... (S-2829), 1688 წ.

577. მე: რათ: შენი: ქალი: მინდა: გაათხოვე: გამარიდე: ინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცე: ჩემგან: კიდე: ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: აღმოვფხვრიდე: სხვას: მეშველსა: გარეგანსა: მომკალ: ვისცა: ვინატრიდე:

578. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე: რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე: მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკე: თვალი: ვაგე: მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე:

579. გამოჩნდეს: ორნი: ქვევითნი: მე: მივეგებე: წინარე: ქალი: ჰყვა: ერთსა: მონასა: მიღმავე: ვსცან: თუ: ვინ: არე: თავ: გაგლეჯილი: ასმათი: პირს: სისხლი: ჩამომდინარე: აღარ: მიყივლა: ღიმილით: არცაღა: გამიცინა: რე:

580. იგი: ვნახე: დავებნივე: გონებანი: გამიშმაგნა: შორით: უჴმე: რაშიგან: ვართ: ანუ: ცეცხლმან: რად: დაგუდაგნა: მან: საბრალოდ: შემომტირნა: ძლივ: სიტყვანი: გამოაგნა: მითხრა: ღ~თნ: სიმგრგვლე: ცისა: ჩვენთვის: რისხვით: წამოგრაგნა:

581. ახლოს: მიველ: კვლაცა: ვჰკითხე: რაშიგან: ვართ: თქვი: მართალი: კვლავ: საბრალოდ: ამიტირდა: კვლა: მამიდვა: ამით: ალი: დიდხან: სიტყვა: ვერა: მითხრა: მისთა: ჭირთა: ნაათალი: მკერდსა: წითლად: უღებავიდა: სისხლი: ღაწვთა: ნაწვეთალი:

582. მერმე: მითხრა: მოგახსენებ: ესე: რადმცა: დაგიმალე: მაგრა: ვითა: გაგახარნე: შენცა: აგრე: შემიწყალე: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: შემიხვეწე: შემიბრალე: დამჴსენ: ჩემსა: საწუთროსა: ღ~თსა: შენსა: მიავალე:

583. მიამბა: ოდეს: სასიძო: მოჰკალ: და: ჴმა: დაგივარდა: მეფესა: ესმა: აიჭრა,: მართ: მისგან: გასატკივარდა: შენ: დაგიძახნა: მიჴმეთო: მართ: მისგან: ომა: გადიადდა: მოგნახეს: შინა: ვერ: გპოვეს: მით: მეფე: გამომჩივარდა:

584. ჰკადრეს: აქა: აღარ: არის,: კარნი: სადმე: გაუვლიან: მეფე: ბრძანებს: ვიცი: ვიცი: მეტად: კარგად: შემიგიან: მას: უყვარდა: ქალი: ჩემი: სისხლნი: ველთა: მოუღურიან: რა: ნახიან: ერთმანერთი: არ: შეხედვა: ვერ: დათმიან:

585. აწ: თავმან: ჩემმან: მას: მოვჰკლავ: ჩემად: დად: ვინცა: მადესა: მე: ღ~თისა: უთხარ: დაუბამს: მას: ეშმაკისა: ბადესა: მათ: ბოზ: კუროთა: ასეთი: რა: მისცეს: რა: უქადესა: თუ: დავარჩინო: ღ~თი: ვგმო: მისად: პატიჟად: მზად: ეს: ა:

586. მის: მეფისა: წესი: იყო: თავი: მისი: ძვირად: ფიცის: თუცა: ფიცის: არ: გატეხის: მასვე: წამსა: დაამტკიცის: ესე: წყრომა: მეფისაგან: ვისცა: ესმა: ვინცა: იცის: მან: უანმბა: დავარ: ქაჯსა: ვინ: გრძნებითა: ცაცა: იცის:

587. დავარს: დასა: მეფისასა: უთხრა: ვინმე: ღ~თისა: მტერმან: თავი: ფიცა: ძმამან: შენმან: არ: დაგარჩენს: იცის: ერმან: მან: ეგრე: თქვა: უბრალო: ვარ: იცის: ღ~თნ: სახიერმან: ვისგან: მოვკვდე: ვისთვის: წავჴდე: მიიხვედროს: იგი: ვერ: მან:

588. პატრონი: ჩემი: აგრევე: იყო: წამოხუელ: შენ: ოდეს: შენეულივე: რიდენი: ებურნეს: ტურფად: შვენოდეს: დავარ: მოსთქმიდა: სიტყვითა: რომელნი: არა: მსენოდეს: ბოზო: შენ: ბოზო: რად: მამკალ: ვეჭუ: შენცა: არა: გლხენოდეს:

589. როსკიპო: ბოზო: დიაცო: საქმრო: რად: მოაკვლევინე: ანუ: სისხლითა: მისითა: ჩემი: რად: მოაზღვევინე: არ: ცუდად: მამკლავს: ძმა: ჩემი: რა: გიყავ: რა: გაქნევინე: აწ: ღ~თსა: უნდეს: ვერ: მიხუდე: ვის: ესე: დააშლევინე:

590. ჴელი: მიჰყო: წამოზიდნა: თმანი: გრძელნი: დაუფუშნა: დაალება: დაალურჯა: მედგრად: პირნი: მოუქუშნა: მან: პასუხი: ვერა: გასცა: ოდენ: სულთქნა: ოდენ: უშნა: ქალმან: შავმან: ვერა: არგო: ვერცა: წყლული: დაუშუშნა:

591. რა: დავარ: გაძღა: ცემითა: მისითა: დალურჯებითა: წამოდგნეს: ორნი: მონანი: პირითა: მით: ქაჯებითა: მათ: კიდობანი: მოიღეს: იუბნეს: არ: აჯებითა: მაშიგან: ჩასვეს: იგი: მზე: მგზავს: იქნა: დარაჯებითა:

592. უბრძანა: წადით: დაჰკარგეთ: მუნ: სადა: ზღვისა: ჭიპია: წმინდისა: წყალი: ვერ: ნახოს: მყინვარე: ვერცა: ლიპია: მათ: გაეხარნეს: ხმა: მაღლად: იყივლეს: იპი: იპია: ესე: ვნახე: და: არ: მოვჰკუდი: არა: მგავს: არცა: სიპია:

593. ზღვათაკენ: გავლნეს: სარკმელნი: მაშინვე: გაუჩინარდა: დავარ: თქვა: მქნელი: ამისი: ვინ: არ: დამქოლოს: ვინ: არ: და: ვირემ: მომკლევდეს: ჩემი: ძმა: სიცოცხლე: გასაწყინარდა: დანა: დაიცა: მოცაკვდა: დაეცა: გასისხლმდინარდა:

594. რად: არ: მიკუირვებ: ცოცხალსა: მე: ლახვარ: დაუსობელსა: აწ: იგი: მიყავ: რა: მმართებს: ამისსა: მახარობელსა: ზენაარ: დამხსენ: სიცოცხლე: სულთა: დგმა: დაუთმობელსა: საბრალოდ: ცრემლსა: ადენდა: უკლებსა: დაუშომელსა:

595. მე: უთხარ: დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია: რამცა: ვქმენ: ნაცულად: მის: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია: აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: კლდეთა: და: წყალია: სრულად: გავქვავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია:

596. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მომივიდა: ცხრო: და: თრთოლა: გულსა: უთხარ: ნუ: მოჰკვდები: არას: გარგებს: ცუდი: წოლა: გიჯობს: გაჭრა: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა: აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა: