... (S-2829), 1688 წ.

497. კვლაცა: დაჯდა: მხიარული: მოიმატა: სმა: და: მღერა: კვლავ: გაგრძელდა: ნადიმობა: ბარბითტა: და: ჩანგთა: ჟღერა: დედოფალნი: წამოვიდნეს: შეეყარა: მწუხრსა: დღე: რა: ძილ: პირამდის: სიხარულსა: სიხარული: ჰგვანდა: ვერა:

498. ავიყარენით: მიგვჭირდა: სმა: დოსტაქნისა: მეტისა: საწოლს: შემოველ: შემექმნა: ცნობა: მათ: ვითა: შეთისა: ძალი: არ: მქონდა: ტყვე: ქმნილსა: მე: იმა: ცეცხლთა: შრეტისა: მეგონებოდა: მალხენდის: გონება: მისგან: ჭურეტისა:

499. მონა: მოვიდა: მიამბა: ამბავი: მე: მართალიო: თქვენსა: ამბავსა: იკითხავს: აჯიღოსანი: ქალიო: მაშინვე: ვიცან: ავიჭერ: ჩქარ: ჩქარად: გულ: გამკრთალიო: მოვიდა: ვნახე: ასმათი: ჩემს: წინა: მომავალია:

500. მე: მისთვის: ვკვდები: მიამა: ასმათის: ნახვა: მე: მისად: აღარ: მიუშვი: ვაკოცე: ქნადღა: თაყვანის: სცემისად: ჴელი: მოვჰკიდე: დავისვი: ახლოს: ტახტისა: ჩემისად: ვჰკითხე: თუ: ნეტარ: მისულა: მორჩი: ალვისა: ხე: მისად:

501. მიამბე: მისი: ამბავი: სხვად: ნურას: მეუბნებია: მითხრა: თუ: გკადრებ: ამბავსა: აწ: ჩემგან: არა: სთნებია: დღეს: ერთმანერთი: გინახავს: და: ტურფად: მოგწონებია: აწ: კვლაცა: ცნობა: ამბვისა: მას: ჩემგან: უბრძანებია:

502. წიგნი: მომართვა: ჩავხედე: პირისა: თემთა: მთენისა: ეწერა: ვნახე: სიტურფე: წყალ: ჯავარისა: შენისა: ომ: გარდაჴდილი: შვენოდი: შენატევები: ცხენისა: არ: ავი: მიმჩანს: მიზეზი: ჩემისა: ცრემლთა: დენისა:

503. ღ~თნ: თუმცა: ენა: ჩემი: ქებად: შენად: უშენოს: შენთვის: მკვდარი: აღარ: ვიტყვი: მაშა: მომკლავ: უშენოსა: მზემან: ლომსა: ვარდ: გიშერნი: ბაღი: ბაღჩად: უშენოსა: შენმან: მზემან: თავი: ჩემი: არვის: მოხუდეს: უშენოსა:

504. თუცა: მიგდის: ღვარი: ცრემლთა: მაგრა: ცუდად: არ: იდენო: ამას: იქით: ნუღარა: სტირ: გულსა: ჭირსა: არიდენო: შენი: მჭურეტნი: ჩემთა: მჭურეტთა: აგინებენ: მარიდენო: რომე: წეღან: მოგეხვივნეს: იგი: ჩემთვის: არიდენო:

505. იგი: მე: მამცენ: რიდენი: რომელნი: წეღან: გშვენოდეს: ვეჭუ: რომ: მნახო: გიამოს: შენეულითა: მშვენოდეს: ესე: სამკლავე: შეიბი: თუ: ჩემი: გაღაგვლენოდეს: ერთი: ასეთი: ცოცხალსა: სხვა: ღამე: არ: გაგთენოდეს:

506. აქა: მჴეც: ქმნილი: ტარიელ: ტირს: ჭირი: ეათასების: თქვა: მე: მაქვს: სამჴრე: რომელი: კვლა: წინას: მკლავსა: მას: ების: იგი: შეიხსნა: მოიღო: თვალვით: არ: დაიფასების: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ქვე: მკვდართა: დაედასების:

507. ასრე: წვა: რომე: არ: ჰგვანდა: მკვდარი: სამარის: კარისა: ორგნით: ჩანს: ლები: მჯიღისა: მართ: გულსა: გარდნაკარისა: ასმათს: სდის: ღვარი: ცრემლისა: ღაწვთაგან: ნახოკარისა: კვლა: წყალსა: ასხამს: უშველის: ჴმა: ისმის: მუნ: წკანწკარისა:

508. ავთანდილცა: სულთქნა: მწარედ: დაბნედილსა: შემოსჭურიტნა: ასმათ: ვამნი: გაამრავლნა: ცრემლმან: მისმან: ქვანი: ჴვრიტნა: მერმე: სულად: მოაქცია: და: სამჴილი: დაუშრიტნა: თქვა: ცოცხალვარ: საწუთრომან: ჯერცა: ჩემი: სისხლი: ხურიტნა:

509. ზე: წამოჯდა: ფერ: მიჴდილი: აყოლებდა: თვალთა: რეტად: ვარდი: სრულად: შექნილიყო: ზაფრანად: და: ვითა: სპეტად: დიდხან: მათად: აღარ: სცალდა: საუბრად: და: არცა: ჭურეტად: დარჩომა: და: არ: სიკვდილი: მას: უმძიმდა: მეტის: მეტად:

510. ავთანდილს: უთხრა: ისმენდი: ცნობა: მიც: ვითა: ხელისა: გითხრა: ამბავი: ჩემი: და: ჩემისა: დამმარხველისა: ლხინად: მიჩს: შეყრა: მოყვრისა: მის: შენგან: შეუყრელისა: მე: მიკვირს: ჩემი: სიცოცხლე: ასრე: დარჩომა: მრთელისა:

511. ასმათის: ნახვა: მიამა: ჩემად: მის: საესავისა: წიგნი: რა: ვნახე: მამართვა: ესე: საბამი: მკლავისა: მკლავსა: შევიბი: მაშინვე: მოვიხსენ: რიდე: თავისა: იგი: უცხოა: ღარიბი: მტკიცისა: რისმე: შავისა:

512. რიდენი: და: ყაბაჩანი: რომე: მესხნეს: საძღვნოდ: მისად: ერთგან: შევჰკრენ: გაუგზავნენ: მზესა: აკლდა: ოდნად: მისად: ასმათ: დიდხანს: არ: გაუშვი: მე: იმედად: სულთა: დგმისად: მისგან: კიდევ: მამეცალა: საუბრადმცა: სხვადღა: ვისად:

513. მიუწერე: მზეო: შუქი: შენი: შენგან: მონაფენი: გულსა: მეცა: გამიცუდდეს: სიჩაუქე: სიალფენი: ხელმან: შენნი: გავიცადენ: სინატიფე: სიტურფენი: სულთა: ნაცულად: სამსახურნი: რადმცა: ვითა: გიმუქფენი:

514. მაშინ: ოდეს: დამარჩინე: სულთა: სრულად: არ: გამყარე: აწცა: ჩემთვის: ესე: ჟამი: მასვე: ჟამსა: დავადარე: სამჴრე: შენი: მომივიდა: შემოვიბი: მკლავსა: გარე: რომე: მმართებს: სიხარული: ეგზომიმცა: რა: ვიხარე:

515. განაღამცა: ვიწინაშე: აჰა: რიდე: რომე: მთხოვე: ყაბაჩაცა: ასეთივე: ამისებრი: ვერა: ვჰპოვე: დაბნედილსა: ნუ: დამაგდებ: მიშველე: რა: მარგე: მოვე: სოფელს: მყოფსა: უშენოსა: კაცსა: ვისმცა: შევეპოვე:

516. ქალი: ადგა: გამეყარა: დავწევ: ამოდ: დამეძინა: მაგრა: შევჰკრთი: საყვარელი: ჩემი: ვნახე: ძილსა: შინა: გამეღვიძა: აღარა: მყვა: სულ: დგმულობა: მომეწყინა: ღამე: ასრე: გავათენე: მისი: ჴმაცა: არ: მესმინა: