... (S-2829), 1688 წ.

477. რამაზ: მეფე: მჴარ: შეკრული: მას: წინაშე: მოვიყვანე: პირ: ქვე: მიწა: დადებითა: ჴელმწიფესა: ვათაყვანე: ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკვანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგვანე:

478. მას: მეფესა: ხატაელსა: უმასპინძლა: უალერსა: ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა: ცისკრად: მიჴმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყვასა: ლმობიერსა: შეუნდობო: ხატაელსა: მას: აქამდის: შენამტერსა:

479. მე: ვჰკადრე: ღ~თი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა: უყავით: თქვენცა: წყალობა: მას: ღონე: გაცუდებულსა: რამაზს: უბრძანებს: იცოდი: გაგგზავნით: შეწყალებულსა: მაგრა: ნუ: გნახავთ: კვლაცაღა: ჩვენს: წინა: გაწბილებულსა:

480. ხარაჯა: დასდვეს: შეჰკვეთეს: დრაკანი: ასჯერ: ასია: კვლავ: ხატაური: სამასი: სხვა: სტავრა: სხვა: ატლასია: მერმე: ყველანი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია: შეწყალებული: გაუშვა: უყო: რისხვისა: ფასია:

481. ხატაელმან: დაუმადლა: მოდრკა: მდაბლად: ეთაყვანა: მოახსენა: ორგულობა: თქვენი: ღთ~ნ: შემანანა: თუღა: ოდეს: შეღაგცოდო: მაშინ: მამკალ: მემცა: განა: წავიდა: და: ყველაკაი: მისი: თანა: წაიტანა:

482. მოვიდა: კაცი: მეფისა: ცისკრობს: არ: დანაღამია: ებრძანა: რა: შენ: გაყრივარ: მას: აქათ: თვეო: სამია: მინდორს: მოკლული: ისრითა: ნადირი: არ: მიჭამია: არ: დამაშურალხარ: წავიდეთ: თუცა: დაშრომის: ჟამია:

483. შევეკაზმე: დარბაზს: მიველ,ჯარი: დამხუდა: ავაზისა: შავარდნითა: სავსე: იყო: სრულად: არე: დარბაზისა: მეფე: იჯდა: შეკაზმული: შვენებითა: მგზავსი: მზისა: ნახვა: ჩემი: გაეხარნეს: ტურფისა: და: ლამაზისა:

484. იდუმალ: ცოლსა: ეუბნა: მართ: ჩემგან: უცოდნელია: ომით: მოსრული: ტარიელ: საჭურეტად: სასურველია: მან: გაანათლოს: მჭურეტელთა: გული: რაზომცა: ბნელია: რაცა: დაგვედრო: საქნელად: ქენ: არა: საზოზღნელია:

485. აწ: მითქვამს: საქმე: უშენო: შენცა: ცან: ესე: მცნებული: რათგან: ქალია: სამეფოდ: ჩვენგანვე: სახელ: დებული: ვინცაღა: ნახავს: აწ: ნახოს: აჰა: დღე: ედემს: ხლებული: გვერდსა: დაისვი: ორნივე: სრას: დამხუდით: მოვალ: შვებული:

486. მოვინადირეთ: მინდორი: ძირი: მთისა: და: გორისა: იყო: სიმრავლე: ძაღლისა: შავარდნისა: და: ქორისა: ადრე: დავბრუნდით: ვიარეთ: არ: ეჯი: გზისა: შორისა: აღარ: იბურთეს: დაშლა: ქნეს: თამაშობისა: ორისა:

487. ჩემთა: მჭვრეტელთა: მოეცვა: ქალაქი: შუკა: და: ბანი: ომგარდაჴდილსა: მშვენოდეს: მაენიანნი: კაბანი: ფერმიჴდილ: გვარად: ვშვენოდი: ვარდი: ცრემლითა: ნაბანი: ვინცა: მიჭურეტდის,: ბნდებოდის: მათრლად: თქვეს: არს: აკლდე: კაბანი:

488. რიდენი: რომე: მეშოვნეს: ქალაქსა: ხატაელთასა: იგი: მეხვივნეს: ვშვენოდეს: ვახელებ: გულსა: ხელთასა: მეფე: გარდაჴდა: დარბაზსა: შევედით: ჩემთა: მზრდელთასა: შევხედენ: დავჰკრთი: ელვასა: ღაწუთა: მზეებრ: ნათელთასა:

489. მას: მზესა: ტანსა: ემოსნეს: ნარინჯის: ფერნი: ჯუბანი: ზურგით: უთქს: ჯარი: ხადუმთა: დას: დასად: უბან: უბანი: სრულად: ნათლითა: აევსო: სახლი: შუკა: და: უბანი: მუნ: ვარდსა: შუა: შვენოდეს: ძოწ: მარგალიტნი: ტყუბანი:

490. ნაომარსა: დაკოდილსა: ჴელი: ყელსა: ჩამომება: დედოფალი: საჯდომთაგან: ადგა: წინა: მამეგება: ვითა: შვილი: გარდამკოცნა: ღაწვი: ვარდი: დამილება: მითხრა: ნუ: მეჭუ: ამას: იქით: თუღა: მტერი: შეღაგება:

491. ახლოს: დამისვეს: ადგილსა: მუნ: სადა: მიამებოდა: პირის: პირ: მიჯდა: იგი: მზე: გული: ვისთვისცა: კვდებოდა: მალვით: უჭურეტდი: მიჭურეტდის: სხვად: არად: მეგონებოდა: თვალნი: მოვსწყვიდნი: საწუთო: მე: ამად: მეარმებოდა:

492. შეიქმნა: სმა: და: პურობა: მგზავსი: მათისა: ძალისა: სხვა: გახარება: ასეთი: არს: უნახავი: თვალისა: თასი: და: ჭიქა: ყველაი: ფეროზისა: და: ლალისა: არვისი: ბრძანა: მეფემან: არცა: გაშვება: მთურალისა:

493. მე: მუნა: მყოფი: მივეცი: შვებასა: მეტის: მეტასა: კაცთა: კრძალვასა: ვაწვევდი: გულსა: შმაგსა: და: რეტასა: რა: შემამხედნის: შევხედნი: ცეცხლმან: დამიწყის: შრეტასა: რა: უამეა: პირის: პირ: საყვარელისა: ჭურეტასა:

494. დააგდეს: მღერა: მუტრიბთა: სულეთო: თავი: ხარიან: მიბრძანეს: შვილო: ტარიელ: ვით: გითხრათ: ვით: გვიხარიან: ნეტარძი: გვაქვსო: მებრძოლნი: მით: ჩვენნი: ვაგლახ: არიან: მართალან: შენნი: მჭურეტელნი: არ: ცუდად: იმკვეხარიან:

495. აწ: თუცა: გმართებს: შემოსვა: ვის: მორჭმით: მოგივლენიან: არ: შეგმოსთ: მაგა: კაბათა: არ: აგჴდით: ტურფად: გშვენიან: აწ: გქონდეს: ასი: კლიტენი: ვის: შუქნი: მოგიფენიან: თვით: შეიკერე: რაცა: გწადს: ჩვენგან: ნუღარა: გრცხვენიან:

496. მომართვნეს: ასნი: კლიტენი: ასთავე: საჭურჭლეთანი: თაყვანის: ვეც: და: დავლოცე: დავლანი: მათთა: სვეთანი: მაკოცეს: ადგეს: ორთავე: თვით: იგი: მზენი: მზეთანი: რა: გასცეს: ზომნი: ვით: გითხრნე: ლაშქართა: სისავსეთანი: