... (S-3077), XVIII ს.

422. ლაშქარნი჻ და჻ დიდებულნი჻ დადრკეს჻ მდაბლად჻ ეთაყუანეს჻ მოახსენეს჻ მიწად჻ ვექმნეთ჻ ვინცა჻ მიწად჻ მიგვაგვანეს჻ მორჩილ჻ ქმნილი჻ დაგვადიდნეს჻ ურჩნი჻ მკუდართა჻ დაგვაგვანეს჻ მტერთა჻ მკლავნი჻ შეამოკლნეს჻ გული჻ ჩუენი჻ აგულოვნეს჻

423. ტარიელცა჻ უთხრა჻ ქებით჻ იმედისა჻ გათავება჻ ქალსა჻ უთხრა჻ შემიყრიხართ჻ აღარა჻ გწვავს჻ ცეცხლთა჻ დება჻ ქმარი჻ შენი჻ ძმაა჻ ჩემი჻ მწადს჻ აგრევე჻ თქუენი჻ დება჻ ორგულთა჻ და჻ შემცილეთა჻ თქუენთა჻ მე჻ ვქნა჻ გაფლიდება჻

ქორწილი ავთანდილისა და პირ მზის თინათინისა჻

424. მას჻ დღე჻ ავთანდილ჻ პატრონად჻ ზის჻ და჻ ჴელმწიფე჻ ზენია჻ მას჻ თანა჻ მჯდომსა჻ ტარიელს჻ შვენიან჻ სინაზენია჻ ნესტანჯარ჻ ახლავს჻ თინათინს჻ ვინ჻ მჭურეტთა჻ ამაზრზენია჻ ჰგავს჻ თუ჻ ცა჻ მოდრკა჻ ქუეყანად჻ შეყრილან჻ ოთხნივ჻ მზენია჻

425. დაიწყეს჻ მორთვა჻ პურისა჻ ლაშქართა჻ მის჻ მესავსისა჻ ძროხა჻ და჻ ცხვარი჻ დაკლული჻ არს჻ უმრავლესი჻ ხავსისა჻ შეიქნა჻ ძღნობა჻ ძღვენისა჻ მათისა჻ შესამზგავსისა჻ მათ჻ ყოვლთა჻ შუქი჻ ანათობს჻ პირისა჻ პირ჻ მზისა჻ მგზავსისა჻

426. იაგუნდისა჻ ჯამები჻ იყუის჻ ლალისა჻ ჭიქები჻ კულა჻ უცხო჻ ფერთა჻ ჭურჭელთა჻ სხდის჻ უცხო჻ უცხო჻ სიქები჻ მის჻ ქორწილისა჻ მაქები჻ კაცი჻ ბრძენთაგან჻ იქები჻ მჭურეტელნო჻ გულსა჻ ეტყოდი჻ ნუ჻ აიხსნები჻ იქები჻

427. მუტრიბნი჻ მოდგეს჻ ყოველგნით჻ ისმოდა჻ ჴმა჻ წინწილისა჻ შეყრით჻ ძეს჻ ოქრო჻ გუარი჻ და჻ ბალახშისა჻ თლილისა჻ მსმელთათვის჻ წყარო჻ ღვინისა჻ ასგან჻ დის჻ მგზავსი჻ მილისა჻ ბინდით჻ ცისკრამდის჻ სმა჻ იყო჻ გარდაჴდა჻ ჟამი჻ დილისა჻

428. არვინ჻ დარჩა჻ უსაბოძრო჻ არა჻ კოჭლი჻ არც჻ საპყარი჻ მოდიოდა჻ მარგალიტი჻ მოფანტული჻ მონაყარი჻ გაბედითდა჻ წასაღებლად჻ ატლასი჻ და჻ ოქრო჻ მყარი჻ სამ჻ დღე჻ იყო჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ავთანდილის჻ ვით჻ მაყარი჻

429. ხვალისა჻ მეფე჻ არაბთა჻ კულა჻ პურობს჻ არღაფალია჻ ტარიელს჻ უთხრა჻ შენი჻ მზე჻ საჭურეტლად჻ სატურფალია჻ მეფე჻ ხარ჻ ყოვლთა჻ მეფეთა჻ და჻ ეგე჻ დედოფალია჻ ჴამს჻ ყურსა჻ გვეგდოს჻ საყურად჻ ჩუენ჻ თქუენი჻ ნატერფალია჻

430. აწ჻ მეფეო჻ არა჻ ეგების჻ ჩუენი჻ სხდომა჻ თქუენად჻ სწორად჻ საჴელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ სხვა჻ დაუდგა჻ ტახტი჻ შორად჻ ქუემოთ჻ დასხა჻ ავთანდილ჻ და჻ მისი჻ ცოლი჻ მათად჻ სწორად჻ პირველ჻ ძღვენი჻ ტარიასთვის჻ მოიღიან჻ იდვის჻ გორად჻

431. არაბთა჻ მეფე჻ მასპინძლობს჻ იქს჻ ოდენ჻ არიფობასა჻ ზოგჯერ჻ მათ჻ ახლავს჻ ზოგჯერ჻ მათ჻ არ჻ იჴმობს჻ ჴელმწიფობასა჻ მისცემს჻ და჻ უქებს჻ ყოველი჻ უხობა჻ იეფობასა჻ ფრიდონ჻ მას჻ უზის჻ ავთანდილს჻ ჩვეული჻ ვით჻ მეფობასა჻

432. თინათინს჻ ქრმითურთ჻ პატივი჻ ჰქონდა჻ ინდოთა჻ ქალისა჻ სიყუარული჻ და჻ ჩუქება჻ ვითა჻ სიძისა჻ დასძალისა჻ რომე჻ სძღუნა჻ არა჻ ეგების჻ თქმა჻ არა჻ ნაათალისა჻ თვითო჻ სკიპტრა჻ და჻ პორფილი჻ და჻ გვირგვინები჻ თვალისა჻

433. კულა჻ უძღუნა჻ ძღვენი჻ ორთავე჻ მგზავსი჻ მათისა჻ ბედისა჻ ათასი჻ თვალი჻ ნაშობი჻ რომანულისა჻ დედისა჻ კულავ჻ მარგალიტი჻ ათასი჻ არ჻ სათქმლად჻ მონაყბედისა჻ ათასი჻ ცხენი჻ ტაიჭი჻ სისხოთა჻ მგზავსი჻ ქედისა჻

434. ფრიდონს჻ უძღუნა჻ ცხრა჻ ტაბაკი჻ მარგალიტი჻ თავ჻ შედგმული჻ ცხ[რ]ა჻ ტაიჭი჻ ძვირფასისა჻ უნაგრითა჻ შეკაზმული჻ ინდოთ჻ მეფე჻ თაყუანსა჻ სცემს჻ ლაღი჻ ბრძენი჻ არ჻ მახმული჻ მადლი჻ ჰკადრა჻ ფხიზელურად჻ თუცა჻ იყო჻ ღვინო჻ სმული჻

435. რას჻ ვაგრძელებდე჻ გარდაჴდეს჻ დღენი჻ ერთისა჻ თვისანი჻ თამაშობდიან჻ არ჻ იყუნეს჻ ყოლა჻ გაყრანი჻ სმისანი჻ ტარიელს჻ სძღუნიან჻ უცხონი჻ თვალნი჻ ლალისა჻ ქვისანი჻ მათ჻ ყოვლთა჻ მათი჻ ელვანი჻ ჰფარვენ჻ მართ჻ ვითა჻ მზისანი჻

436. ტარიელ჻ ჰგვანდის჻ ვარდსა჻ და჻ იყუის჻ ფიფქისა჻ მთოელად჻ ავ[თა]ნდილ჻ როსტანს჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ დასათხოელად჻ შესთვალა჻ შენი჻ სიახლე჻ კმა჻ ჩემად჻ ლხინად჻ ყოველად჻ მტერ[...] აქუ჻ ჩემი჻ სამეფო჻ კუიცი჻ მაშიგან჻ მძოელად჻

437. უცებნი჻ მოსრნის჻ მცოდნელთა჻ ცოდნამან჻ ჴელოვნებამან჻ ვეჭუ჻ მოგცეს჻ თქუენცა჻ დაღრეჯა჻ ჩემან჻ რასაცა჻ ვნებამან჻ წავიდე჻ ავ჻ არ჻ მიყოს჻ მე჻ აქა჻ დაყოვნებამან჻ ადრე჻ კულა჻ გნახნე჻ მორჭმული჻ ინებოს჻ ღმრთისა჻ ნებამან჻

438. როსტევანს჻ ეთქუა჻ მეფეო჻ რად჻ ხარ჻ რასაცა჻ რიდითა჻ რაცა჻ გიჯობდეს჻ იქმოდით჻ გასჭურეტდით჻ გაიცდიდითა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წამოგყუეს჻ წადით჻ ლაშქრითა჻ დიდითა჻ თქუენთა჻ მტერთა჻ და჻ ორგულთა჻ დაფრეწით჻ დაცა჻ სჭრიდითა჻

439. ავთანდილ჻ უთხრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყუები჻ ორები჻ მან჻ უთხრა჻ აგრე჻ ნუ჻ უბნობ჻ შეცევ჻ ბროლისა჻ ყორები჻ ახლა჻ შერთულსა჻ მთვარესა჻ მზეო჻ ვით჻ მოეშორები჻ ავთანდილ჻ უთხრა჻ მაგითა჻ შენგან჻ არ჻ მოვიღორები჻

440. არ჻ დია჻ გინდა჻ დამაგდო჻ წახვიდე჻ ჩემად჻ მზრახავად჻ [...]ლი჻ უყუარსო჻ გამწირა»჻ იყო჻ ამისად჻ მსახავად჻ [...]჻ დავრჩე჻ შენი჻ გაყრილი჻ თავისა჻ მე჻ ვაგლახავად჻ კაცსა჻ მოყურისა჻ გაწირვა჻ ახ჻ მოუხდების჻ ახავად჻