... (S-2829), 1688 წ.

557. ხანი: დავჰყავ: გავეყარე: მაგრა: გავჴე: ვითა: ხელი: ასმათ: წინა: წამომიძღვა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი: ჭირი: ბევრჯელ: ვაათასი: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი: მერმე: წასულა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი:

558. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი: ღამით: უჭურეტდი: ვარსკვლავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი: გულსა: დამესვის: ლახვარი: შავთა: წამწამთა: სროლილი: მისმან: შუქმან: ფერი: მირთო: დამალება: დამდვა: წყლული:

559. მოვიდა: კაცი: სასიძო: მოვაო: მოსლვა: გვახარა: მაგრა: თუ: ღ~თი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახ: არა: მეფესა: მიხუდა: სიამე: არ: სიტყვა: ივაგლახა: რა: მიბრძანა: ახლოს: მიმიჴმო: მოდიო: თავი: დახარა:

560. მიბრძანა: ჩემთვის: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია: გარდავიჴადოთ: ქორწილი: ჴამს: ვითა: დარეულია: კაცი: გავგზავნოთ: მოვიღონ: ყოვლგნით: საჭურჭლე: სრულია: უხვად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია:

561. მე: გავგზავნენ: ყოვლგნით: კაცნი: საჭურჭლეთა: წამომხმელნი: სასიძოცა: მოგვივიდა: იყვნეს: ხანსა: არ: დამზმელნი: შიგნით: ჩვენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხვარაზმელნი: მათ: ლაშქართა: ერთგან: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცა: ჴმელნი:

562. მეფემან: ბრძანა: მოკაზმეთ: კარვითა: მოედანია: გამოისვენოს: სიძემან: დაყოს: ცოტაი: ხანია: მუნ: მისად: ნახვად: გავიდენ: უშენოდ: სპანია: სხვანია: შენ: აქა: ნახენ,: კმარიან: იქა: ნახვისად: კმანია:

563. მოედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა: მოვიდა: სიძე: გარდაჴდა: დღე: გვანდა: არ: ახუსებისა: შეიქმნა: გასლვა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა: დაიწყეს: დგომა: ლაშქართა: თემ: თემად: დას: დასებისა:

564. მე: დავშუერ: ვითა: წესია: საურავ: გარდაჴდილისა: შინა: წამოველ: მაშურალი: ქნა: მამდომოდა: ძილისა: მონა: მოვიდა: მამართვა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მგზავსი: ალვისა: ზრდილისა:

565. ცხენისაგან: არ: გარდავჴე: წაველ: ფიცხლად: დავმორჩილდი: ქალი: დამხუდა: ნატირები: ვჰკითხე: ცრემლსა: რასა: ღურიდი: მითხრა: შენი: შესწრობილი: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი: გაუწყვედლად: ვით: გამართლო: როგორამცა: გავექილდი:

566. შევედით: ვნახეთ: ბალიშსა: ზედა: წარბ: შერჭმით: მჯდომარე: მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: რომ: გაენათლა: მას: არე: წავდეგ: მიბრძანა: რასა: სდგა: დღე: მიგიჩს: შენ: საომარე: ანუ: გამწირე: მიტყუე: და: კვლაცა: მომიცთომარე:

567. მე: მეწყინა: აღარა: ვთქვი: ფიცხლად: გარე: შემოვბრუნდი: უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი: ქალი: ომად: როგორ: მაწვევს: აგრე: ვითა: დავძაბუნდი: შინა: მოველ: მოკლვა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი:

568. ასსა: უბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით: შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეზრახენით: კარავსა: შეველიგი: ყმა: ვითა: წვა: ზარამც: თქმად: ენით: უსისხლოდ: მოვჰკალ: იგი: ყმა: ვითა: ჴამდა: სისხლისა: დენით:

569. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავჭერ: ჩავაქარაბაკე: სასიძოსა: ჴელი: მივჰყავ: თავი: სვეტსა: შეუტაკე: წინა: მწოლთა: დაიზახეს: გლოვაშექნეს: საარაკე: ცხენსა: შევჯე: და: წამოველ: ჯაჭვი: მეცვა: საკურტაკე:

570. ჴმა: დამივარდა: შეიქმნა: ზახილი: მოსაწევარი: წამოველ: წევნა: დამიწყეს: დავჴოცე: ჩემი: მდევარი: ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი: მუნ: შიგან: შევე: მშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი:

571. კაცი: გავგზავნენ: ვაცნობე: ყოვლგან: ლაშქარსა: ყველასა: აქა: მომართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა: არ: გაწყდა: მოსლვა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა: ჩემსა: სცნობდიან: სცვედიან: თავებსა: მათსა: მრთელასა:

572. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად: ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად: ებრძანა: თუ: ღ~თნ: იცის: გამეზარდე: ვითა: შვილად: ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად:

573. ხვარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: დამადებინე: თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: მე: რად: არა: შემატყობინე: მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე: დღეთ: სიკვდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე:

574. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა: თურა: რად: მიშლის: სიკვდილსა: ცეცხლი: სირცხვილთა: ალისა: მაგრა: თვით: იცით: ჴელმწიფე: ჴამს: მქნელი: სამართალისა: მე: თქვენმან: მზემან: მაშოროს: ნდომა: თქვენისა: ქალისა:

575. იცით: ინდოთა: საჯდომი: რასდონი: სრა: საჯდომია: ამოწყდა: მათი: ყველაი: მამული: თქვენ: დაგრჩომია: ერთიღა: მე: ვარ: მემკვიდრე: წინაშე: თქვენსა: მგოდომია: დღესამდის: ტახტი: უთქვენოდ: არავის: არ: მონდომია:

576. ვერ: გათნევ: თქვენმან: კეთილმან: აწ: ეგე: არ: მართალია: ღ~თნ: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთაი: ქალია: ხვარაზმშა: დასვა: ჴელმწიფედ: მოგხვდების: რა: ნაცვალია: სხვა: მეფე: დაჯდეს: ინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ხრმალია: