... (S-3077), XVIII ს.

402. ფრიდონისით჻ გაემართნეს჻ იგი჻ ლომნი჻ იგი჻ მზენი჻ თანა჻ მიჰყავს჻ პირი჻ მზისა჻ ქალი჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენი჻ ჰკიდავს჻ ბროლსა჻ ყორნის჻ ბოლო჻ დაწყობილი჻ დანათხზენი჻ მუნ჻ ბალახშსა჻ აშვენებდეს჻ სინატიფე჻ სინაზენი჻

403. იგი჻ მზე჻ უჯდა჻ კუბოსა჻ და჻ აგრე჻ არონინებდეს჻ მინადირობდეს჻ ნადირსა჻ მუნ჻ სისხლსა჻ დაადინებდეს჻ სადაცა჻ დახუდის჻ ქუეყანა჻ მჭურეტელთა჻ მოალხინებდეს჻ მოეგებიან჻ სძღნობდიან჻ აქებდეს჻ არ჻ აგინებდეს჻

404. მას჻ გვანდეს჻ თუმცა჻ სამყაროს჻ მზე჻ უჯდეს჻ შუა჻ მთვარეთა჻ იარეს჻ დღენი჻ მრავალი჻ ლაღთა჻ ბრძნათ჻ მოუბარეთა჻ შიგან჻ მათ჻ დიდთა჻ მინდორთა჻ ყოვლგნით჻ კაც჻ მიუმხუდარეთა჻ სად჻ ყოფილიყო჻ ტარიელ჻ მიუხდეს჻ მის჻ კლდისა჻ არეთა჻

405. ტარიელ჻ ბრძანა჻ მე჻ მართებს჻ დღეს჻ თქუენი჻ მასპინძელობა჻ მუნ჻ მივალ჻ სადა჻ ყოფილვარ჻ მჭირდა჻ სადამდის჻ ხელობა჻ თუ჻ გვიმასპინძლოს჻ ასმათიმ჻ მას჻ უც჻ ჴორცისა჻ ჴმელობა჻ მერმე჻ გიძღუნი჻ ტურფათა჻ აქოთ჻ ლარისა჻ ჭრელობა჻

406. მივიდეს჻ შიგან჻ გარდაჴდეს჻ ქუაბსა჻ მას჻ დიდთა჻ კლდეთასა჻ ასმათს჻ უც჻ ჴორცი჻ ირმისა჻ იქს჻ მასპინძლობა჻ კუეთასა჻ ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ წასულასა჻ მათ჻ საქმეთასა჻ ღმერთსა჻ მადლობდეს჻ შეცულასა჻ ლხინად჻ ჭირისა჻ დღეთასა჻

407. მოიარეს჻ ქვაბოვანი჻ თამაშობდეს჻ მხიარულნი჻ ჰპოვეს჻ იგი჻ საჭურჭლენი჻ ტარიასგან჻ დაბეჭდულნი჻ ვერცა჻ ვისგან჻ დანათვალი჻ ვერცა჻ ვისგან჻ შეგებულნი჻ არ჻ იტყუიან჻ თუ჻ რა჻ გვაქო჻ იგ჻ ამისთვის჻ გულ჻ ნაკლულნი჻

408. უბოძა჻ ტურფა჻ მრავალნი჻ მათ჻ მათი჻ შესადარები჻ კულა჻ ფრიდონისნი჻ აავსნა჻ სპა჻ ჰყუა჻ თუ჻ სპასალარები჻ აივსო჻ კაცი჻ ყუელაი჻ მაშინ჻ მათთანა჻ ნარები჻ მაგრა჻ ძეს჻ რომე჻ საჭურჭლე჻ ჰგვანდა჻ კაც჻ დაუკარები჻

409. ფრიდონს჻ უთხრა჻ ვალი჻ შენი჻ ჩემგან჻ ძნელად჻ გარდიჴდების჻ მაგრამ჻ თქმულა჻ «კარგის჻ მქნელი჻ კაცი჻ ბოლოდ჻ არ჻ წაჴდების»჻ აწ჻ საჭურჭლე჻ რაზომიცა჻ აქა჻ ძეს჻ და჻ ან჻ იდების჻ შენი჻ იყოს჻ ყუელაკაი჻ შენ჻ წაიღე჻ ვითა჻ გხუდების჻

410. ფრიდონ჻ დაბლად჻ თაყუანის჻ სცა჻ ჰკადრა჻ მადლი჻ მეტის჻ მეტი჻ მე჻ მეფეო჻ რად჻ გგონივარ჻ უჭკუო჻ და჻ ასრე჻ რეტი჻ მტერთ჻ ყოვლი჻ ჩალად჻ გიჩანს჻ ვინცა჻ იყო჻ ვითა჻ კეტი჻ ჩუენი჻ ლხინი჻ მუდამდისი჻ ვირემ჻ ვიყო჻ ტქუენი჻ მჭურეტი჻

411. ფრიდონ჻ კაცი჻ დააბრუნნა჻ მოსასხმელად჻ აქლემისად჻ სახლსა჻ მისსა჻ მისაღებლად჻ მის჻ ყუელასა჻ საჭურჭლისად჻ აწ჻ მუნიცა჻ გაემართნეს჻ არაბეთით჻ მივლად჻ გზისად჻ ავთანდილცა჻ გალეული჻ შესაყრელად჻ მთვარე჻ მზისად჻

412. ეტყუის჻ მზეო჻ ვითა჻ გაქო჻ ნათელო჻ და჻ დარიანო჻ შენთვის჻ ხელნი჻ გონებანი჻ არა჻ ცუდად჻ არიანო჻ მზიანო჻ და჻ მთვარიანო჻ ეტლად჻ რაო჻ დარიანო჻ თქუენ჻ საჭურეტლად჻ აღარ჻ მინდით჻ არ჻ ვარდნო჻ და჻ დარიანო჻

413. გაჰკვირდეს჻ ყოვლნი჻ მხედველნი჻ მისთა჻ ელვათა჻ ფენასა჻ ვით჻ მზემან჻ დაყუნა჻ მჭურეტელთა჻ თვალნი჻ ნათლისა჻ ფენასა჻ მისგან჻ დამწვარნი჻ მისციან჻ გულნი჻ ჭურეტითა჻ ლხენასა჻ სითაც჻ გამოჩნდის჻ იქმოდეს჻ ჯარნი჻ მუნითკენ჻ რბენასა჻

414. შინა჻ წავიდეს჻ ყოველნი჻ შესხდეს჻ თავისა჻ დარებად჻ ჰქონდეს჻ შვიდნივე჻ მნათობნი჻ მის჻ მზისა჻ დასადარებად჻ არ჻ მიიხდომის჻ სიტურფე჻ არს჻ მათგან჻ მიუმხუდარებად჻ ადრე჻ მივიდეს჻ მეფისა჻ სახლად჻ სამყოფად჻ არებად჻

415. შევიდეს჻ ნახეს჻ თინათინ჻ მჭურეტთა჻ მიმცემი჻ ჭირისა჻ სკიპტოსარ჻ გვირგვინოსანსა჻ შვენოდა჻ ცმა჻ პორფირისა჻ მოსულთა჻ პირსა჻ შეადგა჻ ელვა჻ მისისა჻ პირისა჻ შევიდა჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ იგი჻ მზე჻ მგზავსი჻ გმირისა჻

416. ტარიელ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ ქალსა჻ დაბლად჻ უსალამეს჻ მოეგება჻ აკოცეს჻ და჻ საუბარი჻ მათ჻ აამეს჻ იგი჻ სახლი჻ გაანათლეს჻ არ჻ ნათელი჻ შეაღამეს჻ ბროლ჻ ბალახში჻ გააღაწვეს჻ და჻ გიშერი჻ აწამწამეს჻

417. თინათინ჻ ზედან჻ აწვივნა჻ ტახტსა჻ მეფეთა჻ ზეთასა჻ ტარიელ჻ უთხრა჻ შენ჻ დაჯე჻ სწადიან჻ პრჭესა჻ პრჭეთასა჻ დღეს჻ ტახტი჻ შენი჻ შენ჻ გმართებს჻ მეტად჻ ყოველთა჻ დღეთასა჻ მე჻ ლომი჻ ლომთა჻ შეგისვა჻ გვერდსა჻ შენ჻ მზესა჻ მზეთასა჻

418. ორთავე჻ ჴელი჻ მოჰკიდეს჻ და჻ დასვეს჻ ტახტსა჻ თვისასა჻ გვერდსა჻ დაუსვეს჻ ავთანდილ჻ სურვილს჻ მოეკლა჻ ვისასა჻ უნახავსა჻ და჻ ნახულსა჻ სჯობს჻ ყოვლსა჻ სანახავისსა჻ ნუ჻ ეჭუ჻ მიჯნურად჻ მათებრსა჻ ნუცა჻ თუ჻ სამნი჻ დავისსა჻

419. ქალსა჻ შესწრფა჻ გაუკვირდა჻ ავთანდილის჻ გვერცა჻ ჯდომა჻ ფერი჻ ჰკრთა჻ და჻ გაუფიცხა჻ ზედა჻ გამო჻ გულმან჻ კრთომა჻ მეფე჻ ეტყუის჻ შვილო჻ ჩემგან჻ გაქუ჻ სირცხვილი჻ თუ჻ რაზომა჻ ბრძენთა჻ უთქუამს჻ სიყვარული჻ ბოლოდ჻ მისი჻ არ჻ წაჴდომა჻

420. აწ჻ შვილო჻ ღმერთმან჻ თქუენ჻ მოგცეს჻ ათ჻ წელსა჻ დღეთა჻ გრძელობა჻ სვე჻ სვიანობა჻ დიდობა჻ კულა჻ ჭირთა჻ გარდუჴდელობა჻ ცამცა჻ ნუ჻ შეგცულის჻ მოგხუდების჻ თვით჻ მისებრ჻ შეუცულელობა჻ თქუენის჻ ჴელითა჻ მეღირსოს჻ მიწათა჻ შემომყრილობა჻

421. მართ჻ მეფემან჻ სპათ჻ უბრძანა჻ ავთანდილის჻ თაყუანება჻ ესეაო჻ მეფე჻ თქუენი჻ ასრე჻ იქნა჻ მღთისა჻ ნება჻ დღეს჻ ამას჻ აქუს჻ ტახტი჻ ჩემი჻ მე჻ სიბერე჻ ვითა჻ სნება჻ ჩემად჻ სწორად჻ მსახურებდეთ჻ დაიჭირეთ჻ ჩემი჻ ცნება჻