... (A-363), XVII ს.

331. მას: მეფესა: ხატაელსა: უმასპინძლა: უალერსა: ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა: ცისკრად: მიჴმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყვასა: ლმობიერსა: შეუნდობო: ხატაელსა: მას: აქამდი: შენამტერსა:

332. მე: ვჰკადრე: ღ~თი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა: უყავით: თქუენცა: წყალობა: მას: ღონე: გაცუდებულსა: რამაზს: უბრძანებს: იცოდი: გაგზავნი: შეწყალებულსა: მაგრამ: ნუმც: გნახავთ: კულაცაღა: ჩემს: წინა: გაწბილებულსა:

333. ხარაჯა: დასდვა: შეჰკვეთეს: წითელი: ასჯერ: ასია: კულა: ხატაური: ათასი: სხვა: სტავრა: სხვა: ატლასია: მერმე: ყუელაი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია: შეწყალებული: გაგზავნა: უყო: რისხვისა: ფასია:

334. ხატაელმან: დაუმადლა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: მოახსენა: ორგულობა: თქუენი: ღმერთმან: შემანანა: თუცა: ოდეს: შეღაგცოდო: მაშინ: მომკალ: მემცა: განა: წავიდა: და: ყველაკაი: მისი: თანა: წაიტანა:

ასმათისაგან სამჴრის მორთმევა:

335. მოვიდა: კაცი: მეფისა: ცისკრობს: არ: დანაღამია: ებრძანა: რა: შენ: გაყრივარ: მას: აქათ: თვეო: სამია: მინდორს: მოკლული: ისრითა: ნადირი: არ: მიჭამია: არ: დამაშურალხარ: წამოდი: თუცა: დაშრომის: ჟამია:

336. შევეკაზმე: დარბაზს: მიველ: დამხუდა: ჯარი: ავაზისა: შავარდნითა: სავსე: იყო: სრულად: არე: დარბაზისა: მეფე: ქუე: ჯდა: შეკაზმული: შვენებითა: მსგავსი: მზისა: გაეხარნეს: მისულა: ჩემი: ტურფისა: და: ლამაზისა:

337. იდუმალ: ცოლსა: ეუბნა: მართ: ჩემგან: უცოდნელია: ომით: მოსრული: ტარიელ: საჭურეტად: სასურველია: მან: გაანათლოს: მჭურეტელთა: გული: რაზომცა: ბნელია: რაცა: დაგვედრო: საქნელად: ქენ: არა: საზოზღნელია:

338. აწ: მითქუამს: საქმე: უშენო: შენცა: ცან: ესე: მცნებული: რადგან: ქალია: სამეფოდ: ჩუენგანვე: სახელდებული: ვინცაღა: ნახავს: აწ: ნახოს: აჰა: დღე: ედემს: ხლებული: გვერდსა: დაისვი: ორნივე: სრას: დამხუდით: მოვალ: შვებული:

339. მოვინადირეთ: მინდორი: ძირი: მთისა: და: გორისა: იყო: სიმრავლე: ძაღლისა: შავარდნისა: და: ქორისა: ადრე: დავბრუნდით: ვიარეთ: არ: ეჯი: გზისა: შორისა: იბურთეს: დაშლა: შეიქნა: თამაშობისა: ორისა:

340. ჩემთა: მჭურეტელთა: მოეცვა: ქალაქი: შუკა: და: ბანი: ომ: გარდაჴდილსა: მშვენოდეს: მაენიანნი: კაბანი: ფერ: მიჴდილ: გვარი: ვშვენოდი: ვარდი: ცრემლითა: ნაბანი: ვინცა: მიჭურეტდის: ბნდებოდის: მათრლად: არს: არ: კატაბანი:

341. რიდენი: რომე: მეშოვნეს: ქალაქსა: ხატაელთასა: იგი: მეხვივნეს: მშვენოდეს: ვახელებ: გულსა: ხელთასა: მეფე: გარდაჴდა: შევედით: დარბაზსა: ჩემთა: მზრდელთასა: შევხედენ: დავჰკრთი: ელვასა: ღაწუთა: მზეებრ: ნათელთასა:

342. მას: მზესა: ტანსა: ემოსნეს: ნარინჯის: ფერნი: ჯუბანი: ზურგით: უთქს: ჯარი: ხადუმთა: დასდასად: უბანუბანი: სრულად: ნათლითა: აევსო: სახლი: შუკა: და: უბანი: მუნ: ვარდსა: შუა: შვენოდეს: ძოწ: მარგალიტნი: ტყუბანი:

343. ნაომარსა: დაკოდილსა: ჴელი: ყელსა: ჩამომება: დედოფალი: საჯდომთაგან: ადგა: წინა: მომეგება: ვითა: შვილი: გარდამკოცნა: ღაწვი: ვარდი: დამილება: მითხრა: ნუ: ეჭუ: ამას: იქით: თუღა: მტერი: შეღაგება:

344. ახლოს: დამისვეს: ადგილსა: მუნ: სადა: მიამებოდა: პირისპირ: მიჯდა: იგი: მზე: გული: ვისთვისცა: კვდებოდა: მალვით: უჭვრეტდი: მიჭურეტდის: სხუად: არად: მეგონებოდა: თვალნი: მოვსწყუიტნე: სიცოცხლე: ამითა: მეარმებოდა:

345. შეიქმნა: სმა: და: პურობა: მსგავსი: მათისა: ძალისა: სხვა: გახარება: ასეთი: არს: უნახავი: თვალისა: ჯამი: და: ჭიქა: ყუელაი: ფეროზისა: და: ლალისა: არვისი: ბრძანა: მეფემან: არცა: გაშვება: მთრვალისა:

346. მე: მუნა: მყოფი: მივეცი: შვებასა: მეტის: მეტასა: არ: შემომხედნის: შევხედნი: ცეცხლმან: დამიწყის: შრეტასა: კაცთა: კრძალვასა: ვაწვევდი: გულსა: შმაგსა: და: რეტასა: რა: უამეა: პირის: პირ: საყუარელისა: ჭურეტასა:

347. დააგდეს: მღერა: მუტრიბთა: სულეთო: თავი: ხარიან: მიბრძანეს: შვილო: ტარიელ: ვით: გითხრათ: ვით: გვიხარიან: ნეტარძი: გვაქსო: მებრძოლნი: მით: ჩვენნი: ვაგლახ: არიან მართალან: შენნი: მჭურეტელნი: არ: ცუდად: იმკვეხარიან:

348. აწ: თუცა: გუმართებს: შემოსვა: ვის: მორჭმით: მოგივლენიან: არ: შეგმოსთ: მაგა: კაბათა: არ: აგჴდით: ტურფად: გშვენიან: აწ: გქონდეს: ასი: საჭურჭლე: ვის: შუქნი: მოგიფენიან: თვით: შეიკერე: რაცა: გწადს: ჩუენგან: ნუღარა: გრცხუენიან:

349. მომართუეს: ასნი: კლიტენი: ასთავე: საჭურჭლეთანი: თაყვანისვეც: და: დავლოცენ: დავლათნი: მათთა: სუეთანი: მაკოცეს: ადგეს: ორნივე: თუით: იგი: მზენი: მზეთანი: რა: გასცნეს: ზომნი: ვით: გითხრნე: ლაშქართა: სისავსეთანი: