... (S-3077), XVIII ს.

460. ვიაჯი჻ მამკალ჻ მე჻ ხვალმე჻ ყუელაი჻ ჩემი჻ ბრალია჻ მერმე჻ ვაზირი჻ ხუთასი჻ მყავს჻ აქათ჻ წაუვალია჻ თავები჻ დასჭერ჻ ადინე჻ სისხლი჻ მართ჻ ვითა჻ ღვარია჻ სპა჻ უბრალოა჻ ნუ჻ დაჰჴოც჻ ამად჻ ვტირ჻ გულმჴურვალია჻

461. ყოვლთა჻ მისცეს჻ ზეენარი჻ მიუყარნეს჻ მუჴლი჻ წინა჻ ნუ჻ დაგუჴოცო჻ მისსა჻ ძალსა჻ ვინცა჻ აგრე჻ დაგარჩინა჻ ტარიელ჻ დგას჻ დაყმუნებით჻ რამაზ჻ წინა჻ მოეფინა჻ ღმერთი჻ ალხენს჻ შეხვეწილსა჻ არ჻ შეუნდობს჻ კაცი჻ ვინა჻

462. კაცი჻ ცრემლითა჻ შეინდობს჻ თუ჻ ცოდვა჻ მისთა჻ ნაცარსა჻ ვით჻ ნინაველნი჻ ისხემდეს჻ თავსა჻ მტვერსა჻ და჻ ნაცარსა჻ ამით჻ დაესხნეს჻ რისხვასა჻ ზეცით჻ მოსრულსა჻ ნაცარსა჻ წაღმავე჻ წაგრეხს჻ სოფელსა჻ კულა჻ მისგან჻ უკუნაცარსა჻

463. ბრძენმან჻ ვინმე჻ მოსწავლემან჻ საკითხავნი჻ ესე჻ ვპოვნე჻ ესეაო჻ მამაცისა჻ მეტის჻ მეტი჻ სიგულოვნე჻ როდის჻ მტერსა჻ მოერიო჻ ნუღარ჻ მოჰკლავ჻ დაიყოვნე჻ გინდეს჻ სრული჻ მამაცობა჻ ესე჻ სიტყუა჻ დაიხსოვნე჻

464. ტარიელ჻ მოტკბა჻ მღთისავე჻ მგზავსად჻ იგ჻ წარმართულია჻ აღარ჻ დაგჴოცო჻ უბრძანა჻ ძლეული჻ შიშმანთულია჻ წაღმავე჻ წაგრეხს჻ საქმესა჻ რაცა჻ უკუღმა჻ სთულია჻ ნაქმარი჻ მრუდი჻ ყოველი჻ აწ჻ ჩემგან჻ გამართულია჻

465. თაყუანი჻ სცეს჻ და჻ დალოცეს჻ ყოვლთა჻ ჴმა჻ ერთად჻ იერეს჻ ღმერთსა჻ შევედრეს჻ ზახილით჻ სვე჻ მათი჻ გააძლიარეს჻ თავები჻ დახსნეს჻ სიკუდილსა჻ სიცოცხლე჻ ამის჻ მიერეს჻ ტარიას჻ ჴმალი჻ ვერ჻ დაძღეს჻ ჯერ჻ ჴორცი჻ მოიმშიერეს჻

466. ტარიას჻ ჭურეტად჻ მოსრული჻ მუშთარი჻ ახლოს჻ მჭურეტია჻ რისხვისა჻ ცეცხლი჻ ტარიელს჻ სიტკბოთა჻ დაუშრეტია჻ მოვიდეს჻ ნახეს჻ რამაზის჻ ლაშქარი჻ ძლივღა჻ ეტია჻ ჰინდოეთს჻ ზეცით჻ სინათლე჻ ჩადგა჻ მართ჻ ვითა჻ სვეტია჻

467. ერთი჻ კაცი჻ მათ჻ ლაშქართა჻ მახარობლად჻ მიუვიდა჻ არ჻ დაგჴოცსო჻ შეგიწყალნა჻ ყუელაკაი჻ დალოცვიდა჻ ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ იხარებდეს჻ ბევრი჻ ამას჻ მოზრახვიდა჻ მოვიდა჻ იგი჻ მოყმე჻ ერთი჻ ბევრთა჻ ვითა჻ სრვიდა჻

468. მოეგებნიან჻ ტარიელს჻ შორიშორ჻ უსალამიან჻ შიგანთა჻ დროშა჻ ინდოთა჻ მათად჻ ცნეს჻ აალამიან჻ ვერ჻ გამოენდვნეს჻ ჰინდონი჻ თქვეს჻ თუ჻ ღალატსა჻ ჰლამიან჻ არ჻ მოელოდეს჻ ტარიელს჻ მით჻ ცრემლი჻ დაილამიან჻

469. მაშინღა჻ იცნეს჻ ტარიელ჻ მათგან჻ მიდამო჻ სრბანია჻ სრულად჻ მჭურეტლითა჻ აივსო჻ ზღუდე჻ და჻ ბანის჻ ბანია჻ ჴმამაღლად჻ ჰჴმობდეს჻ იძახდეს჻ მოგუშორდეს჻ სალმობანია჻ აქამდის჻ რისხვა჻ მაღალმან჻ აწ჻ მოგცა჻ წყალობანია჻

470. კარნი჻ გაახუნეს჻ გამოჩნდეს჻ მოიხუნეს჻ მათ჻ კლიტენია჻ ერთობ჻ ფლასითა჻ მოსილნი჻ მათ჻ მზეთა჻ ზედა჻ მჭურეტნია჻ ტირან჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ ვარდისა჻ ბაღსა჻ ტენია჻ ძახილით჻ თავსა჻ იგლეჯდენ჻ ყორნის჻ ფრთა჻ ბროლსა჻ სტენია჻

471. ვითა჻ გამზრდელსა჻ მართებდა჻ გაზრდილი჻ ეგრე჻ ცხელია჻ რომე჻ სდის჻ ცრემლი჻ თვალთაგან჻ კულა჻ ცეცხლსა჻ უფრო჻ ცხელია჻ თავსა჻ იგლეჯს჻ და჻ იძახის჻ ტირს჻ მეტად჻ გულფიცხელია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ მოფოცხდა჻ ბროლისა჻ საფოცხელია჻

472. მასცა჻ უბოძა჻ ფარმანი჻ წა჻ სახლი჻ მოიარეო჻ მე჻ ნუ჻ გამწირავ჻ მიახლე჻ ადრე჻ მობრუნდი჻ გარეო჻ ავთანდილს჻ უთხრა჻ უშენოდ჻ რამცაღა჻ გავიხარეო჻ რადგან჻ ისწრაფი჻ ნუ჻ გაგვა჻ მოგელის჻ ლომსა჻ მთვარეო჻

473. როსტანისთვის჻ წატანა჻ ძღუნად჻ ტურფები჻ ჯუბაჩები჻ კულა჻ ჭურჭელი჻ თვალთა჻ თლილთა჻ არ჻ კოვზები჻ არ჻ ჩამჩები჻ ჩემაგიერ჻ მიუტანე჻ წაო჻ ნურას჻ მეუბნები჻ ავთანდილ჻ თქუა჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ უშენოდ჻ ვერ჻ დავრჩები჻

474. ქალსა჻ ქალმან჻ გაუგზავნა჻ ყაბარჩა჻ და჻ ერთი჻ რიდე჻ რომე჻ ჩაცმადაბურვასა჻ ვინც჻ ღირსიყო჻ მისგან჻ კიდე჻ ერთი჻ თვალის჻ წამღებელსა჻ ვერა჻ თქუის჻ თუ჻ ცუდად჻ ვზიდე჻ ღამე჻ მზებრივ჻ გაანათლის჻ ჩნდის჻ სადაცა჻ შეხედვიდე჻

475. ავთანდილ჻ შეჯდა჻ წავიდა჻ ტარიელს჻ გაესალამა჻ იგი჻ ორნივე჻ გაყრამან჻ დაწვნა჻ ცეხლისა჻ ალამა჻ სრულად჻ ჰინდონი჻ მისტირან჻ ცრემლმან჻ მინდორი჻ დალამა჻ ავთანდილ჻ იტყუის჻ მამკლაო჻ სოფლისა჻ მე჻ სამსალამა჻

476. გამოეგებნეს჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ იარნეს჻ დღენი჻ მცირენი჻ გზამან჻ გაჰყარნა჻ წავიდნეს჻ თავისთვის჻ ანატირენი჻ კარგათ჻ მოუჴდეს჻ მათ჻ მათნი჻ თავისა჻ დანაპირენი჻ ავთანდილ჻ მიხუდა჻ არაბეთს჻ მიხუდა჻ არ჻ ცუდნი჻ ჭირენი჻

477. გამოეგებნეს჻ არაბნი჻ სამეფო჻ დააშვენამან჻ ნახა჻ მზე჻ მისი჻ მივიდა჻ მისთა჻ სურვილთა჻ წყენამან჻ მის჻ თანა჻ ტახტზე჻ დაუჯდა჻ ილხინა჻ მჭურეტთა჻ ლხენამან჻ გააჴელმწიფა჻ გვირგვინი჻ ზეცით჻ მოსულმან჻ ზენამან჻

478. მათ჻ სამთავე჻ ჴელმწიფეთა჻ ერთმანერთი჻ არა჻ სძულდეს჻ ერთმანერთსა჻ ნახვიდიან჻ საწადელი჻ გაუსრულდეს჻ ბრძანებისა჻ შემცილენი჻ მათთა჻ ჴმალთა჻ დაეწყლულდეს჻ მოვიმატენ჻ სამეფონი჻ გაჴელმწიფდეს჻ გამორჭმულდეს჻

479. ფრიდონცა჻ ესვა჻ მოყუარედ჻ მათ჻ წინა჻ მიიყვანიან჻ ერთმანერთისა჻ მეშველათ჻ მებრძოლნი჻ იმაჯანიან჻ მათთა჻ ურჩთა჻ და჻ შემკადრთა჻ მიწები჻ ააკუანიან჻ ორგულთა჻ მკლავნი჻ შემუსრნეს჻ ერთგულნი჻ აგულვანიან჻