... (S-3077), XVIII ს.

ტარიელისაგან ავთანდილსა და ფრიდონთან კაცის გაგზავნა჻

498. რად჻ არ჻ გაშინჯავთ჻ სოფელსა჻ სჭირს჻ გარე჻ შიგან჻ ჭრელობა჻ მისცემს჻ კულა჻ ზოგჯერ჻ სევდასა჻ არა჻ აქუს჻ გაუყრელობა჻ გამართავს჻ რაცა჻ სწადიან჻ გაიჭრას჻ სჭირდეს჻ ხელობა჻ ტარიელ჻ თვალნი჻ ამართნა჻ ჰკლავს჻ გულსა჻ დანამჭრელობა჻

499. ნესტ჻ დარეჯანს჻ წამწამთა჻ ბუქისა჻ ფიფქმან჻ დამზრომან჻ მობრუნდა჻ ჰკითხა჻ მზემან჻ ნორჩმან჻ ტურფამან჻ სარომან჻ დაუყუნა჻ მისმან჻ ელვამან჻ ტარიელს჻ პირ჻ უმთვარომან჻ ნუ჻ ივნებ჻ ლომო჻ ლომთაო჻ რა჻ ქნა჻ ჯამან჻ და჻ დრომან჻

500. ჯავრნი჻ ხვარაზმთა჻ ჩემზედა჻ მით჻ გარეშემო჻ უბია჻ ჩემზედა჻ სპანი჻ იჴმარა჻ რაცა჻ ალამი჻ უბია჻ ვიჴმო჻ ძმადფიცნი჻ სპა჻ მრავალი჻ მათი჻ აბჯარი჻ შუბია჻ ავთანდილს჻ ფრიდონს჻ სურვილი჻ ჰკლავს჻ ჩუენთვის჻ თვალთათ჻ გუბია჻

501. ტარიელ჻ ორთა჻ სენთაგან჻ მეტადღა჻ დაჭმუნვებულმა[...] მტერთაგან჻ ამოწყუეტილმან჻ უსახოთ჻ შეჭირვებულმან჻ არაბეთს჻ კაცი჻ გაგზავნა჻ მტირალმან჻ მიჭირვებულმან჻ ავთანდილს჻ წურილად჻ აცნობა჻ უღუნოდ჻ დაჭირებულმან჻

502. რაცა჻ პირველ჻ სენი჻ სჭირდა჻ ყუელა჻ წიგნად჻ მიუწერა჻ მერმე჻ რაგვარ჻ ხვარაზმელთა჻ მათთვის჻ ძაძა჻ შეეკერა჻ ვით჻ ერბივნეს჻ ვით჻ ეჴოცნეს჻ ვით჻ ქალაქი჻ მოემტვერა჻ ვით჻ სოფელი჻ მუხთალია჻ იგი჻ მეცა჻ დამემტერა჻

503. მოიტირეს჻ მათ჻ ლომ჻ კაცთა჻ ტარიელის჻ სნეულება჻ მერმე჻ უმძიმს჻ ჰინდოთათვის჻ მათ჻ მტერთაგან჻ ძლეულება჻ ტარიელის჻ ნახვა჻ სწრაფით჻ უნდა჻ ვით჻ აქუს჻ ჩვეულება჻ ნახეს჻ მჭლე჻ და჻ ფერ჻ მიჴდილი჻ გულსა჻ სჭირდა჻ დაწყლულება჻

მოსვლა ავთანდილისა და ფრიდონისაგან ტარიელის საშველად჻

504. ნესტან჻ დარეჯან჻ ტან჻ სარო჻ პირად჻ მზე჻ ვითამც჻ ალალი჻ დაღრეჯილიყო჻ საკუდავად჻ აწ჻ აღარც჻ ვითამც჻ ალალი჻ სისხლის჻ ცრემლითა჻ მტირალი჻ უბნობდა჻ ვითამც჻ ალალი჻ ჩემზე჻ მოვიდა჻ ხვარაზმშა჻ მწყერზედან჻ ვითამც჻ ალალი჻

505. სისხლის჻ ცრემლითა჻ მტირალი჻ ბრძანებდა჻ არ჻ სათუობით჻ ზურგი჻ ათქს჻ მზესა჻ მოდრეკით჻ სევდა჻ სჭირს჻ დასანაზობით჻ ნესტან჻ დარეჯან჻ ტან჻ სარო჻ არ჻ მისით჻ ხასიათობით჻ სევდა჻ სევდაზედ჻ დართოდა჻ ვერ჻ მჭურეტთა჻ დასანათობით჻

506. გამოვლეს჻ ზღვანი჻ მოვიდეს჻ ჴმელეთსა჻ ტარიელისა჻ ნახეს჻ სენთაგან჻ დაცემით჻ იყო჻ მართ჻ მგზავსი჻ ბერისა჻ ორთა჻ სენთაგან჻ ჩიოდა჻ მტირალი჻ მოამბერისა჻ თქუა჻ გაჴდა჻ თემი჻ ჰინდოთა჻ სისხლთაგან჻ მონატბერისა჻

507. ტარიელის჻ ნახვისათვის჻ მობრუნდეს჻ და჻ მოუჩოქნეს჻ ნახეს჻ ერთობ჻ ფერ჻ მიჴდილად჻ ჰკადრეს჻ გული჻ აუჩუქნეს჻ ლომო჻ მზეო჻ რამ჻ გაგჴადა჻ პირთა჻ ზედა჻ შუქნი჻ უქნეს჻ აწ჻ ნუ჻ გაგვა჻ მტერთა჻ შენთა჻ რისხვა჻ ზეცით჻ მოუბუქნეს჻

508. აწ჻ ტარიელ჻ ძმათ჻ უჩივის჻ მე჻ დამერთო჻ სენი჻ რულად჻ დღესა჻ ერთსა჻ ნადირობით჻ მოვიდოდი჻ მხიარულად჻ სმად჻ დავჯე჻ და჻ ვიხარებდი჻ ვიშლებოდი჻ ვარდი჻ სრულად჻ მართ჻ ანაზდად჻ მამივიდა჻ სევდა჻ მეცა჻ ფიცხლად჻ გულად჻

509. ესმა჻ ხვარაზმთა჻ მფლობელსა჻ იგი჻ დამერთო჻ მე჻ ზედა჻ ჰინდონი჻ ჩემი჻ შეებნეს჻ მთვარე჻ დაბნელდა჻ და჻ მზე჻ და჻ ქუეყანა჻ ჩემი჻ ასწყუიტა჻ სისხლი჻ იკითხა჻ ჩემზედა჻ მე჻ ასრე჻ მკლავთაგან჻ ცუდი჻ ვქმენ჻ ვერ჻ მოვიჴმარენ჻ მაზედა჻

510. ესე჻ თქვა჻ და჻ ვით჻ ეწყინა჻ ეს჻ ამბავი჻ მათ჻ მეფეთა჻ ტარიელის჻ შველისათვის჻ არ჻ დამდგომთა჻ მოსწრაფეთა჻ ცრემლი჻ სდის჻ და჻ აგრე჻ ფიცვენ჻ ვადენ჻ სისხლსა჻ მომჩქეფეთა჻ ხვარაზმს჻ მივალთ჻ მოვიჴმარებთ჻ მკლავ჻ მაგარნი჻ სიალფეთა჻

511. აწ჻ ასმათი჻ მიეგებვის჻ ნამსახური჻ და჻ დობილი჻ მტერთა჻ ჩუენთა჻ ნახვა჻ თქუენი჻ შემშრეს჻ ნახვა჻ ცრემლტობილი჻ მათ჻ სალამი჻ გამოუღეს჻ მოიკითხეს჻ ასმათ჻ ტკბილი჻ შესტირა჻ და჻ აცატირდა჻ აუჩუქდა჻ გული჻ თბილი჻

512. კულა჻ მოიკითხეს჻ ასმათი჻ ნამსახური჻ და჻ ხლებული჻ ღმერთსამც჻ მადლი჻ აქუს჻ არ჻ ვნახეთ჻ ტარიელ჻ ვაგლახებული჻ მოვასხით჻ ზედ჻ დავაყენოთ჻ მკურნალნი჻ ჴელოვნებული჻ ადრე჻ ვჰკურნებთო჻ იტყუიან჻ ამას჻ ვართ჻ იმედებული჻

513. ჴელი჻ ჰყუეს჻ გვერცა჻ მიუსხდეს჻ აქიმნი჻ შემოკრებულნი჻ წავლენ჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ გულითა჻ გამეხებული჻ ფიცხლავ჻ ჰინდოთა჻ აცნობეს჻ მოვლენ჻ არიან჻ ქებულნი჻ მოვიდეს჻ სპანი჻ ჰინდონი჻ არ჻ ხანის჻ დაყოვნებულნი჻

514. აღლუმი჻ ვნახეთ჻ არ჻ აკლდა჻ იგ჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ მთა჻ და჻ ბარი჻ გაიტენა჻ მოემატა჻ სპანი჻ სხვანი჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ ავთანდილსა჻ ფრიდონს჻ სძღუნიან჻ მოდგეს჻ თავნი჻ მოდგეს჻ შორით჻ უსალამეს჻ თქუეს჻ თუ჻ ნახეთ჻ ცათ჻ მარსკულავნი჻

515. სამთა჻ მეფეთა჻ დროშები჻ მუნ჻ სამგან჻ ამართულნია჻ ხვარაზმს჻ მიდიან჻ სასწრაფოდ჻ არ჻ წყნარად჻ გამართულნია჻ სხვათა჻ მრავალთა჻ თავადთა჻ ნიშანი჻ წარმართულნია჻ მე჻ ვერ჻ დავთუალენ჻ ამართვა჻ ჩემგან჻ ძნელ჻ შემართულნია჻