... (S-2829), 1688 წ.

597. შეველ: ფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული: ასსამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხან: დაზმული: წამომყვა: და: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული: ზღვის: პირს: მიველ: ნავი: დამხუდა: მენავემან: მნახა: ზმული:

598. ნავსა: ჩავჯე: ზღვასა: შეველ: ნავსა: შიგან: გავალაგდი: არსით: ნავი: მომავალი: უნახავად: არ: დავაგდი: მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი: რომე: სრულად: მომიძულვა: ღ~თსა: თურე: ასრე: ვსძაგდი:

599. რომე: დავყავ: წელიწადი: თვე: თორმეტი: გამეოცა: მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა: თანა: მყოლი: ყველაკაი: ამომიწყდა: დამეჴოცა: ვსთქვი: თუ: ღ~თსა: ვერას: ვკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყო: ცა:

600. ზღვა: ზღვა: ცურვა: მამეწყინა: მით: გამოვე: ზღვისა: პირსა: გული: სრულად: გამიშმაგდა: არ: უსმენდი: არ: ვაზირსა: ყველაკაი: დამეფანტნენ: დარჩომოდა: რაცა: ჭირსა: კაცსა: ღ~თი: არ: გასწირავს: ასრე: მისგან: განაწირსა:

601. ერთიღა: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი: ჩემნი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემამგონანი: მისი: ვერა: ვცან: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი: ტირილი: მიჩნდის: ლხინად: და: მდინდიან: ცრემლთა: ფონანი:

602. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღვისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი: გვანდეს: ქალაქს: ვეახლენით: ცალ: კერძ: იყვნეს: კლდეთა: ნაღნი: არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი: მუნ: გარდავჴე: მოსვენებად: დამხუდეს: რამე: ხენი: ლაღნი:

603. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური: მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიღამებდა: გულსა: მური: ვერა: მეცნა: ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: და: ვერ: დასტური: ველთა: ცრემლი: ასოვლებდა: თვალთა: ჩემთა: მონაწური:

604. ზახილი: მესმა: გავჰკვირდი: მოყმე: ამაყად: ყიოდა: შემოირბევდა: ზღვის: პირ: პირ: მას: თურმე: წყლული: სტკიოდა: ჴრმლისა: ნატეხი: დასურილი: აქუს: სისხლი: ჩამოსდიოდა: მტერთა: ექადდა: წყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა:

605. ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: ესე: აწ: მე: მითქს: რომელი: მართ: ვითა: ქარი: მოქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი: მონა: მივსწიე: მისისა: ამბვისა: ვიყავ: მდომელი: შევსთვალე: დადეგ: მიამბე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი:

606. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყვა: მოუსმინა: ფიცხლად: შევჯე: ჩავეგებე: მე: ჩაუსწარ: ჩაველ: წინა: უთხარ: დადეგ: მომიცადე: შენი: ნახვა: მეცა: მინა: შემომხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა:

607. გამიცადა: ღ~თსა: ჰკადრა: შენ: ასეთნი: ხენი: ვით: ხენ: მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: ამბავი: რომე: მკითხენ: იგი: მტერნი: გამილომდეს: აქამდისცა: რომე: ვითხენ: მიღალატეს: უკაზმავსა: საჭურველნი: ასრე: ვითხენ:

608. მე: უთხარ: დადეგ: დაწყნარდი: გარდავჴდეთ: ძირსა: ხეთასა: არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგი: მახვილთა: კვეთასა: თანა: წამომყვა: წავედით: უტკბოსი: მამა: ძეთასა: მე: გავეკუირვე: მის: ყმისა: სიტურფე: სინაზეთასა:

609. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუანდა: წყლულნი: შეუხვივნა: ისრის: პირნი: ამოართვა: დაკოდილნი: არ: ატკივნა: მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა: საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა:

610. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამგზავსო: ანუ: აგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: რამ: გაგავსო: რამან: შეგქმნა: მოყუითანოდ: ვარდ: გიშერი: რომე: რგავსო: ღმერთმან: მისგან: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო:

611. მულღაზანზარის: ქალაქი: ახლოს: მე: მაქვსო: რომელი: ნურადინ: ფრიდონ: სახელად: მძევს: მეფე: ვარ: აქა: მჯდომელი: ესე: სამზღარი: ჩემია: სადა: ხარ: გარდამჴდომელი: ცოტაა: მაგრამ: ყოველგნით: სიკეთე: მიუთხრობელი:

612. მამის: ძმა: და: მამა: ჩემი: პაპმან: ჩემმან: გაყუნა: ოდეს: ზღვასა: შიგან: კუნძულია: ჩემად: წილად: მას: იტყოდეს: თვით: ბიძასა: ჩემსა: მიხუდა: ვისთა: შვილთა: აწ: დამკოდეს: სანადირო: მათკენ: დარჩა: არ: მივსცემდი: მამერჩოდეს:

613. დღეს: გამოველ: ნადირობას: ზღვისა: პირსა: ვინადირე: მუნა: გასულა: მომდომოდა: მე: მრეკალი: არ: ვახსირე: სპათა: უთხარ: მამიცადეთ: მოვიდოდე: მეცა: ვირე: ხუთთა: ოდენ: ბაზიერი: მეტი: არა: დავიჭირე:

614. ნავით: გამოველ: ზღვისაგან: შტო: რამე: გარდმოდიოდა: არ: ამოვჰკრეფდი: გამყოფთა: ვთქვი: ჩემთა: რად: დავრიდო: და: დამეძაბუნნეს: სიმრავლე: მე: მათი: არ: გამვიდოდა: ვნადირობდი: და: ვიზახდი: ჴმა: ჩემი: არ: უდიოდა:

615. მართლად: იჯავრეს: წუნობა: მათი: თუ: ესე: ჴმდა: ვითა: გამომაპარნეს: ლაშქარნი: გზანი: შემიკრეს: ნავითა: თვით: ბიძას: ძენი: ჩემიცა: შესხდეს: მათითა: თავითა: ჩემთა: გაუჴდეს: ლაშქართა: ომად: მათითა: მკლავითა:

616. მათი: მესმა: დავინახე: ზახილი: და: ჴრმალთა: ელვა: ნავი: ვსთხოვე: მენავეთა: მით: ვიყივლე: მე: ერთხელ: ვა: ზღვასა: შეველ: მომეგება: მეომარი: ვითა: ღელვა: სწადდა: მაგრა: ვეღარა: ქნეს: ჩემი: ზედა: წამოკელვა: