: აწ: ჴელ: მქმნა: რომე: საახლოდ: მჴეცთაცა: მოვეწყინები:

398. პირველ: გაჭრისა: პირება: მერმე: დასწყნარდეს: ცნობანი: ჩემთა: სწორთაგან: იყვნიან: ჩემს: წინა: დარბაზობანი: მაგრა: დამშლიდეს: ლხინთაგან: სურვილთა: დიადობანი: მით: შემცვიან: სევდათა: ვჰთქვენი: საწუთროს: გმობანი:

399. დღესა: ერთსა: საწოლს: მოველ: მეფის: სრითა: წამოსრული: ვჯე: და: მასვე: ვიგონებდი: არ: მიეცა: თვალთა: რული: წიგნი: მქონდა: საიმედო: ამად: ვიყავ: მხიარული: კარის: მცველმან: მონა: იჴმო: უთხრა: რამე: დაფარული:

400. მონააო: ასმათისი: შემოყვანა: უთხარ: შინა: მოეწერა: გიბრძანებსო: ვისი: მესვა: გულსა: დანა: ლხინმა: ბნელი: გამინათლა: ამიფოლხუდა: ჯაჭუთა: მანა: წაველ: მონა: წავიტანე: რამცა: უთხარ: ამისთანა:

401. ბაღჩა: შევვლე: არა: დამხუდა: კაცი: ჩემი: მოუბარი: ქალი: წინა: მამეგება: მხიარულად: მოცინარი: მითხრა: ვაშად: ამოგიღე: არ: გასვია: გულსა: ნარი: მოდი: ნახე: ვარდი: შენი: კოკობი: და: დაუმჭკნარი:

402. ამიგდო: ქალმან: ფარდაგი: მძიმე: თავისა: ძალითა: სადა: დგას: კუბო: შემკული: ბალახშითა: და: ლალითა: შიგან: ჯდა: იგი: პირითა: მზისაებრ: ელვა: მკრთალითა: მე: შემამხედნის: ლამაზად: მის: მელნის: ტბისა: თვალითა:

403. დიდხან: ვდეგ: და: არა: მითხრა: სიტყვა: მისსა: მონასურსა: ოდენ: ტკბილად: შემამხედის: ვითამც: რამე: შინაურსა: ასმათ: უთხრა: მოიუბნეს: ქალი: მოდგა: მითხრა: ყურსა: აწ: წადიო: ვერას: გითხრობს: მე: კვლა: მიმცა: ალმან: მურსა:

404. ასმათ: გამომყვა: წამოველ: ფარდაგი: გამოვიარე: ვთქვი: საწუთროო: ვის: ძოღან: გული: დრმითა: მიარე: მაშინ: მოგეცა: იმედი: ლხინი: რად: გამიზიარე: გულმან: გაყრისა: გაძლება: კვლა: უფრო: დაიტიარე:

405. ასმათ: ლხინსა: მიქადებდა: ჩავიარე: შიგან: ბაღი: მითხრა: ეგრე: წასულისათვის: ნუ: გაჩნია: გულსა: დაღი: სიმძიმილთა: ერდო: დახში: სიხარულით: კარი: აღი: სირცხვილი: აქვს: საუბრისა: მერმე: თავსა: კრძალავს: ლაღი:

406. მე: უთხარ: დაო: შენგან: ვეჭუ: ამა: გულისა: წამალსა: ზენაარ: სულთა: ნუ: გამყრი: ამბვითა: შრეტდი: ამ: ალსა: ჩემთანა: წიგნსა: ნუ: გასწყვეტ: შენ: ზედა: ზედა: მავალსა: თურას: სცნობ: ჩემთვის: არ: ვეჭობ: მე: შენგან: არ: დანამალსა:

407. შევჯე: წამოველ: მდიოდა: ნაკადი: ცრემლთა: მილისა: საწოლს: შემოვე: ჴელ: ქმნილი: ღონე: არ: მქონდა: ძილისა: ბროლი: და: ლალი: შევიქმენ: მე: ულურჯესი: ლილისა: ღამე: მერჩია: მეწადა: არ: გათენება: დილისა:

408. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათგან: მოსულისა: დრონია: სიტყვანი: შემოეთვალნეს: ლაღნი: და: უკადრონია: არც: რამე: ჩვენ: ვართ: ჯაბანნი: არ: ციხე: უმაგრონია: ვინ: არის: თქვენი: ჴელმწიფე: ჩვენზედა: რა: პატრონია:

409. მოეწერა: რამაზ: მეფე: წიგნს: გიწერსა: ტარიელსა: გამიკვირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა: როგორა: თუ: მანდა: გეჴმე: ვინ: ჰპატრონობ: ბევრსა: ერსა: ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კვლაღა: წიგნსა: შენ: მიერსა:

410. ლაშქართა: წვევა: უბრძანე: გავგზავნე: მარზაპანია: იგი: ვარსკულავთა: ურიცხვი: მოკრბეს: ინდოთა: სპანია: შორით: და: ახლოთ: ყველაი: მართ: ჩემკენ: მონასხრპანია: ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია:

411. ფიცხლა: მოვიდეს: არ: ექნა: მათ: შინა: ხანდაზმულობა: აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქართა: მოკაზმულობა: სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა: ტაიჭთა: მათთა: სიმალე: აბჯართა: ხვარაზმულობა:

412. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელ: შავითა: დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა: თავსა: ვტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა: მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა:

413. შინა: მიველ: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა: თვალთა: ვითა: მარგალიტი: ცრემლი: ცხელი: გარდმომჩქებდა: ბედი: ჩემი: უბედური: ვთქვი: თუ: ჯერცა: ვერ: გამეფდა: ჴელმან: ვარდი: რად: იჴელთა: რადგან: ასრე: ვერ: მოკრეფდა:

414. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკვირვებულსა: ასმათის: წიგნი: მომართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა: მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვებულსა: ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა:

415. ვითა: მმართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო: შეღამდა: წაველ: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო: სადაც: მენახა: ასმათი: მუნვე: ჩნდი: მდგომიარეო: სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო:

416. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანის: ბანითა: გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქ: მონავანითა: ფარდაგსა: შიგან: მჯდომარე: სესამო: სულითა: მწვანითა: საკვირველი: და: ღარიბი: უცხო: პირად: და: ტანითა: