... (S-3077), XVIII ს.

309. ჩემსა჻ ზედა჻ დიდი჻ არის჻ ვალი჻ თქვენგან჻ დანადები჻ მადლსა჻ სხვაებრ჻ გარდავიჴდი჻ თუღა჻ ფრიდონს჻ შევეყრები჻ [..჻ ]წაიღეთ჻ ყუელაკაი჻ მეკობრეთა჻ წანაღები჻ ამისმეტსა჻ ვერას჻ მოგცემ჻ ვიცი჻ ამად჻ გეძუნწები჻

310. სახლი჻ არ჻ მახლავს჻ არ჻ ძალმაცს჻ გაცემა჻ საბოძვარისა჻ მისცა჻ მართ჻ სავსე჻ ხომალდი჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ ჯარისა჻ უბრძანა჻ წადით჻ წაიღეთ჻ გზა჻ წავლეთ჻ მისივ჻ არისა჻ ფრიდონს჻ მიართვით჻ ჩემგან჻ ძმად჻ ნაფიცარისა჻

჻ წიგნი჻ ავთანდილისა჻ ფრიდონს჻ წინაშე჻

311. დაწერა჻ ფრიდონ჻ მაღალო჻ სვე჻ სრულო჻ მეფეთ჻ მეფეო჻ ლომისა჻ მგზავსად჻ ძალ჻ გულად჻ მზეო჻ შუქ჻ მოიეფეო჻ მოვლენილო჻ და჻ მორჭმულო჻ მტერთა჻ სისხლისა჻ მჩქეფეო჻ უნცროსმან჻ ძმამან჻ შორიშორ჻ სალამი჻ დავიყეფეო჻

312. ჭირნი჻ ვნახენ჻ და჻ მოცა჻ მხუდა჻ ნაცვალი჻ ჭირნახულისა჻ კარგა჻ მოჴდომა჻ საქმისა჻ ჩემისა჻ გაზრახულისა჻ მიცნია჻ მართლად჻ ამბავი჻ პირისა჻ მზედ჻ დასახულისა჻ დამარჩენელი჻ ლომისა჻ მის჻ ქუესკნელს჻ დამარხულისა჻

313. იგი჻ მზე჻ ქაჯთა჻ მეფესა჻ ჰყავს჻ ქაჯეთს჻ პატიმარია჻ მუნ჻ მისლუა჻ მიჩანს჻ თამაშად჻ თუმცა჻ გზა჻ საომარია჻ ნარგისთა჻ წვიმა჻ ბროლისა჻ წვიმს჻ ვარდი჻ ნაწვიმარია჻ ჯერ჻ ქალსა჻ ქაჯნი჻ არ჻ ახლვან჻ მაგრა჻ სპა჻ უომარია჻

314. გულ჻ მხიარული჻ ვიხარებ჻ ამად჻ არ჻ ცრემლი჻ მილდების჻ სადაცა჻ შენ჻ და჻ შენი჻ ძმა჻ ხართ჻ ძნელი჻ გაადვილდების჻ რაცა჻ მოგინდეს჻ უცილოდ჻ იქთ჻ იგი჻ არ჻ აგცილდების჻ არ჻ თურე჻ კაცმან჻ დაგიდგნა჻ ვეჭუ჻ კლდეცა჻ გაგირბილდების჻

315. ავთანდილ჻ ასმათს჻ უსტარი჻ მისცა჻ მისისა჻ ზრდილისა჻ ალვისა჻ შტო჻ დამჭკნარისა჻ მთვარისა჻ ფერ჻ მიჴდილისა჻ უთხრა჻ თუ჻ ნახე჻ ნაწერი჻ მის჻ პატიჟ჻ გარდამჴდარისა჻ მზე჻ მოგვეახლა჻ მოგვეცა჻ ჩუენ჻ მოშორვება჻ ჩრდილისა჻

316. ასმათ჻ რა჻ ნახა჻ უსტარი჻ ცნა჻ მისი჻ დანაწერობა჻ გაჰკვირდა჻ ზარმან჻ აიღო჻ ათრთოლებს჻ ვითა჻ ხელობა჻ ტერფით჻ თხემამდის჻ გაუჴდა჻ მას჻ მეტი჻ საკვირველობა჻ იტყუის჻ რა჻ ვნახე჻ რა჻ მესმის჻ არისმცა჻ მისი჻ მრთელობა჻

317. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ ეგე჻ ამბავი჻ მრთელია჻ ლხინი჻ მოგეცა჻ მოგშორდა჻ ყოველი჻ ჭირი჻ ძნელია჻ მზე჻ მოგეახლა჻ უკუნი჻ ჩუენთვის჻ აღარა჻ ბნელია჻ ბოროტსა჻ სძლია჻ კეთილმან჻ არსება჻ მისი჻ გრძელია჻

318. ინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ასმათს჻ რასმე჻ უბრძანებდა჻ ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ სიხარული჻ ატირებდა჻ ვარდსა჻ ზედან჻ ყორნის჻ ბოლო჻ ნამსა჻ თხელად჻ აპკურებდა჻ კაცსა჻ ღმერთი჻ არ჻ გასწირავს჻ თუმცა჻ კაცი჻ შეიგებდა჻

319. ღმერთსა჻ მისცეს჻ დიდი჻ მადლი჻ თქუეს჻ გვიყოვო჻ რაცა჻ სჯობდა჻ აწყა჻ ვსცანით჻ უარესსა჻ პირი჻ თქუენი჻ არ჻ გაბრჭობდა჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ჴელ჻ გაპყრობით჻ ამას჻ ჴმობდა჻ ქუაბს჻ შევიდეს჻ მხიარული჻ ასმათ჻ რასმე჻ მასპინძლობდა჻

320. ტარიელ჻ იტყუის჻ ავთანდილ჻ ისმინე჻ სიტყუა჻ ასები჻ გიანბობ჻ რასმე჻ ამბავსა჻ მოამბეთ჻ ნუ჻ გენასები჻ მე჻ ოდეს჻ ქუაბნი჻ წაუხვენ჻ დავჴოცე჻ დევთა჻ დასები჻ მას჻ აქათ჻ მათი჻ აქა჻ მე჻ საჭურჭლე჻ ძვირ჻ ნაფასები჻

321. მე჻ აგრე჻ არა჻ მინახავს჻ მართ჻ ვითა჻ არა჻ მნდომია჻ მოდი჻ და჻ გავხსნათ჻ შევიგნათ჻ საჭურჭლე჻ თუ჻ რა჻ ზომია჻ იამა჻ ადგეს჻ ორნივე჻ არცა჻ ქვე჻ ასმათ჻ მჯდომია჻ დალეწეს჻ კარი჻ ორმოცი჻ მათგან჻ არ჻ ზედა჻ ომია჻

322. ჰპოვეს჻ საჭურჭლე჻ უსახო჻ კულავ჻ უნახავი჻ თვალისა჻ მუნ჻ იდვა჻ რიყე჻ თვალისა჻ ჴელ჻ წმიდად჻ განათალისა჻ ჩნდის჻ მარგალიტი჻ ოდენი჻ ბურთისა჻ საბურთალისა჻ ვითმცა჻ ქმნა჻ რიცხვი჻ ოქროსი჻ ვერვისგან჻ დანათვალისა჻

323. იგი჻ სახლი჻ ორმოცივე჻ შიგან჻ იყო჻ გატენილი჻ ჰპოვეს჻ ერთი჻ ზარადხანი჻ აბჯრისათვის჻ ახლად჻ ქნილი჻ მუნ჻ აბჯარი჻ ყოვ჻ ლიფერი჻ ასრე჻ იდვა჻ ვითა჻ მწნილი჻ შიგან჻ ერთი჻ კიდობანი჻ დაბეჭუდილი჻ არ჻ გახსნილი჻

324. ზედა჻ ეწერა჻ აქა჻ ძეს჻ აბჯარი჻ საკურველიო჻ ჯაჭუ჻ მუზარადი჻ ალმასი჻ ჴმალი჻ ბასრისა჻ მჭრელიო჻ თუ჻ ქაჯნი჻ დევთა჻ შეებმენ჻ იყოს჻ დღე჻ იგი჻ ძნელიო჻ უმის჻ ჟამისოდ჻ ვინ჻ გახსნას჻ არის჻ მეფეთა჻ მკულელიო჻

325. კიდობანი჻ გახსნეს჻ ჰპოვეს჻ მუნ჻ აბჯარი჻ სამი჻ ტანი჻ რასაცა჻ ვით჻ შეიმოსეს჻ მეომარნი჻ სამნი჻ ყმანი჻ ჯაჭვი჻ ჴმალი჻ მუზარადი჻ საბარკული჻ მათი჻ გვანი–჻ ზურმუხტისა჻ ბუდებითა჻ იყუნეს჻ ვითა჻ ლუსკუმანი჻

326. თვითომან჻ თვითო჻ ჩაიცვეს჻ თავის჻ თავს჻ გამოსცდიდიან჻ ჯაჭუ჻ მუზარადსა჻ აბჯარი჻ მართ჻ ვერად჻ ვერ჻ გამოჰკიდიან჻ ჴმალი჻ რკინისა჻ მოჰკრიან჻ ვითა჻ ბანბის჻ მკედსა჻ ჭრიან჻ მათ჻ უღირათ჻ ყოვლად჻ ქუეყანად჻ შევატყევ჻ არ჻ გაჰყიდიან჻

327. თქუეს჻ ესე჻ ნიშნად჻ გვეყოფის჻ ვართო჻ კარგითა჻ ბედითა჻ ღმერთმან჻ მოგუხედნა჻ თვალითა჻ ზე჻ გარდმო჻ მონახედითა჻ აიღეს჻ იგი჻ აბჯარი჻ თავის჻ თავისა჻ ქედითა჻ თვითო჻ მათ჻ ერთი჻ ფრიდონის჻ საძღნობლად჻ შეკრეს჻ ღვედითა჻