... (S-2829), 1688 წ.

537. ამას: ვბრძანებ: ვინცა: გინდა: ეპატრონოს: ინდოეთსა: ეგრეც: მე: მაქვს: პატრონობა: უგზოს: ვლიდენ: თუნდა: გზეთსა: ეგე: აგრე: არ: იქნების: წა: მამცთარხარ: მოსაცეთსა: აზრნი: შენნი: შენვე: გგვანან: მტყუვანსა: და: მართ: აგეთსა:

538. ცოცხალ: ვიყო: შენ: ინდოეთს: ღ~თო: ხანი: ვერა: დაჰყო: თუ: ეცადო: დაყოფასა: ჴორცთაგანცა: სული: გაჰყო: სხვა: ჩემებრი: ვერა: ჰპოო: ცათამდისცა: ჴელი: აჰყო: ესე: სიტყვა: დაასრულა: ყმა: ატირდა: სულთქვნა: აჰყო:

539. თქვა: რა: მესმა: ესე: მისგან: მეიმედა: მეტის: მეტად: კვლა: მიეცა: თვალთა: ძალი: მის: ნათლისა: ეგრე: ჭურეტად: აწ: დავჰკარგე: რად: არ: გიკვირს: რად: ცოცხალვარ: რად: ვარ: რეტად: ვაი: სოფელო: უხანოო: რად: ზი: ჩემთა: სისხლთა: ხურეტად:

540. შევხედენ: ვნახე: სასთუმალ: მუსაფი: გაშლით: მდებარე: ავდეგ: ავიღე: ღ~თისა: და: მერმე: მე: მათი: მქებარე: ვჰკადრე: თუ: მზეო: დაგიწვავს: ჩემიცა: დაწვი: მზე: ბარე: რადგან: არ: მამკალ: პასუხი: ერთია: ვიკადრო: მე: ბარე:

541. რომე: გკადრებ: ესე: სიტყვა: აწ: თუ: ცუდად: ნალიქნია: ცამცა: მრისხავს: მზისა: შუქნი: ყოლა: ჩემთვის: ნუ: შუქნია: თუ: მაღირსებ: განკითხვასა: ავი: არა: არ: მიქნია: მან: მიბრძანა: რაცა: იცი: თქვიო: თავი: დამიქნია:

542. კვლაცა: ვჰკადრე: მე: თუ: მზეო: თქვენთვის: ფიცი: გამეტეხოს: ღ~თნ: აწვე: რისხვა: მისი: ზეცით: ჩემთვის: გაამეხოს: ვისი: გინდა: უშენოსა: პირი: მემზოს: ტანი: მეხოს: მაშა: მაშინ: რაგვარ: დავრჩე: რა: ლახვარი: გულსა: მეხოს:

543. მე: მეფეთა: დარბაზს: მიჴმეს: შექნეს: დიდი: ვაზირობა: მათ: წინათვე: დაეპირა: იმა: ყმისა: შენი: ქმრობა: დამეშალა: ვერ: დავშლიდი: დამრჩებოდა: უმეცრობა: თავსა: უთხარ: მიემოწმე: ჟამად: გიჯობს: გულ: მაგრობა:

544. მემცა: დაშლა: ვითა: ვჰკადრე: რათგან: იგი: ვერ: მიმხუდარა: არ: იცის: თუ: თუ: ინდოეთი: უპატრონოდ: არგამჴდარა: ერთი: მე: ვარ: მემამულე: სხვასა: მართებს: არვის: არა: ვის: მოიყვანს: არა: ვიცი: ანუ: იგი: ვინ: მამცდარა:

545. ვთქვი: ამითა: ვეღარას: ვიქ: ღონე: სხვა: რა: მოვიგვარო: თავსა: უთხარ: ნუ: მოგიცავ: გონებაო: მრავალ: გვარო: მედვა: გული: მჴეცისაებრ: ათასჯერცა: მინდორს: ვარო: ვისმცა: მივეც: თავი: შენი: შენვე: რად: მე: არ: წამგვარო:

546. სულთა: ვჰყიდდი: გულისათვის: კოშკი: ამად: გამებაზრა: იგი: წვიმა: დარენელდა: რომე: პირველ: ვარდს: ემაზრა: ვნახე: ძოწსა: მარგალიტი: გარე: ტურფად: მოემაზრა: მიბრძანა: თუ: ეგე: საქმე: მეცა: მართლად: თვით: მეაზრა:

