... (A-363), XVII ს.

312. ჩემნი: ლაშქარნი: რომელნი: წამომეტანნეს: მე: არა: რა: ეცნა: წამოსულიყუნეს: ღამე: წამორთვით: ეარა: ვერ: დაიტევდა: მინდორი: და: არე: მთათა: ეარა: გამოსჩნდეს: სცემდეს: ტაბლაკსა: ბუკმან: ჴმა: გააზეარა:

313. იგი: ნახეს: გასაქცევლად: გაემართნეს: შევჰკივლენით: ველნი: ჩვენგან: ნაომარნი: ომითავე: გარდავლენით: რამაზ: მეფე: ჩამოვაგდე: ერთმანერთსა: გავეჴრმლენით: მისნი: სპანი: ყუელაკანი: დავიპყრენით: არ: მოვჰკვლენით:

314. უკანანიცა: ლაშქარნი: მოესწრნეს: მათ: გაქცეულთა: დაუწყეს: პყრობა: ჩამოყრა: შეშინებულთა: ძლეულთა: ძილისა: მიხუდა: ნაცუალი: ძილ: მკრთალთა: ღამეთეულთა: ტყუეთა: მრთელთაცა: არ: აკლდა: კუნესა: მართ: ვითა: სნეულთა:

315. მას: ადგილსა: ნაომარსა: გარდავჰჴედით: მოსვენებად: ჴელსა: ჴრმლითა: დავეკოდე: წყლულად: მიჩნდა: არ: ნაღებად: ჩემნი: სპანი: მოვიდიან: საჭურეტლად: და: ჩემად: ქებად: ვერ: იტყუიან: ვერ: მიმხუდარნი: ქებასაცა: მოხსენებად:

316. ერთსა: კაცსა: ეყოფოდეს: დიდებანი: რომე: მჭირდეს: ზოგთა: შორით: დამლოციან: ზოგნი: კოცნად: გამიპირდეს: რომელთაცა: გავეზარდე: დიდებულნი: ამიტირდეს: ჩემგან: ჴრმლითა: გაკვეთილნი: ნახეს: მეტად: გაუკვირდეს:

317. გავგზავნენ: ყოვლგნით: ლაშქარნი: ალაფი: ავაღებინე: ერთობ: სავსენი: მოვიდეს: თავიცა: ვაალაღებინე: სისხლთა: მებრძოლთა: სისხლითა: მინდორი: შევაღებინე: არ: ვბრძოლე: კარი: ქალაქთა: უომრად: გავაღებინე:

318. რამაზს: ვარქუი: შემიგნია: საქმე: შენი: სამუხთალე: აწ: ეგრეცა: შეპყრობილმან: თავი: გამოიმართალე: სიმაგრეთა: ნუ: ამაგრებ: ყველა: ჴელთა: მომათვალე: თვარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთვალე:

319. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამის: მეტი: ჩემი: ღონე: ერთი: ჩემი: დიდებული: მომეც: ზედა: მაპატრონე: ციხვანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე: ჴელთა: მოგცემ: ყუელაკასა: გაღანამცა: შენ: გაქონე:

320. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანენ: ციხოვანნი: ერთობილნი: ჩემს: წინაშე: მოვიყვანენ: ჴელთა: მომცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანენ: საჭურჭლენი: სიმრავლითა: რასმცა: ვითა: დავაგვანენ:

321. მაშინღა: შეველ: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათვალავად: კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართვეს: დაუმალავად: ქუეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყუენით: თქუენ: უკრძალავად: მზემან: არ: დაგუწნა: იცოდით: დაგყარენ: გაუგვალავად:

322. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდის: კიდე: უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშურები: თუ: მოვსთვალვიდე: ერთგან: ვნახე: საკვირველი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: თუმცა: ნახენ: სახელისა: ცოდნასაცა: ინატრიდე:

323. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად: ვისცა: ვაჩვენი: უკვირდის: ღ~თნ: თქუის: სასწაულად: არცა: ლარულად: გდებოდა: მას: ქსელი: არ: ორხაულად: სიმტკიცე: ჰგუანდა: ნაჭედსა: ვჰთქვი: ცეცხლთა: შენართაულად:

324. იგი: საძღუნოდ: მისად: დავსხენ: ვისი: შუქი: მანათობდა: მეფისათვის: დავარჩივე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა: ჯორ: აქლემი: ათჯერ: ასი: ყუელაკაი: წვივ: მაგრობდა: ატვირთული: გავუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა:

წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა:

325. წიგნი: დავსწერე: მეფეო: სვემცაა: თქუენი: სვიანად: მე: ხატაელთა: მიმუხთლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად: ჩემი: ამბავი: დასტური: ამად: გაცნობე: გვიანად: მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიან: ტყვიანად:

326. რა: ყველაი: დავიურვე: ხატაეთით: გავემგზავრე: წამოვიხუენ: საჭურჭლენი: საჴელმწიფო: დავიავრე: ვერ: მოვეყავ: აქლემითა: აზავრები: ვააზავრე: მოვირჭუნ: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე:

327. ხატაეთისა: ხელმწიფე: მომყუანდა: შეპყრობილია: ინდოეთს: მიველ: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია: რა: ქება: მითხრა: არ: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია: ჴელი: გამიჴსნა: შემომკრა: მან: სახუეველი: ლბილია:

328. დადგნეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა: საუბრისა: და: ჭურეტისა: ჩემის: მას: მონდომილსა: მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდაჴდომილსა: მიალერსებდა: მაჭმევდა: წინაშე: ახლოს: ჯდომილსა:

329. მას: ღამით: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით: დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით: მეფემან: ბრძანა: ლაშქარნი: უჴმენით: შემომყარენით: დღეს: ხატაელი: მიჩვენეთ: ტყვენიცა: შემომგვარენით:

330. რამაზ: მეფე: მას: წინაშე: შეპყრობილი: მოვიყუანე: ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკვანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგუანე: ესე: არის: მამაცისა: მეტისმეტი: სიგულვანე: