... (S-3077), XVIII ს.

364. სამასისა჻ კაცისაგან჻ ას჻ სამოცი჻ შერჩომოდა჻ ფრიდონს჻ უმძიმს჻ სპათა჻ მისთა჻ მაგრა჻ ცალკერძ჻ უხაროდა჻ მონახეს჻ და჻ არ჻ აცოცხლეს჻ რაცა჻ ბრძოლი჻ დარჩომოდა჻ რომე჻ ჰპოვეს჻ საჭურჭლენი჻ აწე჻ დათულით჻ ვით჻ ითქმოდა჻

365. მოკრიფეს჻ ჯორი჻ აქლემი჻ რაცა჻ ვით჻ ჰპოვეს჻ მალები჻ სამსა჻ ათასსა჻ აჰკიდეს჻ მარგალიტი჻ და჻ თვალები჻ თვალი჻ ყუელაი჻ დათლილი჻ იაგუნდი჻ და჻ ლალები჻ იგი჻ მზე჻ შესვეს჻ კუბოსა჻ არს჻ მათგან჻ განაკრძალები჻

366. სამოცი჻ კაცი჻ დააგდეს჻ ქაჯეთს჻ ციხისა჻ მცველია჻ წამოიყვანეს჻ იგი჻ მზე჻ მათიღა჻ წაგურა჻ ძნელია჻ ზღვათა჻ ქალაქთა჻ დამართეს჻ თუცა჻ გზა჻ მუნით჻ გრძელია჻ თქუეს჻ ფატმან჻ ვნახოთ჻ მუქაფა჻ გვაც჻ მისი჻ გარდუჴდელია჻

჻ ტარიელისაგან჻ ზღვათა჻ მეფისას჻ მისულა჻

367. ზღვათა჻ მეფისა჻ წინაშე჻ გაგზავნეს჻ მახარობელი჻ შესთვალა჻ მოველ჻ ტარიელ჻ მტერთა჻ მძლე჻ მოსრით჻ მოსრული჻ ქაჯეთით჻ მომყავს჻ ჩემი჻ მზე჻ ჩემი჻ ლახვართა჻ მსობელი჻ მწადიან჻ გნახო჻ პატივით჻ ვითა჻ მამა჻ და჻ მშობელი჻

368. აწ჻ მე჻ მაქუს჻ ქაჯთა჻ ქუეყანა჻ და჻ მათი჻ დანადებია჻ მეფეო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მე჻ თქუენგან჻ დამკიდებია჻ ფატმანს჻ უხსნია჻ ჩემი჻ მზე჻ სდედებია჻ და჻ დებია჻ ამისად჻ მუქფად჻ რა჻ გიძღუნა჻ მძულს჻ ცუდი჻ ნაქადებია჻

369. მოდი჻ გუნახე჻ გავიარდეთ჻ ქუეყანასა჻ შენსა჻ ვირე჻ სრულად჻ ქაჯთა჻ სამეფოსა჻ გიძღუნი჻ ჩემგან჻ შეიწირე჻ კაცი჻ შენი჻ შეაყენე჻ ციხე჻ მაგრად჻ დაიჭირე჻ მე჻ ვისწრაფვი჻ ვერა჻ გნახავ჻ შენ჻ წამოდი჻ ჩემკერძირე჻

370. თქუენ჻ უბრძანეთ჻ ჩემაგიერ჻ უსენ჻ ქმარსა჻ ფატმანისსა჻ გამოგზავნოს჻ იამების჻ ნახვა჻ მისი჻ ჴსნილსა჻ მისსა჻ მისგან჻ კიდე჻ ინატრიდა჻ ჭურეტასამცა჻ სხვადა჻ ვისსა჻ ვინ჻ მზესაცა჻ უნათლეა჻ არსე჻ ვითა჻ ბროლი჻ ფისსა჻

371. რა჻ კაცი჻ ტარიელისი჻ ესტუმრა჻ ზღვათა჻ მფლობელსა–჻ ჻ წესია჻ გული჻ გაჰკრთების჻ ამბავსა჻ გასაკრთომელსა჻ –჻ მისცა჻ მადლი჻ და჻ დიდება჻ ღმერთსა჻ მართლისა჻ მპრჭობელსა჻ მაშინვე჻ შეჯდა჻ არ჻ უნდა჻ მისულა჻ სხვისაღა჻ მჴმობელსა჻

372. ბარგი჻ აჰკიდა჻ გააგო჻ ქნა჻ ქორწილისა჻ მათისა჻ მას჻ მოაქუ჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ არ჻ სიდიადე჻ სათისა჻ ფატმან჻ ჰყავს჻ თანა჻ იარა჻ სავალი჻ დღისა჻ ათისა჻ უხარის჻ ნახვა჻ ლომისა჻ და჻ მზისა჻ ჴმელთა჻ მნათისა჻

373. დიდებულთა჻ თაყუანი჻ სცეს჻ მოახსენეს჻ დიდი჻ ქება჻ რომე჻ ღმერთმან჻ გაგვახარა჻ კურთხეულარს჻ მისი჻ მღთება჻ ჩუენ჻ გვიჩუენა჻ პირი჻ თქუენი჻ აღარა჻ გუწვავს჻ ცეცხლთა჻ დება჻ წყლულსა჻ მისგან჻ დაკოდილსა჻ მასვე჻ ძალუც჻ განკურნება჻

374. [...]ვიდეს჻ და჻ პირი჻ ჴელსა჻ დასდვეს჻ აგრე჻ გარდაჰკოცნეს჻ მეფე჻ ეტყვისძმათა჻ თქუენთა჻ თავნი჻ ჩუენთვის჻ დაიჴოცნეს჻ იგი჻ ვნება჻ საუკუნოს჻ ცხადად჻ ჰპოეს჻ არ჻ იცოდეს჻ ერთსა჻ მიჴუდეს჻ საზიეროდ჻ დიდებანი჻ იასოცნეს჻

375. თუცა჻ მე჻ მათი჻ დაჴოცა჻ მტკივის჻ და჻ სატკივარია჻ მაგრა჻ მათ჻ მიჴუდა჻ უკუდავი჻ მუნ჻ დიდი჻ სანუქარია჻ ესე჻ თქუა჻ ნელად჻ ატირდა჻ და჻ წვიმა჻ თოვლსა჻ არია჻ ნარგიზთა჻ სცვივის჻ ბორიო჻ ვარდსა჻ ზრავს჻ იანვარია჻

376. მუნ჻ ატირდეს჻ ყუელაკანი჻ რა჻ ტირილად჻ იგი჻ ნახეს჻ რაცა჻ ვისცა჻ დაჰკლებოდა჻ მათ჻ ტირილი჻ აერს჻ ახეს჻ დადუმდეს჻ და჻ მოახსენეს჻ რადგან჻ ბრძენთა჻ მზეებრ჻ გსახეს჻ თქუენთა჻ მჭურეტთა჻ მღერა჻ მართებს჻ რასათვისმცა჻ ივაგლახეს჻

377. ვინ჻ ღირსა჻ თქუენსა჻ ეგზომსა჻ ტირილსა჻ შეჭირვებასა჻ თქუენთვის჻ სიკუდილი჻ დია჻ სჯობს჻ მიწათა჻ ზედან჻ რებასა჻ კულა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ მეფესა჻ ნურათ჻ იქთ჻ გამწარებასა჻ ღმერთიმცა჻ მუქფათ჻ მოგიზღავს჻ ათასსა჻ გახარებასა჻

378. ავთანდილცა჻ მიუმტკივნა჻ ეტყუის჻ დიდსა჻ სიმძიმილსა჻ მათ჻ შეასხეს჻ ქება჻ უთხრეს჻ თავნი჻ მისცეს჻ აწ჻ ღიმილსა჻ რადგან჻ მიხუდა჻ დაკარგული჻ ლომი჻ მზესა჻ წაჴდომილსა჻ აღარა჻ ვსტირთ჻ სატირელსა჻ აღარ჻ დავზდებთ჻ თვალთა჻ მილსა჻

379. მივიდეს჻ სადა჻ ქალაქი჻ დიდი჻ მულღან჻ ზანზარია჻ სცემდეს჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ გაჰჴდა჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ დაბდაბისა჻ და჻ ქოსისა჻ ჴმა჻ ტურფად჻ შენათხზარია჻ მოატყდეს჻ მოქალაქენი჻ დააგდეს჻ მუნ჻ ბაზარია჻

380. მუშაკთა჻ მოდგეს჻ ვაჭარნი჻ ყოვლგნით჻ მჭურეტელთა჻ ჯარია჻ შორს჻ უარებდენ჻ სარანგნი჻ ჴელთა჻ აქუს჻ მათ჻ აბჯარია჻ მოიჯრებოდეს჻ ჯალაბნი჻ სარანგთა჻ დასაჯარია჻ მათად჻ საჭურეტლად჻ მიშვება჻ მუნ჻ მათგან჻ დააჯარია჻

381. გარდაჴდეს჻ ფრიდონისასა჻ სრა჻ ნახეს჻ მოსაწონები჻ გამოეგება჻ მრავალი჻ ოქროს჻ სარტყლითა჻ მონები჻ ფეჴთა჻ საფენლად჻ ოქსინო჻ მართ჻ მათგან჻ არს჻ ნაქონები჻ თავსა჻ აყრიდეს჻ ოქროსა჻ ხვეტს჻ ჯარი჻ მუნ჻ სარონები჻

382. რა჻ ფრიდონს჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ მას჻ გაეცინა჻ გაღიმდა჻ შვენოდა჻ მხიარულობა჻ [თ]ქუა჻ თუ჻ მეშველი჻ რათ჻ მინდა჻ მჭირს჻ არავისგან჻ წყლულობა჻ ჩემი჻ მზე჻ არცა჻ ქაჯთა჻ ჰყავს჻ არცა჻ სჭირს჻ ლხინ჻ ნაკლულობა჻