547. არ: დავიჯერებ: მე: შენსა: ღალატსა: ორგულობასა: უარის: ქნასა: ღ~თისასა: ამისთვის: არ: მადლობასა: იაჯდი: თავსა: ჩემსა: და: მორჭმით: ინდოეთს: ფლობასა: მე: და: შენ: დავსხდეთ: ჴელმწიფედ: სჯობს: ყოვლსა: სიძე: სძლობასა:

548. მოლომობიერდა: მომიტკბა: გამწყრალი: გამქისებული: ახლოს: დამისვა: მაღირსა: აქამდის: არ: ღირსებული: ანუ: მზე: იყო: ქუეყანად: ან: მთვარე: პირ: გავსებული: მეუბნებოდა: დამივსო: ცეცხლი: ამითა: ვსებული:

549. მიბრძანა: თუ: გონიერი: ჴამს: აროდეს: არ: აჩქარდეს: რაცა: ჴამდეს: მოაგვაროს: საწუთროსა: დაუწყნარდეს: თუ: სასიძო: არ: მოუშვა: ვაი: თუ: მეფე: გაგიმწარდეს: შენდა: იგი: წაიკიდოთ: ინდოეთი: გარდაქარდეს:

550. კვლა: თუ: სიძე: შემოუშვა: მე: შემირთავს: იყოს: ასთენ: ერთმანერთსა: გავეყარნეთ: ძოწეულნი: გაგვიფლასდენ: მათ: მორჭმულთა: მოივლინონ: ჩვენ: პატიჟნი: გაგვიასდენ: ესე: ამბვად: არ: ეგების: რომე: სპარსნი: გაგვიხასდენ:

551. მე: ვჰკადრე: ღ~თნ: აშოროს: მას: ყმისა: შენი: ქმარობა: რა: შემოვიდენ: ინდოვეთს: შევიგნა: მათი: გმირობა: უჩვენო: ჩემი: ძალ: გული: და: ჩემი: ჭანგ: მახვილობა: ასრე: დავჰჴოცნე: შეეძლოს: აღარა: არ: საჴმარობა:

552. მიბრძანა: თუ: ჴამს: დიაცი: დიაცურად: საქმე: დედლად: დიდსა: სისხლსა: ვერ: შეგაქნევ: ვერ: ვიქმნები: შუა: კედლად: რა: მოვიდეს: სიძე: მოკალ: მისთა: სპათა: აუწყვედლად: ქნა: მართლისა: სამართლისა: ხესა: შეიქს: ხმელსა: ნედლად:

553. ასრე: ქენ: ჩემო: ლომო: და: მჯობო: ყოველთა: გმირთაო: მიპარვით: მოჰკალ: სასიძო: ლაშქართა: ნუ: მოირთაო: მისთა: სპათაცა: ნუ: დაჰჴოც: ზროხათა: ვითა: ვირთაო: სისხლი: კაცისა: უბრალო: კაცმანცა: ვით: იტვირთაო:

554. იგი: რა: მოჰკლა: ეუბენ: პატრონსა: ჩემსა: მამასა: ჰკადრე: თუ: სპარსთა: ვერა: ვიქ: ინდოეთისა: ჭამასა: ჩემია: მკვიდრი: მამული: არ: მივსცემ: არცა: დრამასა: არ: დამეხსნები: გაგიჴდი: ქალაქსა: ვითა: ტრამასა:

555. ჩემი: ყოლა: ნურა: გინდა: სიყვარული: ნუმცა: ნდომა: ამით: უფრო: მოგეცემის: სამართლისა: შენ: მოხდომა: ქნას: მეფემან: ყელ: მოტეხით: შემოხვეწით: შემოკდომა: ჴელთა: მოგცეს: თავი: ჩემი: შეგვფეროდეს: ერთგან: სხდომა:

556. ესე: მეტად: მამეწონა: თათბირი: და: გამორჩევა: ჩემთა: მტერთა: დავაცადე: დასაჴოცლად: ჴრმლისა: ქნევა: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქვევა: წვევა: მწადდა: მაგრა: ვერ: შევმართე: შეჭიდება: შემოხვევა: